წმინდა მოწამე გოლინდუხი (+591) ) - 12 (25) ივლისი
წმინდა მოწამე გოლინდუხი (+591) ) - 12 (25) ივლისი
მეფე ხოსრო ანუშირვანის ზეობის დროს (531-579) ირანში ცხოვრობდა ერთი ახალგაზრდა ლამაზი ქალი გოლინდუხი (წმინდა გიორგი მთაწმინდელის სვინაქსარში მოხსენიებულია, როგორც წმინდა მოწამე ღოლინდუხტი). ის სპარსი დიდებულების ოჯახიდან გახლდათ და ქმარიც შესაფერისი მოუძებნეს - კაცი მოგვების მთავარი იყო. ქორწინებიდან სამი წლის შემდეგ უფალმა გოლინდუხი გულისხმაჰყო - ის ჩაფიქრდა სპარსულ რწმენაზე, მიხვდა მის სიცრუეს, უგუნურობას და დაიწყო ძიება, თუ რომელი რწმენა იყო ჭეშმარიტი. ქრისტიანულ რწმენაზეც გაეგონა, მაგრამ იყო თუ არა ის ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება, ამაზე ბევრს ფიქრობდა. უფალმა წყალობა მოიღო და ზეციური გამოცხადებით დაარწმუნა ქრისტიანული რწმენის სინამდვილეში. ერთხელ მან ძილში იხილა უფლის ანგელოზი, რომელმაც ერთ ბნელ ცეცლხმოდებულ ადგილას წაიყვანა. ქალს ძალზე შეეშინდა და ძრწოლამ შეიპყრო, როცა უამრავი ადამიანი იხილა, რომლებიც საშინლად იტანჯებოდნენ. გოლინდუხმა ანგელოზს ჰკითხა, - რა იყო ეს საშინელი ადგილი.

ანგელოზმა უთხრა:

- ეს ადგილი ცოდვილთა და ურწმუნოთათვის არის, მასში შენი წინაპრებიც იტანჯებიან, რომლებიც კერპებს და სპარსელთა ცრუ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს.

გოლინდუხი წუხდა თავის წინაპრების წარწყმედას და ღრმად ოხრავდა. შემდეგ ანგელოზმა სხვა ადგილას წაიყვანა, რომელიც ღვთის სამოთხე და წმინდანთა სამკვიდრებელი იყო. მან პატარა კარიდან დაანახვა ნათელში მყოფი უამრავი ადამიანი. უფლის ანგელოზი შიგ შევიდა, გოლინდუხმაც მოისურვა შესვლა, მაგრამ ანგელოზმა არ შეუშვა:

- შენ არ შეგიძლია აქ შესვლა, რადგან მონათლული არა ხარ, ამ კარში მხოლოდ ნათელღებულნი შედიან.

გოლინდუხს შეშინებულს გამოეღვიძა, განაცვიფრა ნანახმა და ძალზე მოუნდა ქრისტიანი გამხდარიყო, მაგრამ როგორ მონათლულიყო?! ცრემლმორეული ევედრებოდა ქრისტიანთა ღმერთს და უფალმაც იმედი არ გაუცრუა: უფლის ანგელოზის დამოძღვრითა და წინამძღოლობით ფარულად დატოვა სახლი და მივიდა ერთ მღვდელმსახურთან, რომელიც იმალებოდა. მოძღვარმა მას ქრისტიანული რწმენის საფუძვლები გააცნო და მარიამის სახელით მონათლა. ნათელღებული მარიამი შინ დაბრუნდა და უკვე აღარ დაემორჩილა ბუნებრივ ცოლქმრულ სჯულს. არ სურდა უწმინდური ქმრისაგან შებილწულიყო, რადგანაც იგი ქრისტეს სასძლო გახდა. წმინდა გოლინდუხი მუდმივად მარხულობდა და დღედაღამ ლოცულობდა, დღისით დუმდა, რადგან სხვა რწმენის ხალხთან საუბარი არ სურდა, ქმარსაც არ აძლევდა შეხების უფლებას. ქმარს უკვირდა ცოლის შეცვლა და უჩვეულო ქცევა, წუხდა მასზე. მაგრამ განსაკუთრებით იმას ჯავრობდა, რომ ცოლთან ხორციელი თანაცხოვრება აღარ შეეძლო, რადგან ქალი ამის წინააღმდეგი იყო. სცადა მისი მოდრეკა ხან ალერსით, ხან მუქარით და ცემით, მაგრამ ვერაფერს გახდა, ქრისტეს სასძლოს უფალი აძლიერებდა. ქმარმა თავის მოგვობასაც მიმართა და საშველად ეშმაკებს მოუხმო, მაგრამ ბოროტი ძალა გოლინდუხთან მიახლოებასაც ვერ ბედავდა, რადგან ქრისტეს მადლი იცავდა. მაშინ ქმარი მეფე ხოსროსთან მივიდა და დიდი მწუხარებით აუწყა, რომ მისი ცოლი ქრისტიანი გახდა და მას აღარ იკარებს. მეფემ თავისი ახლობელი გაუგზავნა და გოლინდუხის ქმარი დაამშვიდა. შემდეგ კი ერთხელ კი არა, მრავალგზის სპარსი დიდებულები და მათი ცოლები გააგზავნა წმინდანთან, რომლებიც ცდილობდნენ ალერსითა და სიცრუით მის დაყოლიებას - როგორმე ძველ რწმენას დაბრუნებოდა და ქმართან თანაეცხოვრა. მაგრამ ამაოდ დაშვრნენ. ერთხელ მეფემ გოლინდუხს ხალხი მიუგზავნა და შეუთვალა, - თუ ქრისტეს რწმენაზე უარს იტყვი, ცოლად მოგიყვან და გაგადედოფლებო. მაგრამ წმინდანმა მეფის ხალხს უთხრა:

- ერთ რამეს გკითხავთ და მიპასუხეთ: ვთქვათ მეფემ ცოლად მომიყვანა, მაგრამ ის განა არ მოკვდება, განა საუკუნოდ იცოცხლებს? თუ უკვდავი იქნება, მაშინ დავმორჩილდები.

- შეუძლებელია, კაცი უკვდავი იყოს, - უპასუხეს ელჩებმა, - მეფეც ადამიანია და უეჭველად მოკვდება.

მაშინ წმინდანმა უთხრა:

- მე არ მსურს შევუერთდე მოკვდავ მეფეს, მე შევუერთდი უკვდავ მეუფეს, საუკუნოდ ცოცხალს, ჩემს ქრისტე ღმერთს, რომლის გულისთვისაც მზად ვარ ვეწამო და მოვკვდე.

როცა მეფეს წმინდანის ნათქვამი მიუტანეს, სასტიკად განრისხდა და ბრძანა, გოლინდუხისთვის ბორკილები დაედოთ და საპყრობილეში ჩაეგდოთ, რათა ის ყველას დაევიწყებინა. ამის შემდეგ წმინდანმა 18 წელი საპყრობილეში გაატარა. ამასობაში მოკვდა მეფე ხოსრო და მისი ვაჟი ჰორმიზდ IV გამეფდა. საბერძნეთშიც შეიცვალა მეფეები: იუსტინე-უმცროსის მაგივრად ტიბერიუს II დაჯდა ტახტზე, მის შემდეგ კი წმინდა მავრიკიოსი გამეფდა. ამ დროს სპარსეთში ბერძენთა ელჩი მოვიდა - არისტობულე, კაცი პატიოსანი და ღვთისმოშიში. მან მარიამ-გოლინდუხის ამბავი შეიტყო და სპარსეთის მეფეს სთხოვა, ციხეში დაუბრკოლებლად შესვლის უფლება მიეცა. მეფე დაყაბულდა, არისტობულე ციხეში შევიდა, ეამბორა ჯაჭვებს, რომლითაც ქრისტეს სასძლო იყო შეკრული, და კურთხევის ნიშნად, ბორკილის მცირე ნაწილი თან წაიღო. სპარსეთში ყოფნისას არისტობულემ ბევრჯერ მოინახულა ნეტარი და ფსალმუნთა გალობა ასწავლა. როცა არისტობულე სამშობლოში დაბრუნდა, ჰორმიზდმა წმინდა გოლინდუხი მოგვებს გადასცა, - რაც გინდათ, ის უყავითო. მათ კი ყოველდღე გამოჰყავდათ საპყრობილიდან, უამრავ ჭრილობას აყენებდნენ და სასტიკად აწამებდნენ, მერე უკან აბრუნებდნენ, მაგრამ მეორე დილით უვნებელი ხვდებოდათ. ერთხელ მუცელსა და მკერდზე იმდენი ურტყეს, ძუძუები დასცვივდა, მაგრამ მეორე დღეს წმინდანის სხეული და მკერდი უვნებელი იხილეს. ამ ამბავმა ბევრი სპარსი გადაიყვანა ქრისტიანულ რწმენაზე. მოგვები გამძვინვარდნენ და ახალი საწამებელი მოიფიქრეს, წმინდანს თავი ცეცხლით მოუწვეს, შემდეგ ტიკში ჩასვეს, თავი მოუკრეს და ხრამში გადააგდეს, - იქნებ მოკვდესო, თუმცა მრავალი დღე უსმელ-უჭმელი იყო, მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთმა ის კვლავ გადაარჩინა. როცა წმინდანი უვნებელი ნახეს, მაშინ მოგვებმა მისი შებილწვა გადაწყვიტეს: წმინდა გოლინდუხი განსაკუთრებულ ოთახში შეაგდეს და შევიდნენ, მაგრამ მათ ის ოთახში ვერ ნახეს, რამეთუ უფალმა უჩინო ყო თავისი მხევალი; ხოლო როცა წავიდნენ, წმინდანი კვლავ იხილეს ჯალათების მსახურებმა. ისევ წამება დაუწყეს. ბოლოს, რომ მოსწყინდათ, ერთ ღრმა ხრამში გადააგდეს, რომლის ფსკერზე ვეებერთელა გველი ბინადრობდა, მაგრამ უფალმა, როგორც ერთ დროს ორმოში ჩაგდებული წინასწარმეტყველი დანიელი ლომებისგან დაიხსნა, ახლაც საშინელი გველისაგან გადაარჩინა წმინდა გოლინდუხი. ქვეწარმავალი არ შეეხო წმინდანის მრავალვნებულ სხეულს და მის ფერხთით მშვიდად იწვა.

წმინდანი უფსკრულში ოთხი თვე ჰყავდათ ჩაგდებული. გველს ყოველდღიურად საკვებს უყრიდნენ, ხოლო წმინდანი ამ ხნის მანძილზე უსმელ-უჭმელი იყო. მრავალი დღის მერე, როცა წმინდა გოლინდუხს მოშივდა, მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა, ჯვარი გამოსახა, ბაგეებზე შეეხო და უთხრა:

- ამიერიდან, ვერც შიმშილს იგრძნობ და ვერც წყურვილს, და შენი ნებაა, თუკი როგორც ჯერ კიდევ ხორცში მყოფი ადამიანი ჭამას მოისურვებ.

უფლის ანგელოზმა ის ამ უფსკრულიდან ამოიყვანა. უწმინდურებმა უვნებელი რომ დაინახეს, ეს წმინდანის ქრისტიანულ "ჯადოქრობას" დააბრალეს. მეფემ რომ გაიგო ცოცხალი გადარჩაო, ბრძანა, - თავი მოჰკვეთეთო, მაგრამ როცა დასასჯელად მიჰყავდათ, უფლის ანგელოზმა ის მეომართა ხელთაგან გამოიტაცა და სიცოცხლე შეუნარჩუნა. წმინდა მოწამე ქრისტიანთა გვერდით ცხოვრობდა, რომლებიც სპარსეთში ცოტანი იყვნენ და მიყრუებულ ადგილებში იმალებოდნენ. ანგელოზის სიტყვისამებრ წმინდანი არც შიმშილს გრძნობდა და არც წყურვილს. მაგრამ ათ დღეში ერთხელ წყალში ჩამბალ მცირეოდენ პურს იღებდა, რათა სხვებს მოჩვენებად არ ჩაეთვალათ. გამოხდა ხანი. მეფე ჰორმიზდი მოკლეს და მის ნაცვლად მისი ვაჟი ხოსრო II გამეფდა, რომლის წინააღმდეგაც გაილაშქრეს დიდებულებმა. ხოსრომ თავს გაქცევით უშველა და საბერძნეთის მეფე მავრიკიოსთან ჩავიდა დახმარების სათხოვრად. მავრიკიოსმა მას ჯარი გამოაყოლა და ხოსრომ სძლია თავის მტრებს და ტახტი დაიბრუნა. სპარს ქრისტიანებს მშვიდობიანი დღეები დაუდგათ. ხოსროსთან ერთად სპარსეთში ჩამოვიდა მელეტიის ეპისკოპოსი წმინდა დომეტიანე, რომელიც აქ მეფე მავრიკიოსმა გამოაგზავნა. მანაც ისევე როგორც არისტობულემ საკუთარი თვალით იხილა მოწამე მარიამი, ანუ გოლინდუხი, როგორც მას სპარსულად ეძახდნენ. მან უშუალოდ წმინდა გოლინდუხისგან და თვითმხილველთაგან მოისმინა მოწამის მარტვილობის შესახებ. როცა უკან დაბრუნდა ყველას მოუყვა სპარსი მოწამის საოცარი ამბავი. წმინდა მარიამის ქადაგებების გავლენით მისი ნათესავები, სპარსი დიდებულები და უამრავი ადამიანი გაქრისტიანდა; რამეთუ ხედავდნენ წმინდანის მოხდენილ სასწაულებს, მის დაფარულმცოდნელობას, წინასწარმეტყველებებს, რომლებიც ზედმიწევნით ხდებოდა. გარკვეული დროის შემდეგ წმინდანმა ბერძნული ოლქები - კირკისია და დარია მოინახულა, ჩავიდა იერუსალიმში და თაყვანისცა ძელიცხოველს. უფლის ანგელოზის წინამძღვრობით მან მრავალი ქვეყანა და ქალაქი მოინახულა. იყო სირიის ქალაქ იეროპოლისში და გაიცნო ეპისკოპოსი სტეფანე, რომელმაც შემდგომში მისი ცხოვრება აღწერა. წმინდა გოლინდუხი სიკვდილის წინ ავად გახდა, ის ამ დროს ნისიბიასა და ქალაქ დარიას შორის მდებარე წმინდა სერგის ტაძარში იმყოფებოდა. წმინდანმა ილოცა მთელი სოფლის ცხონებისათვის, მადლობა შესწი¬რა უფალს უდიდესი წყალობისათვის, რაც მასზე მოიღო და სული თვისი ჩააბარა უფალს. წმინდა გოლინდუხი 591 წელს გარდაიცვალა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat