წმინდა მოწამენი: ფოტიოსი და ანიკიტე (+305-306) - 12 (25) აგვისტო
წმინდა მოწამენი: ფოტიოსი და ანიკიტე (+305-306) - 12 (25) აგვისტო
ბითინიის ოლქის ქალაქ ნიკომიდიაში უსჯულო მეფე დიოკლეტიანემ ქრისტიანებს დევნა დაუწყო. ქალაქის ცენტრში მოატანინა საწამებელი იარაღები, გამზადებული ჰყავდა მხეცებიც ადამიანთა დასაგლეჯად. თითქოს ეს საკმარისი არ იყო, მთელ იმპერიაში გაავრცელა ქრისტიანთა დევნისა და დახოცვის ბრძანება.

ამ დროს ნიკომიდიაში ცხოვრობდა ერთი კეთილშობილი და ცნობილი კომიტი ანიკიტე. საღმრთო შურით ავსებული გამოცხადდა მეფის წინაშე და უშიშრად აღიარა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად. წმინდა ანიკიტემ ხატოვნად მოუთხრო მეფეს ჩვენისა ცხონებისთვის მაცხოვრის განკაცებაზე. ამავე დროს დასცინოდა უსულო კერპებს და მათ თაყვანისმცემლებს, ბოლოს მეფეს ამგვარი სიტყვებით მიმართა: "მეფეო, ქრისტიანების წინააღმედეგ შენ მიერ გამზადებული სატანჯველნი, ჩვენ არაფრად მიგვაჩნია და არ გვაშინებს: ჩვენ არასოდეს არ ვცემთ თაყვანს უსულო კერპებს".

განრისხებულ მეფეს აღარ ძალუძდა წმინდა ანიკიტეს ღვთივშთაგონებული სიტყვების მოსმენა და მისი ბრძანებით წმინდანს მაშინათვე ენა მოჰკვეთეს. მაგრამ, ის ამის მერეც გარკვევით საუბრობდა და ადიდებდა ქრისტე ღმერთს. მაშინ მას იმპერატორის ბრძანებით ხარის ძარღვით იმდენ ხანს სცემეს, ძვლები ხორცთაგან გაუშიშვლდა. მაგრამ წმინდა ანიკიტე, თითქოს სხვას აწამებენო, მხნედ დაითმენდა ტანჯვას და იქ მყოფ ხალხს ხმამაღლა უქადაგებდა, რომ ქრისტე არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. მაშინ დიოკლეტიანეს ბრძანებით, წმინდანი მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად. უზარმაზარი მძვინვარე ლომი ღრიალით მიუახლოვდა წმინდანს და მის წინ უმანკო ბატკნად გადაიქცა. ის ეალერსებოდა ანიკიტეს და წმინდანის გაოფლიანებულ სხეულს თათით ღრუბელივით ამშრალებდა. წმინდა ანიკიტე კი ხმამაღლა ადიდებდა ღმერთს, მადლობდა და შეწევნას შესთხოვდა, რათა ეძლია ჯალათის მძვინვარებისთვის და მოწამის გვირგვინი მიეღო.

წმინდანის ლოცვის მერე მიწა იძრა და ჰერკულესის საკერპო კერპებთან ერთად დაინგრა. დაიქცა ქალაქის გალავნის ნაწილიც. მაშინ დიოკლეტიანემ ბრძანა მისთვის თავი მოეკვეთათ. მაგრამ ჯალათი, რომელმაც მახვილი მოუღერა, თვითონვე უგონოდ დაეცა მიწაზე. მეფემ ახალი სატანჯველი მოიგონა, წმინდანი ბორბალზე ეწამებინათ, ქვეშ კი ცეცხლი შეენთოთ. ბორბალზე გაკრულმა ანიკიტემ უფალს შესთხოვა:

- უფალო იესო ქრისტე, აქ მყოფთათვის განმათავისუფლე სატანჯველთაგან, რათა ისინი როცა იხილავენ თუ როგორ სწრაფად შეეწევი შენს მოშიშთ, შეძლონ უფრო მხნედ შეეწინააღმდეგონ ჯალათს და მოწამის გვირგვინი მიიღონ.

მაშინვე წმინდა ანიკიტეს ბორკილები შემოეხსნა, ბორბალი გაჩერდა და ცეცხლი ჩაქრა. მაშინ ჯალათმა ბრძანა წმინდა ანიკიტა ადუღებულ ზეთიან ქვაბში ჩაეგდოთ. ყველამ დაინახა, თუ როგორ ჩავიდა უფლის ანგელოზი ანიკიტესთან ერთად ადუღებულ ზეთში და ქვაბი იმწამსვე გაგრილდა, ზეთი გაიყინა.

წმინდა ანიკიტეს ნათესავმა, რომელსაც ფოტიოსი ერქვა, ხედავდა რა მის ღვაწლს, და უფლის ძალას, უკუაგდო შიში, წამების მაყურებელ ხალხს გამოეყო, მივიდა წმინდანთან, მოეხვია და ეამბორა, და უთხრა, - ჩემი მამა და ცხონების შუამდგომელი ხარო. შემდეგ კი მეფეს მიუბრუნდა და უთხრა:

- შეგრცხვეს კერპთაყვანისმცემელო! შენი ღმერთები არაფერია.

მაშინ განრისხებულმა დიოკლეტიანემ ჯარისკაცებს უყვირა: მახვილით განგმირეთო.

მაგრამ როცა ერთმა ჯარისკაცმა მახვილი იშიშვლა, რათა მოწამესათვის დაერტყა, ღვთის ძალამ შემოაბრუნა, მუხლებზე დასცა და მკვდარი დავარდა მიწაზე. ამის მერე ანიკიტე და ფოტიოსი რკინის ჯაჭვებით შეკრეს და ორივე ციხეში ჩაყარეს. სამი დღის შემდეგ დიოკლეტიანემ მათ ისევ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა შესთავაზა. მაგრამ წმინდანებმა უარი უთხრეს. გამძვინვარებულმა დიოკლეტიანემ ბრძანა ისინი საჯალათო მანქანაზე დაეკიდათ, რკინის ბრჭყალებით სხეული დაესერათ, და მერე ჭრილობები ცეცხლით მოეწვათ, ბოლოს კი ქვები დაეშინათ. წმინდანები ამ სატანჯველს სიხარულით დაითმენდნენ და მადლობდნენ ღმერთს, რადგან ღვთის ნებით ისინი ტკივილს ვერ გრძნობდნენ და უვნებელნი რჩებოდნენ. მერე კი ისინი ფეხებით გაუხედნავ ცხენებზე მიაბეს და მიწაზე ათრიეს. მაგრამ ამგვარი წამებითაც ვერაფერს მიაღწია ჯალათმა, ბოლოს ცხენები გაჩერდნენ და წმინდანებს ფეხებზე მობმული თოკები შეეხსნათ და ფეხზე საღსალამათნი წამოდგნენ. შემდეგ მათ კვლავ სასტიკად ცემეს და ჭრილობებზე მარილგარეულ ძმარს ასხამდნენ, შემდეგ კვლავ ციხეში ჩაყარეს, სადაც სამი წელი გაატარეს. მერე კი დიოკლეტიანეს ბრძანებით ქვის სახალხო აბანო გაახურეს, ცივი წყალი გადაუკეტეს და წმინდანები შიგ შეყარეს. კარები ჩარაზეს. მესამე დღეს გააღეს აბანო და მოწამეებს ვერაფერი დააკლეს. გაოცებულმა დარაჯებმა მეფეს შეატყობინეს, დიოკლეტიანე აბანოსთან მივიდა. წმინდანებმა მეფე რომ დაინახეს, უთხრეს:

- ჯალათო, ხედავ ყველა სატანჯველიდან გამარჯებულნი გამოვედით, ხოლო შენ დამარცხდი და შერცხვიო.

მეფე შერცხვენილი დაბრუნდა შინ. მოწამენი ისევ ბორკილდადებულნი საპყრობილეში დააბრუნა. მეფემ ახალი სასჯელი მოიგონა. მან უზარმაზარი ღუმელი მოამზადებინა, რომელიც რკინის ოთხ ბოძზე იდგა. ამ ღუმელში უამრავი ადამიანი დაეტეოდა. გაახურებინა იგი და მასში ორ წმინდა მოწამესთან ერთად სხვა ქრისტიანებიც შეაყრევინა, ვინც კი იპოვეს. ბევრი ქრისტიანი არ დაელოდა, როდის მიადგებოდნენ მათ წარმართები, ცოლ-შვილთან ერთად გამოცხადნენ და აღიარეს: ქრისტიანები ვართ და ერთ ღმერთს ვაღიარებთო!

ღუმელში ჯერ წმინდა ანიკიტე და წმინდა ფოტიოსი შევიდა, ხოლო შემდეგ უამრავი ქრისტიანი მიჰყვა. ისინი ლოცვით ხელებაპყრობილნი წავიდნენ უფალთან. ამ ლოცვისას წმინდა ანიკიტე და ფოტიოსი სამი საათის განმავლობაში ცოცხლები დარჩნენ, შემდეგ კი ილოცეს და სული თვისი ჩააბარეს უფალს. როცა ღუმელი განელდა და იქიდან მსახურებმა წმინდანების სხეულები გამოიღეს, აღმოჩნდა, რომ მათთვის ცეცხლს თმაც კი ვერ შეუტრუსა. წმინდანები ეწამნენ 305 ან 306 წელს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat