წმინდა დიმიტრი ჰელესპონტის ქალაქ სკეფსისის მმართველი იყო. სწორედ იმ დროს ამ ქალაქში სახარების საქადაგებლად წმინდა კორნილიოს ასისთავი
(ხს. 13 სექტემბერს) ჩავიდა, იგი პირველი წარმართი გახლდათ, რომელიც წმინდა პეტრე მოციქულმა ქრისტეს რწმენაზე მოაქცია. წმიდა კორნილიოსმა თავისი ქადაგებით ქალაქის მრავალი მკვიდრი ქრისტიანი გახადა, რის გამოც წარმართებმა შეიპყრეს და მმართველ დიმიტრის მიჰგვარეს. მმართველი ჯერ სიტყვით დიდხანს ამაოდ ცდილობდა, ჭეშმარიტი ღვთის გმობაზე დაეყოლიებინა უფლის რჩეული, მერე კი აწამა. წმინდა კორნილიოსი მხნედ დაითმენდა სატანჯველს, და დიმიტრის მოუწოდებდა, როგორც გონიერი კაცი, განდგომოდა კერპების თაყვანისცემას და ქრისტე ეწამა. როცა მარტვილი საკერპოში მიიყვანეს, მან ლოცვით დაამო ბომონი მასში მდგარი კერპებიანად. ამან დიმიტრი დაარწმუნა კორნილიოსის ღმერთის ყოვლისშემძლეობაში და მთელი ოჯახით მოინათლა. წარმართებმა ახალმოქცეული ქრისტიანები საპყრობილეში ჩაყარეს და შიმშილით დახოცეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი