წმინდა მოწამეები: იულიანე (II), ევსტათი ანკვირელი (+316) და აკაკი (+321) - 28 ივლისი (10 აგვისტო)
წმინდა მოწამეები: იულიანე (II), ევსტათი ანკვირელი (+316) და აკაკი (+321) - 28 ივლისი (10 აგვისტო)
ძველი სტილით 28 ივლისს (10 აგვისტოს) ეკლესია სხვადასხვა დროს და ადგილას წამებულ სამ ქრისტეს ტარიგს იხსენიებს. ესენი არიან: წმინდა მოწამე აკაკი აპამეელი (321), წმინდა ევსტათი ანკვირელი (316) და წმინდა მოწამე იულიანე (II).

წმინდა მოწამე აკაკი აპამეელი კონსტანტინე დიდის თანამმართველის, იმპერატორ ლიცინიუსის (307-324) ზეობისას ეწამა უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ერთგულების გამო. ლიცინიუსი სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. მან თავის, აღმოსავლეთის ოლქში გამოსცა კანონი, რომელიც წამებით სიკვდილს უქადდა ყველას, ვინც კერპებს არ სცემდა თაყვანს.

წმინდა მოწამე აკაკი ქრისტეს აღსარებისთვის შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. მმართველი ამაოდ ცდილობდა, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინა იგი. ლიცინიუსმა სასტიკად აწამა აკაკი. შემდეგ კი მმართველ ტერენტიუსთან გაგზავნა. ამ უკანასკნელის ბრძანებით, ნეტარი ადუღებული კუპრითა და ქონით სავსე ქვაბში ჩააგდეს, საიდანაც იგი სრულიად უვნებელი ამოვიდა. წმინდანი წარმართულ ტაძარში შეიყვანეს, მაგრამ მისი ლოცვით შიგ აღმართული ყველა კერპი შეიმუსრა, უფლის რჩეული მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ნეტარს არც ნადირებმა დააკარეს პირი. ამის შემდეგ ქრისტეს ტარიგი გახურებულ ღუმელში შეაგდეს და, როცა, ყველას გასაოცრად, არც ახლა დაუშავდა რამე, მმართველი თავად მიუახლოვდა ქურას იმის გასარკვევად, საკმარისად იყო თუ არა იგი გახურებული. უფალმა, რომელიც მადლის საბურველით იფარავდა თავის რჩეულს, უსჯულოს რისხვა დაატეხა თავს: მას, დაფუფქულს, იქვე აღმოხდა სული. მაშინ წმინდა აკაკი ვინმე პოსიდონიუსს გადასცეს საწამებლად, რომელმაც მძიმე ბორკილები დაადო და ქალაქ მილეტში გაგზავნა. ღვთის სათნომყოფელმა ლოცვის ძალით აქაც შემუსრა კერპები. ბოლოს გაავებულმა მტარვალებმა აკაკის თავი მოჰკვეთეს (+დაახლ.321). ხუცესმა ლეონტიმ მისი წმინდა ნეშტი ქალაქ სინადში (მცირე აზია) მიაბარა მიწას.

წმინდა ევსტათის ქალაქ ანკვირის მმართველმა ქრისტიანობის გამო მოჰკვეთა თავი დაახლოებით 316 წელს. ევსტათი ქალაქ ანკვირში ცხოვრობდა. იგი მხედარი იყო. ქრისტეს აღიარებისთვის ევსტათი შეიპყრეს და ქალაქის მმართველს მიჰგვარეს დაკითხვაზე. ქრისტიანმა მხედარმა თამამად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ქრისტეს სიყვარულისა და მტკიცე რწმენის გამო ევსტათის მრავალი ტანჯვა-წამება დაატყდა თავს. ნეტარი დაუნდობლად გვემეს, ქუსლები გაუბურღეს, ბაწრით შეკრული მიათრიეს მდინარე სანგარის ნაპირამდე. აქ ევსტათი ხის ყუთში ჩაჭედეს და ზღვაში მოისროლეს, მაგრამ უფლის ანგელოზმა კიდობანი ნაპირზე გამორიყა. ამ სასწაულით შეძრწუნებულმა მმართველმა თავი დამარცხებულად იგრძნო, იძრო მახვილი და მოისწრაფა სიცოცხლე. ნეტარი ევსტათი გაბრწყინებული სუ¬ლით შეერთო უფალს. მარტვილის წმინდა ნაწილები ქალაქ ანკვირიაში დაკრძალეს.

წმინდა მოწამე იულიანე ანტონინუს პიუსის (138-161) მეფობის დროს ეწამა იტალიაში, კამპანიის პროვინციაში. მმართველმა ფლაბიანემ განკარგულება გასცა, მოეძებნათ ქრისტიანები და მის წინაშე წარედგინათ. სწორედ ამ დროს ჩავიდა იქ დალმაციიდან ქრისტიანი ჭაბუკი იულიანე და შემხვედრ მეომრებს თბილად მიესალმა: "მშვიდობა თქვენდა, ძმებო!" პასუხად სადაურობა და აღმსარებლობა გამოჰკითხეს ნეტარს. მაცხოვრის სახელისთვის წამებისა და სიკვდილის მაძიებელმა ყმაწვილმაც დაუფარავად აღიარა ქრისტე. მხედრები გააოცა მისმა ვაჟკაცობამ, მაგრამ მაინც შეიპყრეს და მმართველს მიჰგვარეს, თან ეუბნებოდნენ: "ვნახოთ, მართლა გინდა კი ჯვარცმულისთვის სიკვდილი?!"

იულიანე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, სატანჯველის ბოლომდე დათმენის უნარი მიემადლებინა მისთვის. წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა შესმენილ იქნა და ზეგარდმო გაისმა: "ნუ გეშინინ, იულიანე, მე შენთან ვიქნები და მოგანიჭებ ძალას და მხნეობას!" ნეტარი ჭაბუკი დილეგში ჩააგდეს და შვიდი დღე უჭმელ-უსმელი ამყოფეს. უფლის ანგელოზი უზიდავდა საზრდელს და განამტკიცებდა აღმსარებელს.
მმართველმა ბრძანა, ხეზე მიეკრათ ჭაბუკი და ეგვემათ. ქრისტეს ტარიგმა კი ლოცვა დაიწყო და კვლავ ჩაესმა: "ნუ გეშინინ, იულიანე, მტკიცედ დეგ!" ამის შემდეგ სულიერ ძალებგანახლებული მარტვილი ირგვლივ შემოჯარულ ბრბოს მიუბრუნდა: "სასმენელნი მომაპყარით, საბრალონო! თქვენივე ხელით ქმნილ კერპებს კი ნუ სასოებთ, ჭეშმარიტი, ცისა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთი სცანით!" საოცარი ძალით წარმოთქმულმა ამ სიტყვებმა ოცდაათზე მეტი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. დილით, როცა იულიანეს წამება განაახლეს, ქალაქში ხმა გავარდა, სერაპისის ბომონი მასში აღმართული კერპითურთ დაიმსხვრაო. ყველანი გაოცდნენ, ქრისტიანებმა კი გაიხარეს და ადიდეს ჭეშმარიტი ღმერთი. წარმართებმა მომხდარი იულიანეს ჯადოქრობას მიაწერეს და მოითხოვეს, დაეჩქარებინათ მისი სიკვდილით დასჯა. მტარვალებმა გადაწყვიტეს, დამსხვრეული ბომონის ადგილას მოეკლათ ქრისტეს ტარიგი. აღსასრულის წინ მან მუხლი მოიდრიკა, ილოცა და კიდევ ერთხელ შეიქნა ღირსი უტკბესი ზეციური ხმის გაგონებისა, რომელიც სასუფევლისკენ მოუწოდებდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მაქსიმე დაიბადა 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში. მისი მშობლები - იოანე და ანა, წარჩინებული და ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat