წმინდა მოწამე კოსტანტი (კონსტანტი) კახი, რომელი იყო ქართველთ აზნაური დიდებული და ევნო სარკინოზთა მიერ სპარსეთს (+852) – 10 (23) ნოემბერი
წმინდა მოწამე კოსტანტი (კონსტანტი) კახი, რომელი იყო ქართველთ აზნაური დიდებული და ევნო სარკინოზთა მიერ სპარსეთს (+852) – 10 (23) ნოემბერი
ღვთის ეს რჩეული, დაახლოებით, 767 წელს დაიბადა. იგი ქართლში ცხოვრობდა, ზეწოდება კახი კი მისი კახური წარმომავლობის გამო ეწოდა "მამულისა მის ქუეყანისა".

დიდი სიმდიდრისა და ყოველგვარი ამქვეყნიური სიკეთის მფლობელს, არა მარტო საქართველოში და კავკასიაში, არამედ საბერძნეთის სამეფო კარზეც კარგად იცნობდნენ, რო¬გორც ღვთისმოშიშსა და უაღრესად ქველმოქმედ ადამიანს.

ქრისტესმოყვარე მთავარი ყველაზე ცოდვილად თვლიდა თავს და ხშირად ამბობდა: "არავინაჲ ვესავ მოტევებასა ცოდვათა, გარნა დათხევითა სისხლთა ჩემთაჲთა მისთჳს, რომელმან იგი დასთხივნა სისხლნი ჩუენთჳს".

კონსტანტის დიდი სურვილი ჰქონდა, მოელოცა იერუსალიმის წმინდა ადგილები. იერუსალიმში ჩასულმა, დიდძალი საფასე შესწირა ეკლესიებს, მოიარა იორდანეს უდაბნოები, მოუდაბნოე მამებისა და ეკლესიათა წინამძღვრებისაგან ლოცვა-კურთხევა მიიღო და, სიხარულით აღსავსე, დაბრუნდა სამშობლოში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კონსტანტი ყოველწლიურად ოცდაათი ათას ვერცხლს აგზავნიდა იერუსალიმში იქაური წმინდა ადგილებისათვის.

853-854 წლებში ქართლს შემოესია არაბთა მრავალათასიანი ლაშქარი ბუღა-თურქის წინამძღოლობით. ამ ლაშქრობისას მარტო თბილისში დაიღუპა ორმოცდაათი ათასი კაცი, შემდგომ ააოხრეს ქართლი, კახეთი და მთიანეთი.

85 წლის მთავარი ძესთან, თარხუჯთან ერთად, ქართლის ლაშქარს ჩაუდგა სათავეში. გორის მისადგომებთან გაიმართა უთანასწორო ბრძოლა არაბთა და ქართველთა შორის. მიუხედავად მედგარი წინააღმდეგობისა, ქართველები დამარცხდნენ. მტრებმა ტყვედ ჩაიგდეს კონსტანტი და თარხუჯი.

ქართლის ცხოვრების ამ შემზარავი ეპიზოდის შესახებ ლაკონურად და შთამბეჭდავად მოგვითხობს ატენის სიონის წარწერა: "თთუესა აგუსტოსა ე-სა, დღესა შაბათსა, ქრონიკონსა ოგ-სა, ისმაიტელთა წელსა სლთ-სა ქალაქი თბილისი დაწუა ბუღა და შეიპყრა ამირაჲ საჰაკ და მოკლა და მასვე თთუესა აგუსტოსა კვ-სა, დღესა შაბათსავე ზირაქ შეიპყრა კახაჲ და ძე მისი თარჴუჯი".

ტყვექმნილი კონსტანტი მთავარი ბუღა თურქს წარუდგინეს. მან გაკვირვებით ჰკითხა კონსტანტის: "ანუ არა უწყოდეა შენ, რამეთუ ვერ განრინებად იყავ სივლტოლითა შენითა ჴელთაგან ჩემთა... აჰა ესერა მოგუცნა თქუენ ღმერთმან დღესა ამას მოსასრველად ჴელთა ჩუენთა". წმინდა კონსტანტიმ მშვიდად მიუგო: "ღმერთმან მოგუცნა ჴელთა თქუენთა არა სიყუარული თქუენისათჳს, არცა საქმეთა თქუენთათჳს, არამედ რამეთუ არა დავიმარხენით ჩუენ მცნებანი მისნი, ამისათჳსცა ნათესავითა მით ურჩებისაჲთა განგუკაფნა ჩუენ".

მორჩილი და მონანული მთავარი ხედავდა, რომ ქართველთა ცოდვები იყო მიზეზი ქვეყნის უბედურებისა. საპყრობილეში მყოფი წმინდანი მხნედ იტანდა განსაცდელს. იგი მეუდაბნოე მამებსა და ეკლესიათა წინამძღვრებს წერილებს წერდა და სთხოვდა, ელოცათ მისთვის.

მცირე ხნის შემდეგ ბორკილდადებული კონსტანტი კახი ბაბილონის ქალაქ სამარაში გაგზავნეს ხალიფა ჯაფართან. ჯაფარმა იცოდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პიროვნება იყო იგი ქართველთათვის და სრულიად საქრისტიანოსათვის, თავაზიანად მოიკითხა და შესთავაზა სარწმუნოების გამოცვლა, სანაცვლოდ პატივსა და დიდებას დაჰპირდა, თან დაემუქრა: "უკეთუ არა ისმინო ჩემი, სიკვდილითა მოჰკვდე შენ პირითა მახვილისაჲთა და ჴორცნი შენნი მივსცნე საჭმელად ფრინველთა ცისათა".

ქრისტეს მიერ განმტკიცებულმა მხცოვანმა მთავარმა თამამად უთხრა: "არა მეშინის მე მახჳლისაგან შენისა, არამედ მისა მეშინის, რომელი-იგი შემძლებელ არს მოწყუედად სულისა და ჴორცთა და კუალად ჴელმწიდებაჲ აქუს განცხოველებად, ვითარცა იგი მოსიკუდიდ, ამისთჳსცა სიხარულით მოვითმენ სახელისა მისისათჳს, რამეთუ იგი არს ჭეშმარიტი ღმერთი, ძლიერი ჴელმწიფე და მთავარი მშჳდობისა, მამა მერმეთა მათ საუკუნეთა".

ამის გამგონე ჯაფარმა დილეგში ჩააგდებინა წმინდა კონსტანტი; შემდგომ მიუგზავნა სარწმუნოების უარმყოფელი და ხალიფასგან განდიდებული ორი სომეხი დიდებული. წმინდა კონსტანტინემ სომხებს მიუგო: "ესრე არქუთ მეფესა თქუენსა: ნუ ჰგონებ რასა ესევითარსა საქმესა ჩემგან, დაღაცათუ ჩვეულებაჲ მეფეთაჲ ბაბილოვნისათაჲ გაიძულებს შენ, რამეთუ იგინიცა წინააღმდგომ იყვნეს ჭეშმარიტებისა, არამედ ბრძანე შენ ყოფად, რაჲ იგი გეგულვების ყოფად, იქმოდე. ხოლო თქუენ რაჲსაღა ზედამდგომელობთ და დამესხმით, ვითარმცა მეცა თქუენ გემსგავსე? ამიერითგან განმეშორენით ჩემგან, რაჲთა გამოვიძინე მე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი".

შემდეგ აღიპყრო ხელნი და ლოცვა დაიწყო: "გიგალობ შენ, უფალო ღმერთო ძალთაო, ღმერთო საუკუნეთაო, რომელმან მომეც მე ძალი წინააღმდგომად უკეთურისა ამის მსაჯულისა, ვითარცა იგი წინაჲსწარ სთქუ, ვითარმედ: "თქუენ მომცენით გულნი თქუენნი და მე მიგეც ძალი ჩემი". ღირს მყავ მე ნათელსა პირსა შენისასა, რამეთუ შენდა მოვივლტი ქრისტე, ძეო ღმრთისაო".

ლოცვად დამდგარ წმინდა კონსტანტინეს "ნაკადულნი ცრემლთანი გარდამოდიოდეს თვალთაგან მისთა... ხოლო გარემოს მდგომარენი იგი მისნი სცემდეს პირსა მისსა და მრავლითა ტანჯვითა სტანჯვიდეს მას, არამედ ენაჲ მისი ვერ დააბრკოლეს გალობად".

ხალიფამ ჯალათებს უბრძანა, თავი მოეკვეთათ წმინდა კონსტანტისთვის. უცხოთესლმა ლოცვად მდგარ მარტვილს თავი მოჰკვეთა და "მიართუა მეფესა თჳსსა, ვითარცა იგი თავი იოანე ნათლისმცემელისაჲ ჰეროდეს". ეს მოხდა 10 ნოემბერს, წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს.

წმინდანის გვამი მაღალ ძელზე დაჰკიდეს ხალხის დასაშინებლად, შემდგომ კი დამარხეს. რამდენიმე წლის შემდეგ ქართველებმა წმინდა კონსტანტი-კახის ნეშტი სამშობლოში გადმოასვენეს.

ტროპარი:

მოწამემან შენმან, უფალო, კოსტანტინე, ღუაწლსა შინა თუისსა გუირგუინი მოიგო უხრწნელებისაი შენ მიერ, ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდა მას შენმიერი ძალი, და მძლავრი დაახუვა, და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი. მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი:

ზესთა გონებისა მბრძოლისა არა სისხლთა მიმართ და ხორცთა, და მხედარსა დიდ-სახელსა, რჩეულსა ქრისტესსა, რომელი წინა-აღუდგა მთავრობათა და ხელმწიფებათა ბნელისათა, და ზიარ გამოჩნდა ვნებათა საღმრთოთა, კოსტანტინეს შევასხმიდეთ გალობითა ძლევისათა და ვიტყოდეთ: გიხაროდენ, მოწამეო ყოვლადუძლეველო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat