წმინდა მოწამე პონტიოს რომაელი (+257) - 05 (18) აგვისტო
წმინდა მოწამე პონტიოს რომაელი (+257) - 05 (18) აგვისტო
რომს ერთი წარჩინებული და დიდად პატივცემული სენატორი ცხოვრობდა, სახელად - მარკოზი, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე არ ეძლეოდა შვილი, რაც ძლიერ ტანჯავდა.

ქორწინებიდან ოცდამეორე წელიწადს მისმა მეუღლემ, იულიამ, იგრძნო, რომ ორსულად იყო და დიდად განიხარა.

მუცლადღებიდან მეხუთე თვეს, როდესაც მეუღლეები მოსალოცად წარმართულ სამსხვერპლოს ეწვივნენ, თავზე გვირგვინდადგმულმა ქურუმმა უეცრად ლოცვა შეწყვიტა, გვირგვინი ჩამოიგლიჯა, ფეხქვეშ გაიგდო და მწარედ აღრიალდა:

- ეს ქალი მუცლით იმას ატარებს, ვინც ამ დიდებულ ტაძარს დააქცევს და ღმერთებსაც ნაცრად აქცევსო!

თავზარდაცემული ცოლ-ქმარი იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა, იულია კი იმდენად შეშინდა, შინ მიბრუნებულმა მუცელში ქვის ცემა იწყო:

- მიჯობს, მასთან ერთად მოვკვდე, ვიდრე ეს აღსრულდესო!

ყველას ეგონა, ბავშვი მკვდარი დაიბადებოდა, თუმცა, იულიამ სრულიად ჯანმრთელი ვაჟი გააჩინა.

ქალს სურდა, ჩვილისთვის სიცოცხლე მოესწრაფებინა, მაგრამ მარკოზმა ამ სიტყვებით შეაჩერა, - თუ ღმერთს უნდა, მტერს თავადვე გაუსწორდება, შვილს საკუთარი ხელით ხომ არ მოვკლავთო?

ახლადშობილს პონტიოსი დაარქვეს, რომ წამოიზარდა, სასწავლებელში მიაბარეს, წარმართულ ტაძარს კი ახლოსაც არ აკარებდნენ.

პონტიოსს კი წლებთან ერთად ემატებოდა სიბრძნე, ძალზე ახალგაზრდას უკვე ფილოსოფოსად იხსენიებდნენ, მისი ბრწყინვალე გონება კი მსწრაფლ წარემატა ყოველ მეცნიერებაში.

ერთ დილით, მასწავლებელთან მიმავალს ქრისტიანთა სახლიდან ფსალმუნთგალობა ესმა, მიაყურადა და ეს სიტყვები გაარჩია: "ხოლო ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაიცა უნდა, ქმნა. კერპნი წარმართთანი ოქროისანი და ვერცხლისანი, ქმნულნი ხელთა კაცთანი; პირ ათქს და არა იტყუიან, თუალ ასხენ და არა ხედუენ, ყურ ასხენ და არა ესმის, ცხუირ ასხენ და არა იყნოსენ, ხელ ასხენ და არა განიხილვენ, ფერხ ასხენ და არა ვლენან, არცაღა ხმობენ ხორხითა მათითა. ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ" (ფს. 113: 11-16).

პონტიოსი უნებურად შეჩერდა, ამ სიტყვებმა დააფიქრა, ღრმად ამოისუნთქა, სულიწმიდით შეძრულს თვალთაგან ცრემლი წამოსცვივდა და ხელაპყრობილმა ზეცას შეჰღაღადა:

- ღმერთო, რომლის სადიდებელსაც ახლა ვისმენ, მომეც ნება, რომ შეგიმეცნო!

შემდეგ კარს მიადგა და მიუკაკუნა.

იქ მყოფთ ფანჯრიდან იხილეს პონტიოსი და პაპს ამცნეს, - ვიღაც ყმაწვილი აკაკუნებსო.

პაპმა კი, რომელსაც სულიწმიდით ეუწყა, თუ ვინ ესტუმრა, თქვა:

- წადით და განუღეთ კარი, რამეთუ მისნაირებისაა ცათა სასუფეველი!

პონტიოსი მეგობართან - ვალერისთან (სწორედ მან აღწერა მოგვიანებით წმინდა პონტიოსის ცხოვრება) ერთად შევიდა სახლში.

ნეტარი ღვთისმსახურების ბოლომდე ოთახის კუთხეს შეეფარა, შემდეგ კი პაპ პონტიანეს მიუახლოვდა და მხურვალედ შესთხოვა, ფსალმუნის ის სიტყვები განემარტა, რომელიც ისმინა.

- შვილო, ვხედავ, ღმერთმა გული განგინათლა, დაფიქრდი და იხილე, თუ რისგან არიან ქმნულნი კერპნი? განა შეუძლია მიწისაგან შექმნილს, რომელნიც მტვრად ქცევისათვისაა განწირული, ღმერთი იყოს?

პონტიოსი დაეთანხმა.

პონტიანემ საკვირველ ჭაბუკს ხელი მოჰკიდა და სურდა, გვერდით მოესვა, მაგრამ ჭაბუკმა უთხრა:

- თუ ჩვენს მასწავლებელთ, უმნიშვნელო საგნებში რომ გვწვრთნიან, ასერიგად ვეკრძალვი, მაშ, რაოდენი რიდი მმართებს იმის წინაშე, ვინაც ჭეშმარიტ გზაზე დამაყენა და ბნელის ნაცვლად ნათელს მაზიარა!

- უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ გვიბრძანა: "დაადგერით თქუენ ჩემთანა, და მე თქუენ თანა: ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ჴელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თჳსით, უკუეთუ არა ეგოს ვენაჴსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკეთუ არა დაადგრეთ ჩემთანა" (იოანე, 15: 4-5).

მშობლები გყავთ? - ჰკითხა წმინდა მოხუცმა.

- დედა ერთი წლის წინ დავკარგე, მამა კი ცოცხალია,

- ქრისტიანია თუ წარმართი?

- წარმართი გახლავთ,

- უფალმა, რომელმან ყოველგვარი შეგონების გარეშე განგანათლა, მამაშენსაც შენი წყალობით მოაქცევს, შენ კი ნათელ იღე, რომ საუკუნო სატანჯველს განერიდო!

კიდევ სამი საათის მანძილზე ჰმოძღვრიდა წმინდა მამა პონტიანეს და ვალერის, ნათლობისთვის მოამზადა და გაის¬ტუმრა. ამ დღის შემდგომ ყმაწვილნი ყოველდღიურად აკითხავდნენ პონტიანეს და მისგან საღვთო სიტყვით აღივსებოდნენ.

ერთხელ პონტიოსს მამა დაეკითხა:

- შვილო ჩემო, ახალი რა შეიმეცნე მასწავლებელთაგან?

- მთელი ამ წლების მანძილზე მათგან ისეთი არაფერი მისწავლია, რაც უკანასკნელ ხანს ვისწავლე. მრავალთაგან გამიგია, რომ ღმერთები, რომელთაც პატივს მივაგებთ, ამაონი არიან. განა ოდესმე გინახავს, რომელიმე მათგანს უმცირესი ძალა მაინც გამოევლინოს?

- არასოდეს,

- მაშ, მსხვერპლი რაღად უნდა შევწიროთ, ან გუნდრუკი ვუკმიოთ?

მისმა ნათქვამმა მარკოზი ისე გააცოფა, შვილს მახვილი მოუღერა, შემდეგ დამშვიდდა და იკითხა:

- დანარჩენთ, ვინც ღმერთებს პატივს მიაგებენ, ჩვენ ხომ არ გამოვაკლდებით?

- მამა, ქალაქში მრავალნი არიან, ვინც ჭეშმარტ ღმერთს ესავს და შესაბამის პატივსაც მიაგებს,

- სად შეიძლება მათი პოვნა?

- თუ გსურთ, იმ კაცს მოგიყვანთ, ვინც ყველაფერში გაგარკვევთ!

მარკოზი დათანხმდა, მალე კი წმინდა პონტიანეს, პონტიოსის და ვალერისთან ერთად შინ ყველა კერპი მოსრა, შემდეგ კი - მთელი სახლეულითურთ ნათელ იღო.

მარკოზს დიდხანს აღარ უცოცხლია, - ამ ამბებიდან მცირე ხანში ღვთივ განისვენა. იმ დროისათვის პონტიოსს 20 წელი შეუსრულდა.

მამის გარდაცვალების შემდეგ იმპერატორმა ალექსანდრე სევერუსმა (222-235 წლები) პონტიოსი მამის ადგილას, - სენატორად დანიშნა. სენატში და იმპერატორის გარემოცვაში პონტიოსი საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა.

იმპერატორ ალექსანდრეს მემკვიდრის, - მაქსიმინეს (235-238 წლები) ზეობისას პაპმა პონტიანემ მოწამებრივად დაასრულა სიცოცხლე (+235 წელს).

რომის ეკლესიის მესაჭედ მღვდელმთავარი ანთვირე აირჩიეს, რომელმაც მალე თავისი წინამორბედის ხვედრი გაიზიარა - მარტვილობით აღესრულა ქრისტესთვის (+236 წელი).
ნეტარი მღვდელმოწამის ტახტზე წმინდა ფაბიოსი აღსაყდრდა. ეკლესიის ნეტარ წინამძღვარს მისგან შვილივით შეყვარებულმა პონტიოსმა მთელი ქონება გლახაკთა საჭიროებისათვის გადასცა.

238 წელს უსჯულო მაქსიმინე გარდაიცვალა და გორდიანე III (238-244 წლები) გაიმპერატორდა და ქრისტიანთა დევნაც შეწყდა. მისმა მემკვიდრემ, იმპერატორმა ფილიპემ (244-249 წლები) კი წმინდა პონტიოსის საუბრებისა და ქადაგების გავლენით ირწმუნა ქრისტე და შვილთან, თანამმართველ ფილიპესთან ერთად, ნათელ იღო.

იმპერატორის თანხმობით, წმინდა პონტიოსმა და მღვდელმთავარმა ფაბიოსმა წარმართულ სამსხვერპლოში იუპიტერის კერპი შემუსრეს და მის ნაცვლად მართლმადიდებლური ტაძარი აღმართეს.

განა ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს ის სიხარული, რაც ამ ამბებმა ქრისტიანთა გულებს მიაგო? ოთხი წლის მანძილზე ეკლესიაში მშვიდობა სუფევდა და ახდა წარმართი ქურუმის წინასწარმეტყველება, ჯერ კიდევ მუცლად მყოფ პონტიანეს ხელით წარმართული ტაძრისა და ბომონთა დაქცევა რომ იწინასწარმეტყველა: - პონტიოსმა, სხვა ქრისტიანებთან ერთად დააქცია ბომონნი, მრავალი წარმართული სამსხვერპლო, მათ ნაცვლად კი - ქრისტიანული სალოცავნი აღმართა. იმ დროს მრავალმა ირწმუნა ქრისტე.

უფალმა, რომელსაც თავისი ეკლესიის, ვითარცა - ოქროს, გამოხურვება სურდა, კვლავ დაუშვა მისი დევნა, - მოკლე ხანში უსჯულო დეციუსი (249-251 წლები) გაიმპერატორდა, რომელმაც შეთქმულება მოაწყო და იმპერატორი ფილიპე და მისი ძე სიცოცხლეს გამოასალმა.

სწორედ ამ ჟამს ეწამა მღვდელმთავარი ფაბიოსი (+250 წელი), წმინდა პონტიოსი კი რომშივე მიიმალა, თუმცა, წარმართნი მას განსაკუთრებული გულმოდგინებით დაეძებდნენ, ამიტომ ერთ ღამეს იქაურობას გაეცალა და ალპების სიახლოვეს, გალიის საზღვართან მდებარე ქალაქ კიმელას შეეფარა.

ამასობაში დეციუსი გარდაიცვალა, ტახტი კი ვალერიანემ (253-259 წლები) დაიკავა, რომელმაც ქვეყნის ყველა კუთხეში დაგზავნა ჯალათები ბრძანებით, მოეძებნათ და ამოეჟლიტათ ყველა ქრისტიანი.


ამ მიზნით კიმელაში ჩავიდნენ კლავდიუსი და ანაბიუსი. უპირველესად, ნეტარი პონტიოსი შეიპყრეს და უსჯულო სამსჯავროს წარუდგინეს:

- შენ ის პონტიოსი არ ხარ, ჩვენი იმპერატორები ჯადო¬ქრობით რომ მოხიბლე და რომში ამბოხი მოაწყვე?
- არავინ მომიხიბლავს, ჭეშმარიტ ღმერთამდე ისინი მივიყვანე, ვისი მოქცევაც შევძელი.

- თუ ჩვენს ღმერთებს მსხვერპლს არ შესწირავ, შენი დიდგვაროვნება არ გიშველის, ისევე ეწამები, როგორც სხვები, - დაემუქრა იგემონი.

- თუ ჩემი მეუფის, ქრისტეს გამო ამქვეყნიურ სამშობლოს დავთმობ, მარადიულს შევიძენ, ხოლო თუ წარმავალ სიკეთეებს უარვყოფ, მარადიულს შევიძენ!

- შენ ოდენ ის გევალება, ღმერთებს მსხვერპლი შესწირო, თუ არა, საშინელი ტანჯვა გელის!

- ქრისტიანი ვარ და ამას არასოდეს ვიქმ! - უპასუხა ნეტარმა.

მაშინ, სანამ პონტიოსის შეპყრობის შესახებ იმპერატორს მოახსენებდნენ, კლავდიუსმა და ანაბიუსმა წმინდანს ბორკილები დაადეს და ბნელ ჯურღმულს უკრეს თავი.

იმპერატორის პასუხის შემდგომ, რომელიც მათ პონტიოსზე სრულ ძალაუფლებას ანიჭებდა, ნეტარს კვლავ სამსჯავროზე უხმეს და უბრძანეს:

- ისმინე იმპერატორთა, - ჩვენი მეუფეების სიტყვა, ნუ ჯიუტობ და ღმერთებს მსხვერპლი შესწირე, თუ არა, წამებით სიკვდილი გელის!

- ჩემი მეუფე ოდენ ქრისტეა, რომელიც მარად ჩემთანაა!

- მიკვირს, შენისთანა განათლებული და გონიერი კაცი ასეთ სიმწირეს როგორ ეწია? როგორც ამბობენ, თქვენი ღმერთი, პილატემ სიკვდილი რომ მიუსაჯა, ასეთივე ღატაკი და უბრალო იყო. განა არ გიჯობს, ჩვენ დაგვმორჩილდე?!

- მე კი ის მიკვირს, შენისთანა გონიერი ადამიანი ისეთმა სიშლეგემ როგორ შეიპყრო, რომ ბედავ და ცისა და ქვეყნის შემოქმედს უძლურს უწოდებ, მას, ვინაც ჩვენი ხსნისათვის განხორციელდა, ვისაც ანგელოზნი ადიდებენ, ვინაც ჩვენი ხსნისთვის დაითმინა ჯვარცმა და სიკვდილი და მესამესა დღესა აღდგა. თუ გულისხმასჰყოფდი და მის ნათელს ეზიარებოდი, იმ სიბნელეს დააღწევდი თავს, შენი ღმერთებიანად რომ ჰგიებ, უფრო ზუსტად, - ეშმაკებიანად, დაღუპვისკენ რომ გეზიდებიან!

- ახლავე მოიტანეთ საწამებელი იარაღნი, - იღრიალა ვალერიანემ, - რათა ყველამ იხილოს, რა ძალუძს ამის ღმერთს! მუხის ხეზე გააკარით და მთელი ძალით, დაჭიმეთ, რომ ტკივილი იგრძნოს და ვნახოთ, როგორ დაიხსნის მათი ღმერთი!

- მაწამე და იხილავ მის ძალას, - ჩემს სხეულს არაფერი შეეხება, - პასუხობდა პონტიოსი.

მართლაც, როგორც კი მსახურები ნეტარის საწამებელ ძელზე გაკვრას შეეცადნენ, იარაღი მტვრად იქცა, ჯალათები კი მკვდრებივით განერთხნენ მიწას.

- ახლა რაღას იტყვი, უსჯულოვ, ხომ დარწმუნდი, თუ როგორ იცავს ქრისტე თავის ერთგულთ?!

- გაშლეგებულმა იმპერატორმა აღარ უწყოდა, რა ეთქვა და ბრძანა, დამშეული დათვებისთვის მიეგდოთ პონტიოსი.

მაგრამ დათვები მეომრებს მიუბრუნდნენ და ისინი და¬გლიჯეს, პონტიოსს კი არც მიეკარნენ.

- ერთ არს ღმერთი, ღმერთი ქრისტიანეთა, რომელსაც პონტიოსი აღიარებს! - იხუვლა ხალხმა.

ვალერიანეს ბრძანებით, ხელ-ფეხშეკრული პონტიოსის გარშემო ჯალათებმა დიდი კოცონი დააგზნეს. ყველას ეგონა, რომ მისგან მხოლოდ ნაცარი დარჩებოდა, მაგრამ ცეცხლი ისე ჩაქრა, პონტიოსის სამოსსაც კი არ შეხებია.

ამის მხილველმა ხალხმა კვლავ იხუვლა:

- დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთა!

სირცხვილნაჭამმა იმპერატორმა კი ნეტარს მიმართა:

- ნუ გაგაამაყებს შენი დროებითი გამარჯვება, რადგან უარესი გელის, ახლა კი წადი და აპოლონის ტაძარში მსხვერპლი შესწირე!

- ჩემს უფალს მსხვერპლად ჩემივე სხეულს ვწირავ, რომელიც წარმართული სისაძაგლისაგან წმინდად დავიცავ, თქვენ კი, ქრისტიანთა უსამართლო დევნისათვის მალე ღვთის დიდი სასჯელი გელით!

მაშინ იქ მყოფმა აღშფოთებულმა იუდეველებმა იღრიალეს: - მოკალით ჩქარა ეს ჯადოქარიო.

პონტიოსს მოაგონდა, თუ როგორ გასძახოდა ქრისტეს ჯვარცმის მოსურნე ბრბო პილატეს: "ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე!" და ჰმადლობდა უფალს.

ვალერიანეს ბრძანებით, წმინდა აღმსარებელს თავის მოკვეთა განუჩინეს. განაჩენი ქალაქგარეთ მოიყვანეს სისრულეში (+257 წელს).

მარტვილის ნეშტი მისმა მეგობარმა, ვალერიანემ სიკვდილით დასჯის ადგილზე მიაბარა მიწას. მოგვიანებით წმინდა ცხედარი კიმელას მახლობლად მდებარე ქალაქ ნიცაში გადაასვენეს.

ამ ამბებიდან მცირე ხანში, როგორც ნეტარმა იწინასწარმეტყველა, მის ჯალათთ ღვთის რისხვა ეწია: - ვალერიანე სპარსელებთან ომისას ტყვედ ჩავარდა და მეფე საპორისაგან ყოველდღიურად დაითმენდა სასტიკ შეურაცხყოფას და ტანჯვას, პონტიოსის ჯალათნი, - კლავდიუსი და ანაბიუსი, ჭკუიდან შეიშალნენ, - როგორც კი ნეტარს თავი მოჰკვეთეს, კლავდიუსმა საკუთარი ენა მოიკვნიტა, ანაბიუსს კი თვალები ბუდიდან გადმოსცვივდა და ღაწვებზე დაეკიდა, მალე კი სი-ცოცხლე ორივემ თვითმკვლელობით დაასრულა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat