წმინდა მოწამე მენიგნი ცხოვრობდა ქალაქ პარიაში იმპერატორ დეციუსის ზეობისას. იგი უბრალო ხელოსანი იყო.
ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღვსილ წმინდა მენინგის უფალმა განსაკუთრებული წყალობა მიმადლა: ნეტარმა ორჯერ გაიგონა ზეციური ხმა, რომელმაც ქრისტესთვის მოწამებრივი აღსასრულისკენ მოუწოდა.
იმპერიის ოლქებში გავრცელდა დეციუსის ბრძანება: სიკვდილით დაესაჯათ ყველა ქრისტიანი, ვინც არ განუდგებოდა თავის სარწმუნოებას! შემზარავი დრო იყო: ქალაქები იცლებოდა, ქრისტიანები უკაცრიელ ადგილებსა და ტყეებს აფარებდნენ თავს, საპყრობილეები ტუსაღებით იყო სავსე. აღმსარებელთა სიმტკიცის გასატეხად მტარვალები წამების სხვადასხვა ხერხს იგონებდნენ. წარმართები თავიანთ ქრისტიან ნათესავებსაც კი აბეზღებდნენ.
ერთ დღეს სასწაული აღესრულა: ანგელოზმა პყრობილი ქრისტიანები ციხიდან გაათავისუფლა. ამის გაგებამ მენიგნი სიხარულით აღავსო და მთელი გულით შეიყვარა ქრისტე. მას მოაგონდა ზეციური მოწოდება ქრისტესთვის მარტვილობისკენ, დახია მოედანზე გამოკიდებული უსჯულო დეციუსის ბრძანება მართლმორწმუნეთა დევნის შესახებ და საჯაროდ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ამისთვის იგი შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს (+250). აღსასრულის წინ მოწამის ბაგეებს თეთრი მტრედი მოსწყდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი