წმინდა მოწამენი: აღათონიკე, ზოტიკე, თეოპრეპე, აკვინდინე, სევერიანე, ზენონი და სხვანი იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის.
მაქსიმიანე დიოკლეტიანეს თანამმართველი გახლდათ, ის დასავლეთ რომის იმპერიის პროვინციებს მართავდა. მაქსიმიანეც ვერ იტანდა ქრისტიანებს და, როგორც დასავლეთის ერთპიროვნული ხელისუფალი, სასტიკად ავიწროებდა მათ. მაქსიმიანემ დევნა ჯერ ლეგიონებში დაიწყო - დაბეჯითებით მოითხოვა, რომ მეომრებს ღმერთებისა და იმპერატორის პატივსაცემად რიტუალი ჩაეტარებინათ. მაშინ მრავალი ქრისტიანი იძულებული შეიქნა, სამსახური მიეტოვებინა და ბევრიც სიკვდილით დაისაჯა.
წმინდა მოწამე აღათონიკე ცხოვრობდა ნიკომედიაში იმპერატორ მაქსიმიანეს დროს. მან წარმართი ელინები ქრისტეს რჯულზე მოაქცია. ქრისტიანთა მოძულე იმპერატორმა გუბერნატორი ევტოლმიე გაგზავნა პონტოს ქვეყანაში ქრისტიანთა დასასჯელად. გზად გუბერნატორმა გემით შეიარა კარპიმში, სადაც ნახა ღირსი ზოტიკე მოწაფეებთან ერთად. მოწაფეები სიკვდილით დასაჯა, ზოტიკე კი თან წაიყვანა. ნიკომედიაში ჩასულმა მმართველმა აღათონიკეც შეიპყრო. შეპყრობილი ქრისტიანები; ზოტიკე, აღათონიკე, თეოპრეპე, აკვინდინე, სევერიანე, ზენონი და სხვანი ევტოლმიემ თარაკიაში წარუდგინა იმპერატორს. სანამ იმპერატორს წარუდგენდა, გზადაგზა ჩერდებოდა და აწამებდა მათ, ბევრმა მათგანმა ვერც ჩააღწია იმპერატორამდე. მხოლოდ აღათონიკე ეწამა რომის უმაღლესი ხელისუფლის თვალწინ.
ტროპარი:
მოწამეთა შენთა, უფალო, ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
კონდაკი:
გონება კეთილი მოიგე, ღვთივ-განბრძნობილო, და ყოვლად ურწმუნონი კაცნი მოაქციენ სარწმუნოებად, და არა შეუშინდი სატანჯველსა, აღათონიკე დიდებულო, ვინაცა მკვიდრ იქმენ კეთილთა და მიიღენ ვნებულთა შენთა თანა ღირსად გვირგვინი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი