წმინდა აღმსარებელი თეოდორე ანტიოქიელი (+363) - 23 ნოემბერი (6 დეკემბერი)
წმინდა აღმსარებელი თეოდორე ანტიოქიელი (+363) - 23 ნოემბერი (6 დეკემბერი)
23 ნოემბერს (ახალი სტილით 6 დეკემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს ქრისტესთვის წამებულ ანტიოქიელ თხუთმეტი წლის ყრმა თეოდორეს. იგი მაცხოვრისთვის ევნო იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას.

საიმპერატორო ტახტის დაკავების დღიდანვე იულიანეს მთავარ მიზნად იქცა ქრისტიანობის დამხობა და წარმართობის აღდგენა, რისთვისაც დაუყოვნებლივ გამოაცხადა თავი ბერძენთა და რომაელთა ღმერთების თაყვანისმცემლად და ბრძანა, ყველა ქალაქში წარმართული ბომონები დაედგათ; სადაც ისინი ქრისტიანებმა დაანგრიეს, ამ უკანასკნელთა ხარჯზე ახალი აეგოთ. იულიანე თავადაც გულმოდგინედ მონაწილეობდა ყველა წარმართულ ზეიმში და ამბობდა, რომ მისთვის უმაღლესი ქურუმის წოდება იმპერატორის ტიტულზე უფრო საპატიო და ძვირფასი იყო. იმპერატორი იულიანე თანაბარ პატივს მიაგებდა ბერძენთა, რომაელთა და აღმოსავლეთის ხალხთა ღმერთებს. საიმპერატორო სასახლე და მისი წალკოტები მათი ქანდაკებებით გაივსო. პალატები წარმართულ სამსხვერპლოებს მოგაგონებდათ - ყველგან ხრჩოლავდა გუნდრუკი. იგებოდა ახალ-ახალი სამსხვერპლოები, სრულდებოდა მდიდრული მსხვერპლშეწირვები.

ანტიოქიის შემოგარენში, დაფნეში, აპოლონის ტაძარი იდგა. წარმართთა ღვთაება აპოლონი ოდითგანვე მისნობით იყო სახელგანთქმული და თაყვანისმცემლებიც ბრბოებად ესეოდნენ. იქვე აღესრულებოდა მდიდრული მსხვერპლშეწირვაც. მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა; სამსხვერპლო დაცარიელდა. ცოტა ხნის წინ დაფნეს შემოგარენში აიგო ტაძარი, სადაც დაასვენეს დეციუსისგან დევნის დროს დაღუპული წმინდა მოწამე ბაბილასა და სამი ყრმის ნაწილები. ტაძრის ირგვლივ მოწყობილ სასაფლაოზე ნაკადებად მოდიოდნენ მორწმუნეები. იქ, სადაც ადრე წარმართული რიტუალები სრულდებოდა, ახლა ქრისტიანები ლოცულობდნენ.

სპარსელებთან საომრად მიმავალი იმპერატორი იულიანე ანტიოქიაში ჩავიდა და მოისურვა, კერპისგან შეეტყო, როგორ გადაწყდებოდა ომის ბედი. მას იმედი ჰქონდა, რომ ბომონთან თაყვანისმცემელთა ბრბოები დახვდებოდნენ, მაგრამ დიდად გაოცდა, როცა იქ მხოლოდ ერთი ქურუმი იპოვა, რომელმაც თავისი სახელით ბატი შესწირა აპოლონს. იულიანემ შეკითხვაზე პასუხი ვერ მიიღო და როდესაც კერპის დუმილის მიზეზით დაინტერესდა, ქურუმმა ეს შემთხვევა წმინდა ბაბილას ტაძრის სიახლოვეს დააბრალა. განრისხებულმა იულიანემ უმალ წმინდა ნაწილების მოშორება ბრძანა. ანტიოქიის მთელი საქრისტიანო ჩავიდა დაფნეში და საზეიმოდ გადაასვენა ნაწილები საკათედრო ტაძარში, თან მსვლელობისას ხმამაღლა გალობდა: "დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად და საშინელ არს იგი უფროჲს ყოველთა ღმერთთა; რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან, ხოლო უფალმან ცანი შექმნნა" (ფსალ. 95,4- 5); "უთხრეს ცათა სიმართლე მისი და იხილონ ყოველთა ერთა დიდებაჲ მისი. ჰრცხუენოდენ ყოველთა, რომელნი თაყუანის-სცემენ ჴელით-ქმნულთა და რომელნი იქადიან კერპებითა მათითა" (ფსალ. 96,6-7). გაცოფებულმა იულიანემ ბევრი ქრისტიანი აწამა, მათ შორის იყო თხუთმეტი წლის თეოდორეც. ჯალათებს თავზარი დასცა იმან, რომ წმინდანი წამების დროს ხარობდა, მისი შეწყვეტისას კი ტკივილებს გრძნობდა. მათ ამ სასწაულის შესახებ იმპერატორს შეატყობინეს, რომელმაც მარტვილის გათავისუფლება ბრძანა. მოგვიანებით ნეტარი თეოდორე ჰყვებოდა, რომ როცა აწამებდნენ, მას უფლის ანგელოზი ეცხადებოდა და სატანჯველებს უმსუბუქებდა, წამების შემდეგ კი ანგელოზი ქრებოდა და ისიც ტკივილებისაგან იტანჯებოდა. წმინდანმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
.................
ხატის წყარო: Мученик Фео́дор Антиохийский
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat