წმინდა გრიგოლ ტურელის მოწმობით, ნეტარი დიონისე იმ შვიდ ეპისკოპოსთაგანი იყო, რომის პაპმა გალიის განსანათლებლად მესამე საუკუნეში რომ წარგზავნა.
წმინდა გატიანე - ტურის ეპისკოპოსი გახდა (ხსენება 18 დეკემბერს), წმინდა ტროფიმე - არლისა (ხსენება 29 დეკემბერს), წმინდა პავლე - ნარბონისა (ხსენება 22 მარტს), წმინდა სატურნინე - ტულუზის (ხსენება 29 ნოემბერს), წმინდა ოსტრე-მუანი - არვენის (ხსენება 1 ნოემბერს), წმინდა მარტიალი - ლიმოჟისა (ხსენება 30 ივნისს), წმინდა დიონისე კი - მცირე დასახლებაში უნდა გამგზავრებულიყო, რომელსაც იმ დროს ლუტეცია ერქვა, - მომავალ პარიზში.
ეს ყველაზე შორეული ქალაქი გახლდათ, თანაც ყველაზე უხეში წარმართულ კულტთა სამფლობელო.
დიონისე და მისი თანამოღვაწენი, რუსტიკე და ელეფთერი, გზად შემხვედრ ყოველ დასახლებას უქადაგებდნენ ქრისტეს და თავიანთ სიტყვას საკვირველი სასწაულებით დაამოწმებდნენ. ნობაში დასახლდა, იქაურმა წარჩინებულმა ქრისტიანმა რომ დაუთმო.
მოკლე ხანში იქაურმა ქრისტიანებმა ფარულად შექმნეს მცირე საძმო.
გალიაში რომის იმპერატორის ჩასვლისთანავე ქრისტიანთა დევნა გაძლიერდა (დაახლოებით, 275 წელი), მორწმუნეთ საზარლად აწამებდნენ და კლავდნენ.
მხცოვანობის მიუხედავად, დიონისე უშიშრად იარებოდა საპყრობილეებში გამომწყვდეულ თანამოძმეთა სანუგეშებლად და განსამტკიცებლად, რის შემდგომაც რუსტიკესა და ელეფთერთან ერთად შეიპყრეს და არაადამიანურად აწამეს.
ჯვარზე გაკრული, მხცოვანი მამა კი კვლავ ქადაგებდა, საკანში შებრუნებულმა კი უკანასკნელად წირა და აღსასრულის წინ თანამოძმენი აზიარა.
როგორც წმინდა გადმოცემა გვამცნობს, წამების შემდგომ, ფეხზე მდგომმა დიონისემ, რომელსაც საკუთარი წარკვეთილი თავი ეპყრა, რამდენიმე კილომეტრიც განვლო და იმ ადგილს მიაღწია, სადაც მოგვიანებით მისივე სახელობის ტაძარი და ქალაქი აშენდა (ფრანგულად - სან-დენი).
საფრანგეთის რევოლუციამდე ეს ტაძარი ფრანგ მეფეთა ძვალთშესალაგი გახლდათ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი