წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი (+286-287) - 14 (27) დეკემბერი
წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი (+286-287) - 14 (27) დეკემბერი
წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, თებაიდის მმართველმა არიანემ ბრძანა, მართლმორწმუნეები ან იძულებით გადაედრიკათ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, ან - წამებით დაეხოცათ.

ამ დროს შეიპყრეს აპოლონიც, რომელიც ტაძარში მედავითნედ მსახურობდა. მან ვერ გაუძლო წამებას და გადაწყვიტა, ხერხისთვის მიემართა: წარმართ ფილიმონს თავისი ტანსაცმელი მისცა და სთხოვა, მასში ჩაცმულს შეეწირა მსხვერპლი კერპებისათვის. ფილიმონი დათანხმდა, მაგრამ, როცა სამსხვერპლოს მიუახლოვდა, უეცრად ღვთის მადლმა გაუცისკროვნა გონება, ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, კერპებს ზურგი აქცია, მმართველ არიანესაკენ მიიქცა, პირჯვარი გადაისახა და უშიშრად აღიარა ქრისტიანობა.

მაშინ არიანემ ფილიმონი იცნო და იფიქრა, რომ ის ხუმრობდა, რადგან ფილიმონი მისი მუსიკოსი და გამრთობი იყო. მაგრამ, როცა მმართველის ერთგულმა კარისკაცმა მტკიცედ აღიარა ქრისტე, არიანე გააფთრდა. მან ბრძანა, დაუყოვნებლივ სიკვდილით დაესაჯათ ფილიმონი, მაგრამ ხალხმა მსჯავრდებულის შეწყალება ითხოვა.

ამ დროისათვის აპოლონი უკვე სინანულში იყო ჩავარდნილი თავისი სულმოკლეობის გამო და მხნედ აღიარა ქრისტე. მაშინ ფილიმონსა და აპოლონს წვივები დაუხვრიტეს, ბაწრებით შეკრეს და ქალაქის ქუჩებში ათრევდნენ მორწმუნეთა დასაშინებლად. შემდეგ ფილიმონი ზეთისხილის ხეზე დაკიდეს და ისრები დაუშინეს, მაგრამ ისრები სასწაულებრივ ცდებოდნენ სამიზნეს, ერთ-ერთი მათგანი კი ასხლტა და მმართველს მოხვდა თვალში. არიანე შეძრწუნდა და ფილიმონს ევედრა, ელოცა მისი განკურნებისათვის. წმიდანმა კი მიუგო: "ჯერ მზად არა ხარ. როცა მე დამკრძალავენ, შენ ჩემს საფლავზე მოხვალ, ქრისტეს სახელს მოუწოდებ და განიკურნები". ამის შემდეგ მმართველის ბრძანებით წმიდა მოწამეებს, ფილიმონსა და აპოლონს თავები მოჰკვეთეს (+16 მარტი, 286 წ.).

არიანე, რომელსაც თვალი კვლავ აუტანლად სტკიოდა, მიეახლა წმიდათა საფლავს, მისგან მიწა აიღო, ჭრილობაზე მიიდო და იესო ქრისტეს მიმართა ვედრებით. მას დაშავებული თვალი იმავ წამს მოურჩა, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და შესძახა: "მე - ქრისტიანი ვარ!" მთელი სახლეულითურთ მოინათლა, პყრობილი მართლმორწმუნეები კი გაათავისუფლა. ხმამ არიანეს მოქცევის შესახებ თვით იმპერატორამდე მიაღწია. მაშინ მან მხედრები გაგზავნა მმართველის შესაპყრობად და რომში ჩასაყვანად. საწამებლად წაყვანის წინ არიანემ მოწამეთა საფლავზე ილოცა და უეცრად ფილიმონის ხმა მოესმა: "გამხნევდი, არიანე, და ნუ გეშინია, რამეთუ უფალი თავისთან მოგიწოდებს და მოწამის გვირგვინს გიმზადებს. შენს წასაყვანად მოსული მხედრებიც ირწმუნებენ და ევნებიან ქრისტესთვის".

ღვთის მადლით განმტკიცებულმა არიანემ რომში, თვით იმპერატორის წინაშეც გაბედულად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. განრისხებულმა დიოკლეტიანემ ბრძანა, რკინის ჯაჭვებით შეეკრათ უფლის რჩეული და ცოცხლად დაემარხათ, თან ამბობდა: "ვნახოთ, თუ მოვა ქრისტე მის დასახსნელად". როცა ამის შემდეგ უღმრთო თვითმპყრობელი თავის საწოლ ოთახში შევიდა, იხილა, რომ არიანე მის სარეცელზე იწვა, ჯაჭვები კი წინ ეკიდა. მოწამემ დიოკლეტიანეს მიუგო: "შენ არ გჯეროდა, რომ ქრისტე დამიხსნიდა, მაგრამ აი, მოვიდა, გამათავისუფლა და შენს სარეცელზე მოსვენება მიბრძანა". მეფე შეძრწუნდა, მაგრამ მაინც არ ისურვა თავი დამარცხებულად ეცნო და, გაკერპებულმა, არიანეს მოკვლა ბრძანა. ნეტარი მოწამის ლოცვით მხედრები, რომლებმაც ის რომში ჩაიყვანეს, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცნენ და იმპერატორის წინაშე გაბედულად აღიარეს თავი ქრისტიანებად. ამისთვის ისინი არიანესთან ერთად ზღვაში დაახრჩვეს. (+4 მარტი, 287 წ.).

"წმიდანთა ცხოვრება", ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდანობა და ერისკაცობა ისე არავის შეუდუღაბებია და შეუსისხლხორცებია, როგორც ექვთიმე თაყაიშვილს. სიცოცხლის განმავლობაში ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ივანე ჯავახიშვილის გვერდით იდგა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat