წმინდა ია ბეთ-ზაბდას ციხესიმაგრეში ცხოვრობდა, მდინარე ტიგროსის ზედა წელში, მარჯვენა ნაპირზე,
რომის იმპერიის და სპარსეთის საზღვარზე. ქრისტიანი დედაკაცი უკვე ხანდაზმული იყო, როცა სპარსეთის მეფე შაბურ II-მ (309-379) მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, დაიმორჩილა ეს ციხესიმაგრე (362). მან დაანგრია გალავანი, უამრავი მებრძოლი მოწყვიტა და ცხრა ათასი კაცი ტყვედ წაიყვანა, რომელთა შორისაც იყო წმინდა ილიადორი და სხვა მღვდლები, დიაკვნები, მონაზვნები და ღვთისმოშიში ქრისტიანები, წმინდა ია. ისინი ხუზისტანის ოლქში დაასახლეს. წმინდა იამ კარგად იცოდა წმინდა წერილი და კაცთმოყვარეობის გამო ადგილობრივ დედაკაცებს ცხონების გზა ასწავლა. მათ ქმრებს შეეშინდათ, ჩვენმა ცოლებმა ქრისტიანი ტყვე ქალის ქადაგებით ცოლქმრულ მოვალეობათა შესრულებაზე უარი არ თქვანო და მეფესთან დააბეზღეს. შაპურმა ორ ქურუმს წმინდა იას შეპყრობა და წამება უბრძანა იმ შემთხვევაში, თუ ის ცეცხლისა და წყლის თაყვანისცემაზე უარს იტყოდა. წმინდა ია მხნედ დაითმენდა წამებას. მაშინ ქურუმებმა ხუთ მსახურს მისი გაშიშვლება, თოკების ხელ-ფეხზე ჩაბმა და ცემა უბრძანეს. თოკებით სხეული ოთხივე მხარეს დაუჭიმეს და უმოწყალოდ შოლტავდნენ. შემდეგ დაწყლულებული წმინდანი საპყრობილეში ჩააგდეს. ორი თვის მერე დასაკითხად გამოიყვანეს. წმინდანმა მათ უთხრა: "მთელი მონდომებით დავიმარხავ ჩემთვის ბოძებული მადლის ერთგულებას და არაფრის დიდებით არ გავცვლი ჩემს ჭეშმარიტ ღმერთს თქვენს არაფრის მაქნის კერპებში". მერე კი ასკილის ეკლიანი ტოტებით იმდენ ხანს სცემეს, ვიდრე მის გარშემო მიწა არ გადაწითლდა.
მოწამე ციხეში ექვსი თვით გამოამწყვდიეს. მაგრამ ქურუმებმა ვერ გატეხეს მისი ანდამატისებრი სიმტკიცე. მათ წმინდანის სხეულზე წვრილი თოკებით მჭიდროდ მიამაგრეს ცხრა ღერო ლერწამი, და შემდეგ სათითაოდ ამოგლიჯეს ხორცთან ერთად, ისე, რომ მისი შინაგანი ორგანოებიც ჩანდა. ათი დღის შემდეგ წმინდანი წნეხის ქვეშ დააწვინეს. აწამეს, თავი მოჰკვეთეს. შემდეგ კი მისი სხეული სვავების და მტაცებლების საჯიჯგნად გადააგდეს. ქრისტიანებმა წმინდა იას სხეული გამოისყიდეს და პატივით დაკრძალეს. მოგვიანებით წმინდანის სხეული კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, სადაც შემდგომში მის სახელზე მრავალი ტაძარი აშენდა.
მას ხშირად აიგივებენ წმინდა ევდოკიასთან (ხს. 4 აგვისტოს), რომლის "წამებაც" მსგავსია წმინდა იას "მარტვილობისა" და შესაძლოა, მართლაც ერთი და იგივე წმინდანზეა საუბარი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი