წმინდა მოწამე ტატიონე ბითვინიელი იმპერტორ დიოკლეტიანეს მიერ გამოცხადებულ ქრისტიანთა სასტიკ დევნას ემსხვერპლა.
დაახლოებით 303 წელს, აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე იმპერატორმა გამოსცა განკარგულება: "დაინგრეს ქრისტიანთა ტაძრები, დაიწვას წიგნები, ჩამოერთვათ ქრისტიანებს ყველა სამოქალაქო უფლება და თანამდებობა". ნიკომიდიაში უმალ ბრძანების აღსრულებას შეუდგნენ. ზოგიერთი მწერლის მტკიცებით, ნიკომიდიის ტაძარს ზუსტად აღდგომის დღესასწაულის ღამეს წაუკიდეს ცეცხლი და დაახლოებით ოცი ათასი ქრისტიანი ცოცხლად დაწვეს. მაგრამ გალერიუსი არც ამას დასჯერდა - მისი ბრძანებით, გადაწვეს ნიკომიდიის სასახლე და ხმა გაავრცელეს, თითქოს ქრისტიანებს გაეჩაღებინოთ ხანძარი. ბევრი მორწმუნე შეეწირა ამ ცილისწამებას. მალე გამოვიდა მეორე ბრძანებაც: "გამოყენებულ იქნას ყველა ზომა, რათა ქრისტიანები განდგომას დათანხმდნენ; ურჩები სიკვდილით დაისაჯონ!" სწრაფად დაიგზავნა ხელისუფლის ბრძანება იმპერიის ყველა ოლქში. მის მკაცრად შესრულებას აღმოსავლეთში გალერიუსი ითხოვდა, დასავლეთში - ქრისტიანთა მოძულე მაქსიმიანე. საშინელი დევნა გაჩაღდა ეგვიპტეში, სირიაში, პალესტინაში, თებაიდაში, მცირე აზიაში, აფრიკასა და იტალიაში. უზარმაზარი იყო მარტვილთა რიცხვი. ამ რიცხვში იყო წმინდა ტატიონეც. როცა დიოკლეტიანეს ქვეშევრდომმა წარმართებმა შეიტყვეს, რომ ტატიონე ქრისტეს მსასოებელი იყო, შეიპყრეს და ქალაქ კლავდიოპოლში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ტატიონეს შეწყალების სანაცვლოდ ქრისტესგან განდგომა მოსთხოვეს. მტკიცე უარის შემდეგ კი სასტიკად აწამეს. საშინლად ნაწამები წმინდანი, კლავდიოპოლის ქუჩებში თრევით მიჰყავდათ სიკვდილით დასჯის ადგილისკენ. ქრისტეს ერთგულმა აღმსარებელმა ვეღარ გაუძლო და ქალაქის კარიბჭესთან აღესრულა. ეს მოხდა დაახლოებით 305 წელს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი