წმინდა დიმიტრი თესალონიკელი (+დაახლ. 306) - 26 ოქტომბერი (8 ნოემბერი)
წმინდა დიმიტრი თესალონიკელი (+დაახლ. 306) - 26 ოქტომბერი (8 ნოემბერი)
წმინდა დიდმოწამე დიმიტრი, შვილი კეთილშობილი და მაღალზნეობრივი მშობლებისა, ქალაქ თესალონიკში იშვა, სადაც მამამისი რომის პროკონსულად მსახურობდა.

იმ შავბნელ დროებაში, როდესაც ეკლესია წარმართთაგან უკიდურესად იდევნებოდა, ამ ადამიანმა ნათელიღო, თუმცა, თავის მრწამსს მალავდა და შინ ოქროთი და ძვირფასი ქვებით მოოჭვილი მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატთა წინაშე მეუღლესთან ერთად ლოცულობდა.

ეს ნეტარი წყვილი არავის ტოვებდა უნუგეშოდ - გლახაკთ განიკითხავდა, სნეულთ თუ შეჭირვებულთ შეწევნის გარეშე არ გაუშვებდა, მხოლოდ ერთი დარდი უმძიმებდათ გულს - მემკვიდრე არ ჰყავდათ, მაგრამ მხურვალე და ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ ზეცამ ვაჟიშვილით ანუგეშა.

დიდი იყო მათი მადლიერება და სიხარული, რომელიც მთელმა თესალონიკმა გაიზიარა. ბედნიერმა მშობლებმა საზეიმო ტრაპეზზე მთელი ქალაქი დაპატიჟეს, განსაკუთრებული პატივით კი უპოვართ უმასპინძლეს.

როგორც კი დიმიტრი წამოიზარდა, მშობლებმა თავიანთ საიდუმლო სამლოცველოში შეიყვანეს, წმინდა ხატები აჩვენეს და უბრძანეს:

- ეს ჭეშმარიტი ღმერთის, ცისა და ქვეყნის შემოქმედის გამოსახულებაა, ეს კი - მისი უწმინდესი დედისა...

შემდეგ კი ქრისტეს მცნებანი განუმარტეს და ისიც აუწყეს, თუ რაოდენ დამღუპველი და ამაოა წარმართულ ბომონთა თაყვანისცემა.

დროსთან ერთად, მშობელთა სიტყვით და ღვთივსათნო ცხოვრებით დამოძღვრილმა, უმეტესად კი - სულიწმიდის მადლით განბრძნობილმა დიმიტრიმ ქრისტე შეიმეცნა.

იხილეს რა შვილის დიდი ფერისცვალება, მშობლებმა მოძღვარს და რამდენიმე ქრისტიანს მოუწოდეს და ყმაწვილი თავიანთ ფარულ ტაძარში მონათლეს.

* * *

მშობელთა გარდაცვალების შემდგომ იმპერატორმა მაქსიმიანე გალერიუსმა (305-311 წ.) ნეტარს თავისთან მოუწოდა და რა დარწმუნდა მის განსწავლულობაში, გონიერებასა და სიმამაცეში, მამის თანამდებობა - თესალონიკის ოლქის პროკონსულობა უბოძა.

უმთავრესი ამოცანა, რომელიც ახალ მოხელეს დაეკისრა, მომხდურ ბარბაროსთაგან ქალაქის დაცვა და უკლებლივ ყველა ქრისტიანის ამოჟლეტა იყო.

მამისეული თანამდებობის მიღებისთანავე დიმიტრი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა, სადაც დიდი პატივით მიიღეს. ნეტარს დიდი ხანია, მშობლიური ქალაქის მკვიდრთა მოქცევა სურდა და ბომონებისადმი მათი თაყვანისცემის გამო ძალზე მწუხარებდა.

ამიტომ ჩასვლისთანავე იწყო ქადაგება და მალე თესალონიკის მეორე პავლე მოციქულად იქცა.

როგორც კი მტარვალ მაქსიმიანეს ამ "ღალატის" ამბავი მოახსენეს, განრისხდა და სარმათებთან ბრძოლის შემდგომ თესალონიკში ისურვა შეჩერება.

თუმცა, მანამდე წმინდა დიმიტრიმ მშობელთა დანატოვარი ქონების გლახაკთათვის გადაცემა მოასწრო, შემდეგ კი მოწამებრივი აღსასრულისთვის მარხვით, ლოცვით და წმინდა ზიარებით განემზადა.

როცა უსჯულო ხელმწიფე ქალაქში შევიდა, დიმიტრი დაუყოვნებლივ წარუდგინეს, რომელმაც ახოვნად აღიარა ქრისტე და რომაული წარმართობის სიცრუე და ამაოება უშიშრად ამხილა.

გააფთრებულმა თვითმპყრობელმა აღმსარებელი საპყრობილეში შთააგდო, სადაც უწინდელზე გულმხურვალედ განაგრძო ღვთის დიდება.

ეშმაკმა, რომელიც ფრიად განაცოფა დიმიტრის სიმტკიცემ, მისი შეშინება განიზრახა, მორიელში შევიდა და წმინ-დანის ფეხს საკბენად წაეტანა...

დიმიტრიმ, რომელიც მთლიანად მინდობოდა შემოქმედს, მკბენარს ჯვარი გარდასახა და მეფსალმუნის ამ სიტყვით განსრისა:

"ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი" (ფს. 90).

დილეგში დიმიტრი უფლის ანგელოზის გამოცხადების ღირსი შეიქნა: - ნათლით მოსილმა ზეციურმა მაცნემ, რომელსაც ხელთ არაამქვეყნიური გვირგვინი ეპყრა, ნეტარი ამ სიტყვით განამტკიცა:

- მშვიდობა შენდა, მარტვილო ქრისტესო, განმხნევდი და განძლიერდი!

- ღვთით განიხარებს გული ჩემი! - მიუგო ნეტარმა და უფრო მეტად აღენთო, საკუთარი სისხლით დაებეჭდა ღვთისადმი თავისი ფიცხელი სიყვარული.

ამასობაში კი გალერიუსი ამაზრზენ გლადიატორულ სანახაობებს მართავდა და ტკბებოდა, თუ როგორ ამარცხებდა ორთაბრძოლებში ქრისტიანებს მისი საყვარელი ძალოსანი, ბარბაროსი ლიუსი და ფიცარნაგიდან მეომრებს მახვილებზე აგდებდა.

ახოვანი ჭაბუკი, თესალონიკელი ქრისტიანი ნესტორი საპყრობილეში წმინდა დიმიტრის მიეახლა და ბარბაროსთან შებრძოლებისთვის კურთხევა გამოსთხოვა. სწორედ მისი ლოცვით სძლია უღმრთო გერმანელი და ისევე გადააგდო ფიცარნაგიდან, როგორც თავად აგდებდა მართლმორწმუნეებს და მეომართა მახვილებზე ჩამოაცვა.

განრისხებულმა გალერიუსმა ბრძანა, დაუყოვნებლივ სიკვდილით დაესაჯათ ნესტორი (წმინდა ეკლესია მას 27 ოქტომბერს იხსენიებს), შემდეგ კი ამ დიდ მარცხში "დამნაშავე" დიმიტრის მოსაკვდინებლად დილეგში მცველები გაგზავნა.

306 წლის 26 ოქტომბერს, განთიადისას, მიწისქვეშა საპყრობილის საკანში მხედრები შეიჭრნენ და უფლის რჩეული დიმიტრი მხეცურად მოკლეს. ნეტარის ერთგულმა მსახურმა, ლუპემ, მისი წმინდა სისხლი შეაგროვა და იმპერატორის ნაბოძებ ბეჭედთან ერთად შეინახა.

ბეჭდითა და წმინდა დიმიტრის სისხლით განწმენდილი სხვა სიწმინდეებით ნეტარი ლუპე შემდგომ მრავალ კურნებას აღასრულებდა.

...წმინდა დიდმოწამე დიმიტრის ცხედარი მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ თესალონიკელმა ქრისტიანებმა ფარულად წაასვენეს იგი და მიწას მიაბარეს.

წმინდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინეს (306-337 წწ.) ზეობისას უფლის სათნომყოფლის საფლავზე ტაძარი ააგეს. ასი წლის შემდეგ ძველი საყდრის ადგილას ახალი, დიდებული ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა დიდმოწამის უხრწნელ ნაწილთა აღმოყვანება. VII საუკუნეში წმინდანის ლუსკუმიდან მირონმა იწყო დენა.

წმინდა დიმიტრის თაყვანისმცემლებს არაერთხელ უცდიათ მისი ნაწილების კონსტანტინოპოლში გადასვენება, მაგრამ დიდმოწამე ღვთის საკვირველი განგებულებით ყოველთვის ავლენდა თავის ნებას - მშობლიური თესალონიკის მფარველად და მცველად დარჩენილიყო.

ტროპარი:

სამ-გზის სანატრელო, გვირგვინო მოწამეთაო, დიმიტრი ღმერთშემოსილო, მოგვიხსენენ წინაშე სამებისა ქებით მადიდებელნი შენნი და გვითხოვე ქრისტესაგან დიდი წყალობაი.

ტროპარი:

შემწე დიდი გპოვა შენ ჭირთა შინა სოფელმან თესალონიკემან, ღუაწლით შემოსილო მხედარო უფლისაო დიმიტრი, მომსრველო უღმრთოთა წარმართთაო, და ხელისამპყრობელო ქრისტეანეთაო, რომელმან ამპარტავნობაჲ უსჯულოსა ლეოსი დაამხუე და ბრძოლასა შინა ნესტორ განაძლიერე, აწცა, ღმერთშემოსილო, ქრისტესა ღმერთსა ევედრე მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

კონდაკი:

სისხლთა შენთა ნაკადულითა, დიმიტრი, ეკლესია ღმრთისა პორფიროვან-ჰყავ, რომელმან მოგცა შენ ძლევაი უძლეველი და დაიცევ ქალაქი შენი უბრძოლველად, რამეთუ შენ ხარ სიქადულ მისი.
......................

აქვე ნახეთ:

დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, მირონმდინარე (+დაახლ. 306) - 26 (08.11) ოქტომბერი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat