ღირსი თეოფანე, აღმსარებელი და კანონგამომთქმელი (დაახლ. 845) - 11 (24) ოქტომბერი
ღირსი თეოფანე, აღმსარებელი და კანონგამომთქმელი (დაახლ. 845) - 11 (24) ოქტომბერი
წმინდა თეოფანე დაიბადა პალესტინაში 778 წელს, ღვთისმოსავი ქრისტიანების ოჯახში, რომელიც განსაკუთრებით სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა. წმინდა თეოფანემ კარგი განათლება მიიღო და 22 წლისა, თავის უფროს ძმასთან, თეოდორესთან ერთად, წმინდა საბას მონასტერში დასახლდა. მათზე ზრუნვა წმინდა მონაზონ მიქაელს დაავალეს (ხს. 18 დეკემბერს), რომელიც იყო "ფილოსოფოსი ხორციელად და მოღვაწე სულიერად". ის მათ გრამატიკას და ფილოსოფიას ასწავლიდა, ხოლო "თეოფანე და თეოდორე იყვნეს მახვილ და ფრთხილ გონებითა და და ისწავეს ფილოსოფოსობაი უზომოჲ". მამა მიქაელმა ძმები მონაზვნად აღკვეცა. თეოფანე ყველაფრით ჰბაძავდა ძმას და თეოდოროზე არანაკლებ ბრწყინავდა თავმდაბლობითა და მორჩილებით, ასევე სიბრძნითა და წმინდა საგალობლების გამოთქმით. როცა მიქაელი იერუსალიმის საპატრიარქოს სინკელად აირჩიეს (სინკელი - სასულიერო პირი, მრჩეველი და სარწმუნო პატრიარქისა, ანდა ეპისკოპოსისა, რომელსაც შეუძლია ეკლესიის თავი შეცვალოს ზოგიერთ გარემოებისას), ის თავის ორ მოწაფესთან ერთად აღდგომის ტაძრის გვერდით მდებარე ერთ-ერთ მონასტერში დასახლდა (811 წ.). ცოტა მოგვიანებით პატრიარქმა თომამ ორივე ძმას მღვდლად ხელი დაასხა და წმინდა მიქაელთან და მონაზონ იობთან ერთად სულიერი მისიით რომში გააგზავნა.

გზად კონსტანტინოპოლში შეჩერდნენ და ხორას მონასტერში დასახლდნენ, სადაც ჩვეულებისამებრ პალესტინელ მონაზვნებს იღებდნენ ხოლმე. სწორედ ამ დროს გარდაიცვალა იმპერატორი მიქაელ I და სათავეში ლეონ V მოვიდა და მაშინვე ხატთაყვანისმცემელთა დევნა დაიწყო (815 წ.). წმინდა მიქაელი თავის მოწაფეებთან ერთად იმპერატორს ეწვია და უშიშრად მოუწოდეს მართლმადიდებლობას დაბრუნებოდა. საპასუხოდ ლეონმა ოთხივე მონაზონი გააშოლტინა და ციხეში ჩაამწყვდია, რომელსაც ფიალს ეძახდნენ.

საპყრობილეში წმინდანებმა უარი თქვეს ერეტიკოსთა მიერ მიტანილი საკვების ჭამაზე. ისინი მამაცურად შეეწინააღმდეგენ ერეტიკოსი პატრიარქის იოანე გრამატიკოსის მიერ მათი დამორჩილების მცდელობას, მაშინ პატრიარქმა ბერები დაყო. მიქაელი და იობი ფიალის ციხეში დატოვა, ხოლო ძმები კი ბოსფორის შესართავთან მდებარე ციხეში გაგზავნა. ციხის ზედამხედველს კი დაავალა ტყვეებს უხეშად მოქცეოდა და არსებობისთვის აუცილებელი ყველაფერი ჩამოერთვა. დაახლოებით 820 წელს მოკვდა იმერატორი ლეონი და მის ნაცვლად ტახტზე მიქაელ II ავიდა. სიმშვიდე ჩამოვარდა, დევნაც შეწყდა, თეოდორე და თეოფანე გაათავისუფლეს და ნება მისცეს ბოსფორის ევროპულ ნაპირზე მდებარე წმინდა მიქაელისა და სოსთენის სახელობის მონასტერში დასახლებულიყვნენ. მაგრამ 829 წელს, მიქაელის შემდეგ, თეოფილე გამეფდა და მან არნახული მასშტაბით განაახლა ხატთაყვანისმცემელთა დევნა. წმინდა თეოდორე და თეოფანე კონსტანტინოპოლში დაკითხვაზე დაიბარეს, კვლავ აწამეს ისინი მართლმადიდებლური რწმენის ერთგულებისთვის, შემდეგ კი კუნძულ აფუსიაზე გადაასახლეს.

ორი წლის შემდეგ კვლავ გამოიძახეს დაკითხვაზე. წმინდანებმა მშვიდი ტონით აუხსნეს იმპერატორს, რომ ტექსტები, რომლებსაც ის და მისი კარის ღვთისმეტყველები იყენებდნენ ხატთაყვანისცემის წინააღმდეგ, გაყალბებული იყო და რომ წმინდა ხატების თაყვანისცემა ჩვენი განკაცებული უფლის იესო ქრისტესადმი რწმენის აღსარებაა. იმპერატორი საშინლად განრისხდა. ოთხი დღე აწამებდნენ წმინდანებს, შემდეგ კი თეოფილეს ბრძანებით გავარვარებული რკინით შუბლიდან მკერდამდე თორმეტმარცვლიანი იაბიკო დააწერეს (სხვა ვარიანტით: ტექსტი სადგისით და მელნით ამოჩხვლიტეს), რაშიც გამოხატული იყო მათი დასჯის მიზეზი:

"ყველას სურს, მივიდეს ქალაქში (იერუსალიმში), სადაც ღმრთის სიტყვის ყოვლადწმინდა ფეხი დადგმულა ამ სამყაროს განმტკიცებისთვის. ასეთ დიდებულ ადგილას უსჯულო შეცთომილების უკეთურ ჭურჭლად გამოჩნდნენ ესენი, იქ თავისი ურწმუნოებით მრავალგზის ქმნეს საძაგელი და უგუნური საქმენი. ამიტომაც განიდევნენ, როგორც განდგომილნი, დედაქალაქს მოაშურეს, და არ შეწყვიტეს თავიანთი სიშლეგე და ამიტომაც წარწერწერილ იქმნა მათი პირისახე, როგორც ბოროტმოქმედთა დაისაჯნენ და აქედანაც განიდევნენ".

ამაზე წმინდა თეოდორემ და თეოფანემ თქვეს: "ეს შეურაცხყოფა ჩვენთვის უმჯობესია, როდესაც ჩვენს დამახინჯებულ პირისახეს იხილავს მოელვარე ქერუბინი, მოგვერიდება, რადგან მისი მეუფის სადიდებლად შეგვემთხვა ეს და მისი მიმომცევი მახვილი ვერ გაბედავს, დაგვიშალოს სამოთხეში შესვლა".

წმინდა თეოდორეს მიერ იოანე კიზიკიის ეპისკოპოსისადმი გაგზავნილ წერილში, აღნიშნულია, რომ ეს იამბიკო მათ სხეულზე მათმა ავტორმა, ვინმე ქრისტოდულემ ამოწვა. სხვა ცნობით კი ამ ტექსტის ავტორი თვით იმპერატორი თეოფილე იყო.

დასისხლიანებული წმინდა მოწამენი პრეტორიის ციხეში ჩაყარეს, სადაც მათ სანუგეშო წერილი მიიღეს სულიერი მამისგან წმინდა მიქაელისგან და წმინდა მეთოდესაგან (ხს. 14 იანვარს). შემდეგ აღმსარებელნი ნიკომიდიის ყურის ნაპირზე, ბითინიის ქალაქ აპამეაში გადაასახლეს (თანამედროვე მუდანია). აქ ცხოვრებისას ძმებმა ყველა აღაფრთოვანეს, თავიანთი მართალი რწმენით, ასკეზით და მოყვასისადმი გაჩენილი სიყვარულით. სწორედ აქ გარდაიცვალა წმინდა თეოდორე. მიუხედავად მეფის ბრძანებისა, რომ მისი სხეული არ დაემარხათ, წმინდა თეოფილემ ძმა მიწას მიაბარა და პოეტური კანონი შექმნა წმინდა თეოდორეს პატივად. სწორედ ეს კანონია შეტანილი "თვენში" წმინდა თეოდორეს ხსენების დღეს.

იმპერატორ თეოფილეს სიკვდილიდან, რაღაც დროის შემდეგ წმინდა თეოფანე თესალონიკში გადაიყვანეს, სადაც ის თავისი სულიერი დარიგებებით გაბრწყინდა. 842 წელს ღვთისმოშიშმა დედოფალმა თეოდორამ და მისმა ვაჟმა მიქაელმა აღადგინეს წმინდა ხატთა თაყვანისცემა. მაშინ წმინდა თეოფანე სხვა აღმსარებლებთან ერთად გადასახლებიდან საბოლოოდ დაბრუნდა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მეთოდემ ის ნიკეის მიტროპოლიტად დაადგინა. სწორედ ამ ქალაქში წმინდანმა მშვიდობიანად გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წლები. მან ბრძნულად დამწყსო თავისი მრევლი და შექმნა ბევრი კანონი (148 კანონი) და ჰიმნი, რომელთაც დღესაც გალობენ საუფლო დღესასწაულებზე, თუ წმინდანთა დღესასწაულებზე.

წმინდა თეოფანე 845 წლის 11 ოქტომბერს გარდაიცვალა. მისი ძმის, წმინდა თეოდორეს ხსენება 27 დეკემბერსაა. 21 სექტემბერს იხსენიება მათი ხორციელი მამა, რომელიც წმინდა საბას მონასტერში იონას სახელით აღიკვეცა მონაზვნად.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ჩვენ კაცთა ბუნების წესია მოლოდინი საუკეთესო მერმისისა: უსათუოდ ხვალინდელი დღისაგან მოველით რასმე კარგს: ეს გვასულდგმულებს, გვამხნევებს, ძალას გვმატებს, ყოველდღიურ ვარამს გვინელებს გულში და სიცოცხლესაც გვაყვარებს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat