წმინდა ეპისკოპოსები - პელიოსი და ნილოსი, ასევე წარჩინებული ერისკაცები ილია და პატერმუთე წარმოშობით ეგვიპტელები იყვნენ.
მასიმინუსის დევნის დროს თითოეულ მათგანს დასთხარეს მარჯვენა თვალი და თვალის ბუდე ცხელი რკინით დაუშანთეს. მარცხენა ფეხის ძარღვები გადაუჭრეს, მერე კი პალესტინაში ფენოს სპილენძის მაღაროებში სამუშაოდ გააგზავნეს, რაც თავისი პირობებით სიკვდილზე უარესი იყო. გარკვეული დროის მერე, რაც მოწამეებმა მაღაროებში გაატარეს, ნება დართეს, რომ საღვთისმსახურო შენობა აეგოთ, მაგრამ მაღაროებზე მოვიდა იმ ოლქის მმართველი ფირმილიანე, სასტიკი კაცი, რომელიც უმოწყალოდ აწამებდა ქრისტეს მორწმუნეებს. როცა დაინახა, პატიმრებს მცირე თავისუფლება მისცეს, აღშფოთდა, იმპერატორს ცილისმწამებლური წერილი მისწერა, რის მერეც ქრისტიანები დაფანტეს, ერთმანეთს ჩამოაშორეს და უფრო მძიმე სამუშაოზე გაუშვეს. ისინი ვინც ხალხში შედარებით დიდი გავლენით სარგებლობდნენ: პელიოსი, ნილოსი, ილია და განსაკუთრებით პატერმუფე, პალესტინაში რომის გარნიზონის კომენდანტს მიუყვანეს. მან კი მოწამეებს ქრისტეს ღალატი მოსთხოვა და ბოლოს დაწვა მიუსაჯა. ცოტა ხნის შემდეგ 100 ეგვიპტელ მოწამეს თავი მოჰკვეთეს, ხოლო სხვა 50 აღმსარებელი კი ცეცხლში დაწვეს.
.....................................
წმინდა ღირსმოწამენი: პავლე (მოისეევი), არქიმანდრიტი; თეოდოსი (სობოლევი), არქიმანდრიტი; ნიკოდიმოსი (შჩაპკოვი), მღვდელ-მონაზონი; სერაფიმე (კულაკოვი), მღვდელმოწამე (+1918); ღირსმოწამე ირინე (ფროლოვა) (+1931); მოწამე იოანე კოროტკოვი (+1941); ღირსმოწამე ალექსანდრა (ხვოროსტიანიკოვა) (+1943) - 17 (30) სექტემბერი
ამ ახალმოწამეებს მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი