წმინდა მოწამე ღვიძლი დები ზინაიდა და ფილონილა კილიკიის ქალაქ ტარსოსისში დაიბადნენ და წმინდა პავლე მოციქულის ნათესავები იყვნენ.
წმინდა ზინაიდამ მკურნალობის ხელოვნება შეისწავლა, დატოვა ოჯახი, ახლობლები და კაცთა სამკურნალოდ გაემართა. სადაც მივიდოდა, ცდილობდა, ყველგან წმინდა სახარება ეხარებინა. შემდეგ წმინდანმა ეს სოფელიც დატოვა და კილიკიის ქალაქ დიმიტრიადის მახლობლად გამოქვაბულში დასახლდა, იქ ატარებდა დღეებს მოუკლებელ ლოცვასა და დაუცხრომელ ღვაწლში. მის შესახებ იმ მხარის მკვიდრთ შეიტყვეს და მასთან უამრავი სნეული მოდიოდა განსაკურნებლად, რომელთაც წმინდანი თავისი ქადაგებით სულიერადაც აწრთობდა საუკუნო ცხოვრებისათვის.
მან მრავალი მოწაფე გაიჩინა, რომელთაც ჭეშმარიტება შეამეცნებინა და სათნოებათა გზაზე დააყენა. სამი მათგანი: პაპა, პატერა და ფილოკირი, წარმართებმა შეიპყრეს, მაგრამ წმინდანის ლოცვით სასწაულებრივად დააღწიეს თავი ტყვეობას.
ერთხელ ზინაიდა თავისი მღვიმიდან გამოვიდა და იქვე ფეხში ეკალი შეერჭო. წმინდანი დაჯდა ეკლის გამოსაღე-ბად და ამ დროს მისი სული წავიდა უფალთან.
მისი და, ფილონილა თუმცა შინ დარჩა, არ ჩამორჩა ზინაიდას სათნოებათა ქმნით. მან განგრძობილი და ფიცხელი მარხვით "განკაფა გვამი თვისი და სამარადისოითა ლოცვითა განაბრწყინვა სული თვისი, რომლისათვისცა სათნოდ ღმრთისად გამოჩნდა". ღმრთისაგან სასწაულმოქმედების მადლი მიიღო და მშვიდად შეისვენა.
ხოლო წმინდა გიორგი მთაწმინდელის "დიდი კურთხევანის" მიხედვით შედგენილი წმინდანთა მოსახსენებლის მიხედვით. წმინდა ზინაიდა და ფილონილა და-ძმა იყო.
დიმიტრი როსტოველის "თვენის" მიხედვით დებმა ერთად დატოვეს სოფელი და როგორც დახელოვნებული მკურნალნი სნეულებს უსასყიდლოდ კურნავდნენ და ჭეშმარიტი ღვთისკენ მოქცევით მათ სულებსაც წამლობდნენ. ნეტარი დედების წმინდა ცხოვრება სათნოეყო უფალს და ისინი მოწამებრივი გვირგვინის ღირსი გახადა: წმინდა ზინაიდა და ფილონილა წარმართებმა ქვებით ჩაქოლეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი