წმიდა მოწამენი, უვერცხლონი კოზმა და დამიანე არაბები და ძმანი მათნი: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპი (+287 ან +303) - 17 (30) ოქტომბერი
წმიდა მოწამენი, უვერცხლონი კოზმა და დამიანე არაბები და ძმანი მათნი: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპი (+287 ან +303) - 17 (30) ოქტომბერი
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსაა. ხოლო 1 ნოემბერს (ახალი სტილით 14 ნოემბერი) ხსენებაა უვერცხლოთა და სასწაულმოქმედთა კოზმა და დამიანე ასიელთა და დედისა მათისა ღირსისა თეოდოტიასი. მესამე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა. ქრისტეს სჯულის აღიარების შემდეგ, უსასყიდლოდ მკურნალობდნენ უამრავ ავადმყოფს და ბოლოს ისინიც მოწამებრივად აღესრულნენ. მათ ეკლესია 17 ოქტომბერს მოიხსენიებს. დღეს სწორედ მათზე გესაუბრებით.

წმინდა კოზმა და დამიანე არაბეთის სამეფოში დაიბადნენ. ისინი გამოცდილი ექიმები იყვნენ. ქრისტეს სჯულის აღიარების შემდეგ, უსასყიდლოდ მკურნალობდნენ უამრავ ავადმყოფს. ამისთვის არანაირ წამალს თუ ბალახეულს არ იყენებდნენ, ქრისტეს ძალით ამარცხებდნენ ნებისმიერ სნეულებას. ქალაქებსა და სოფლებში დადიოდნენ და ქრისტეს სახელით ყველა გაჭირვებულსა და ავადმყოფს ეხმარებოდნენ. მათი სახელი მალე საქვეყნოდ გახდა ცნობილი. კოზმა და დამიანე ურჯულო დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს მეფობის დროს მოღვაწეობდნენ, რომლებიც დიდად ავიწროებდნენ ქრისტიანებს. წმინდანები ქალაქ კილიკიაში წარმართ მსაჯულს ჩაუვარდნენ ხელში, რომელმაც დაწვრილებით გამოიკითხა მათი წარმომავლობისა და აღმსარებლობის შესახებ. ამის შემდეგ მსაჯულმა მათ კერპების თაყვანისცემა და მათთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. წმინდანებმა ამაზე სასტიკი უარი განაცხადეს და ქრისტეს ქადაგება დაიწყეს. წარმართმა მსაჯულმა ბრძანა, ძმები უმოწყალოდ გაეროზგათ, შემდეგ კი ზღვაში გადაეყარათ. ღმერთის ძალით, წმინდანები დახრჩობას გადარჩნენ. უფლის ანგელოზმა შებორკილი ხელ-ფეხი გაუხსნა და ნაპირზე უვნებლად გაიყვანა. ამის დანახვაზე წარმართმა კოზმა და დამიანე კვლავ იხმო და უთხრა:

- მეც მასწავლეთ, რა ჯადოქრობით მოახერხეთ ზღვიდან უვნებლად გამოსვლა.

წმინდანებმა უპასუხეს:

- ჩვენ ქრისტიანები ვართ და არანაირ ჯადოქრობას არ ვფლობთ, რადგან ქრისტეს რწმენა გვაძლიერებს და ყველა განსაცდელისგან გვიცავს.

ამის შემდეგ წმინდა კოზმა და დამიანე საპყრობილეში ჩაყარეს. მეორე დღეს მსაჯულის ბრძანებით დილეგიდან გამოიყვანეს და აგიზგიზებულ კოცონში ჩაყარეს. წმინდანები ამჯერადაც გადარჩნენ, რადგან ცეცხლს ძალა დაეკარგა და ძმები ოდნავადაც არ დაშავებულან. მსაჯული დიდად გაოცდა და მათი სასტიკი წამება ბრძანა. ჯალათებმა კოზმასა და დამიანეს ქვები დაუშინეს, მაგრამ ნასროლი ქვები უკანვე უბრუნდებოდათ და თავადვე იღუპებოდნენ. მაშინ მოისრეებმა ისრები ესროლეს, მაგრამ სასწაულის ძალით, ისრებიც მიმართულებას იცვლიდა და თავად მსროლელები იხოცებოდნენ. ამის დანახვაზე კიდევ უფრო განრისხდა მსაჯული და წმინდანების ხმლებით აკუწვა ბრძანა. 284 წელს კოზმა და დამიანე სხვა სამ ძმასთან - ლეონტი, ანთიმოსსა და ევსტროფისთან ერთად აღესრულნენ მოწამებრივად. ყველა წმინდანი ერთად არის დაკრძალული. სიკვდილის შემდეგაც მრავალი სასწაული მოხდა წმინდა ძმების სახელით. წმინდა კოზმასა და დამიანეს ხსენების დღე 17 ოქტომბერია, მათთან ერთად აღსრულებული ძმების კი - 01 ივლისი.
........................
აქვე წაიკითხეთ:

წმიდა მოწამენი, უვერცხლონი კოზმა და დამიანე არაბები და ძმანი მათნი: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპი (+287 ან +303) - 17 (30) ოქტომბერი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat