ხსენება დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულის (+304) სასწაულისა 451 წელს - 11 (24) ივლისი
ხსენება დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულის (+304) სასწაულისა 451 წელს - 11 (24) ივლისი
წმინდა დიდმოწამე ეფემია ბითვინიის ქალაქ ქალკედონში დაიბადა, აღიზარდა და ეწამა ქრისტესთვის. 16 (29) სექტემბერს მისი ხსენება აღინიშნება, ხოლო 11 ივლისს - იმ სასწაულისა, რომლითაც წმინდა დიდმოწამემ მრავალი განამტკიცა ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებაში.

ალექსანდრიის პატრიარქმა დიოსკურემ და კონსტანტინოპოლელმა არქიმანდრიტმა ევტიქიოსმა ხალხში იესო ქრისტეს მგმობი ერესი გაავრცელეს. ისინი უფლისა ჩვენის ღვთაებრივსა და კაცობრივ ბუნებას ერთ ბუნებად მოიაზრებდნენ. ამ ერესით მათ მრავალი აცდუნეს. შემდეგ თანამოაზრეებთან ერთად ეფესოში შეიკრიბნენ და კრება გამართეს. თავიანთ ნაყალბევს ჭეშმარიტ მოძღვრებად მიიჩნევდნენ და სხვებისგანაც მოითხოვდნენ ამის აღიარებას.

სწორედ იმხანად გარდაიცვალა იმპერატორი თეოდოსი II და ბიზანტიის აღმოსავლეთში მარკიანე გამეფდა.

მართლმადიდებელი მამები, რომლებიც კარგად ხედავდნენ მონოფიზიტთა ერესის მძვინვარებას, იმპერატორისა და დედოფალ პულქერიას თაოსნობით შეიკრიბნენ. კრებას 630 კაცი ესწრებოდა. მათ შორის იყო უწმინდესი პატრიარქი კონსტანტინოპოლისა ანატოლი, იერუსალიმის პატრიარქი იუბენალი, რომის პაპის ლეონის წარმომადგენლები, ერესიარქები - ალექსანდრიისა და ანტიოქიის პატრიარქები დიოსკურე და მაქსიმე.

ეკლესიის IV მსოფლიო კრება 451 წელს ქალკედონის მიტროპოლიტის საკათედრო ტაძარში გაიმართა. ამავე ტაძარში იყო დასვენებული წმინდა ეფემიას უხრწნელი ნეშტი, რომლის მიერაც მრავალი სასწაული აღესრულებოდა. მოგითხრობთ ზოგიერთს:

წმინდა ეფემიას ხსენების დღეს მისი სხეულიდან სისხლი ისე მოედინებოდა, როგორც ჭრილობიდან; წმინდანის სხეული ჩასვენებული იყო ხის კუბოში, რომელიც მარმარილოს უშველებელ სარკოფაგში მოეთავსებინათ. სარკოფაგს ზემოდან მარმარილოსავე მძიმე ფილა ეხურა. ამ მარმარილოს სარკოფაგს მარცხენა მხარეს ნახვრეტი ჰქონდა, რომელშიც ხელი გაეტეოდა. ღამისთევის ლოცვის შემდეგ, ლიტურგიის დაწყებამდე, ეპისკოპოსი რკინის მაშით შედებდა ამ ნახვრეტში მშრალ ღრუბელს და ისიც უმალვე აივსებოდა წმინდანის სისხლით, რომელიც კეთილსურნელებით მირონს უფრო ჰგავდა და სამკურნალო ძალა ჰქონდა.

სისხლი მხოლოდ წმინდანის ხსენების დღეს კი არ მოედინებოდა, არამედ მაშინაც, როცა ტაძარში ვინმე ღვთის სათნო მღვდელმთავარი წირავდა. მრავალს გამოსცხადებია და შესწევია წმინდანი. უამრავი ხალხი ჩამოდიოდა მისგან კურნების მისაღებად, თვით კონსტანტინოპოლიდანაც კი.

მაგრამ ისევ ეკლესიის მსოფლიო კრებას დავუბრუნდეთ.

ბევრს ეცადნენ ღირსი მამები ერესიარქთა გონს მოყვანას. კამათი დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს ანატოლი პატრიარქმა კრებულს შესთავაზა: "ორივე მხარემ დავწეროთ ჩვენ-ჩვენი მრწამსი და ეს გრაგნილები წმინდა ეფემიას კუბოში ჩავასვენოთ, ვიმარხულოთ, ვილოცოთ, რომ ღმერთმა თავისი წმინდანის საშუალებით ჭეშმარიტი სარწმუნოება გაგვიმჟღავნოსო". ყველას მოეწონა ეს აზრი, დაწერეს თავიანთი მრწამსი, გრაგნილები წმინდანს გულზე დააწყვეს, კუბო დახურეს, სამეფო ბეჭდით დაბეჭდეს და დარაჯი მიუჩინეს.

სამდღიანი მარხვისა და ლოცვის შემდეგ მოკამათენი ისევ ტაძარში შეიკრიბნენ, მოხსნეს კუბოს სამეფო ბეჭედი, ახადეს სახურავი და რა დაინახეს: მონოფიზიტთა მრწამსიანი გრაგნილი წმინდა ეფემიას ფეხებთან იდო, ხოლო მართლმადიდებელთა მრწამსი წმინდანს ხელთ ეპყრა. უეცრად ყველას გასაკვირად წმინდანმა ცოცხალივით ასწია ხელი და ეს მრწამსი მეფეს მიაწოდა.

ამის მხილველმა ყველა მართლმადიდებელმა ადიდა უფალი, მრავალი მონოფიზიტი მოიქცა, ხოლო ვინც ისევ თავის ბოროტ რწმენაზე დარჩა, ღვთისმსახურებიდან განაყენეს.

გავიდა საუკუნე-ნახევარი და ბიზანტიის ტახტზე კეთილმორწმუნე მავრიკიოსი ავიდა. ღვთისმოშიში კი იყო მეფე, მაგრამ მაინც შეეჭვდა წმინდა ეფემიას სხეულიდან მომდინარე სისხლის ჭეშმარიტებაში, რატომღაც ნაყალბევი ეგონა. მის სინამდვილეში რომ დარწმუნებულიყო, წმინდანის ხსენებამდე დიდი ხნით ადრე არა მარტო კუბო, მარმარილოს სარკოფაგში გაკეთებული ნახვრეტიც კი სამეფო ბეჭდით დაბეჭდა, ხოლო დღესასწაულზე მისულმა მოხსნა ბეჭედი და სისხლიც წყაროსავით გადმოედინა. ტაძარი კეთილსურნელებით აივსო. მავრიკიოსმა შენდობა სთხოვა წმინდანს და მას შემდეგ არასოდეს შერყევია მისი რწმენა.

მეფე ჰერაკლეს ზეობისას (610-641წწ.) ბითვინიის მხარე სპარსელებმა დაარბიეს. მტერმა ქალკედონის საკათედრო ტაძარიც გაძარცვა, სპარსელებმა წმინდა ეფემიას კუბოს გახსნაც სცადეს, მაგრამ სარკოფაგის სახურავს ძვრა ვერ უყვეს.

სპარსელების წასვლის შემდეგ მეფემ წმინდა ეფემიას ნაწილთა კონსტანტინოპოლში გადასვენება გადაწყვიტა და ამისთვის დედაქალაქის ახლოს, იპოდრომთან, წმინდა ეფემიას სახელზე ქალკედონის ტაძრის მსგავსი დიდი ეკლესია ააგო. სარკოფაგი წმინდანის ნეშტითურთ ახალაშენებული ტაძრის საკურთხეველში დაასვენეს, ვითარცა წმინდა ტრაპეზი, და მასზე უსისხლო მსხვერპლს შესწირავდნენ.

716-741 წლებში აღმოსავლეთ ბიზანტიას ღვთის რისხვად ლეონ ისავრიელი მოევლინა. მან პირველმა დაიწყო ბრძოლა ხატებისა და სიწმინდეთა წინააღმდეგ. პატრიარქი გერმანე ცდილობდა, წინ აღდგომოდა, მაგრამ მან ამ წმინდა კაცს საპატრიარქო საყდარი ჩამოართვა, მის მაგივრად ერეტიკოსი აღასაყდრა, შემდეგ კი მთელ მართლმადიდებელ სამღვდელოებას დაუწყო დევნა. მისი ბრძანებით წვავდნენ ხატებს, შეურაცხყოფდნენ წმინდა ნაწილებს.

წმინდა ეფემიას სასწაულების ამბავი რომ ესმოდა, ლეონ ისავრიელს სული შურით ევსებოდა. ცხადად ვერაფერს უბედავდა - ხალხის რისხვისა ეშინოდა, ამიტომ შუაღამისას თანამოაზრეებთან ერთად მალულად მიაშურა ტაძარს. ახადეს კუბოს სახურავი, მოიპარეს წმინდანის ნაწილები და მათ ნაცვლად ვიღაცის დანაცრებული ძვლები ჩააწყვეს.

წმინდა ეფემიას ნაწილნი ლეონმა სამეფო ტაძარში გადაიტანა. მეფის დები და ქალიშვილები ჩუმად მოდიოდნენ წმინდანის ნეშტთან და საკმეველს უკმევდნენ. მეფემ ეს რომ შეიტყო, განრისხდა და ბრძანა, წმინდანის უხრწნელი სხეული ხის კუბოთი ზღვაში გადაეგდოთ, მერე შეკრიბა ხალხი და განუცხადა: - გაცდუნებდნენ კერპთაყვანისმცემლები, უხრწნელი და სასწაულმოქმედია ეფემიას სხეული, წადით და ნახეთ, რას ჰგავსო, ბრბო ტაძრისკენ დაიძრა. ახადეს სარკოფაგს სახურავი და რას ხედავენ: შიგნით დანაცრებული ძვლებიღა აწყვია. მრავალი მართლმორწმუნე შეცდა მაშინ, წმინდანის სასწაულები სამღვდელოების სიცრუედ მონათლეს, დაივიწყეს ის მრავალი წყალობა, წმინდანის ლოცვით რომ მინიჭებოდათ, გამოიტანეს ტაძრიდან მარმარილოს სარკოფაგი და დაამსხვრიეს. თვით ტაძარში სამჭედლო მოაწყვეს, ხოლო საკურთხეველი ფეხისალაგად აქციეს.

წმინდანის ნეშტს კი ზღვის ტალღები მიაქანებდა. სწორედ იმ დროს ზღვაში პატარა ხომალდით ორი ძმა, სერგი და სარგონი, გამოსულიყო. მოჰკრეს თვალი კიდობანს, აათრიეს გემზე, გახსნეს და... იქიდან კეთილსურნელება ამოვარდა. კუბოში ვიღაც უცნობი წმინდანის უხრწნელი სხეული ესვენა. ძმებმა მადლობა შესწირეს უფალს და შესთხოვეს, გაემჟღავნებინა, ვისი წმინდა ნაწილების პატრონობის ღირსნი გახადა. მალე ხომალდმა კუნძულ ლემნოსთან ჩაუშვა ღუზა. ამ კუნძულზე განისვენებდა წმინდა გლიკერიას უხრწნელი სხეული. იმავე საღამოს ძმები ხილვის ღირსნი შეიქნენ: მათი ხომალდისკენ წმინდა გლიკერია მიდიოდა. გემიდან მის შესახვედრად უმშვენიერესი ქალწული გაეშურა. ერთმანეთს ნაზად მოეხვივნენ. "სტუმარმა" დამხვდურს მიმართა: "გამარჯობა, ქრისტეს მოწამეო, ეფემია ყოვლადქებულო". პასუხად "მასპინძელმა" მიუგო: "გაგიმარჯოს, ქრისტეს მოწამეო ნეტარო გლიკერია". ამის შემდეგ წმინდა გლიკერია კუნძულზე დაბრუნდა, წმინდა ეფემია კი ხომალდზე.

ძმების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ახლა უფრო მეტი სასოებით ეამბორნენ წმინდანის სხეულს, მერე კი სასწრაფოდ აუშვეს იალქნები და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ უეცრად ამოვარდნილმა ქარმა ხომალდი ისევ კუნძულ ლემნოსთან მიიყვანა.

იმავე ღამეს ძმებს წმინდა ეფემია გამოეცხადა და უთხრა: "რას დამატარებთ აქეთ-იქით? განა არ მეყო, ქალკედონიდან კონსტანტინოპოლში რომ გადამიტანეს, მერე კი ზღვაში ჩამაგდეს? მე აქედან აღარსად წავალ. ამ კუნძულზე ერთი ქოხი ამიშენეთ და იქ დავსახლდებიო".

დაემორჩილნენ ძმები წმინდანის ბრძანებას, ეახლნენ ლემნოსის ეპისკოპოსს და ყოველივე მოუთხრეს.

გაუხარდა მღვდელმთავარს წმინდანის მობრძანება, მაგრამ სად მიეჩინა მისთვის ადგილი? ლეონ ისავრიელის შიშით წმინდა გლიკერიას ნაწილებიც გადამალული ჰქონდა. ამიტომ ძმებს წმინდანის სახელზე პატარა ტაძარი ააგებინა, რომლის საკურთხეველშიც ჩაფლეს წმინდანის კუბო.

ძმებმა გადაწყვიტეს, იქაურობას არც თვითონ გასცლოდნენ და წმინდა ეფემიას მსახურნი ყოფილიყვნენ. იქვე გალიეს ცხოვრება და იქვე აღესრულნენ. სიკვდილის წინ ქვის დაფაზე ამოკვეთეს წმინდა ეფემიას ნაწილთა მოპოვების ამბავი და კუბოსთან შთაფლეს.

გავიდა ხანი, იმ მხარის ეპისკოპოსმა ახალი დიდი ტაძარი ააგო, მაგრამ წმინდა ეფემიამ იქ შებრძანება არ ინება, გამოეცხადა ეპისკოპოსს და უთხრა: "ნუ იზამ მაგას, მაღალღირსო მეუფეო, მაინც არ დაგემორჩილები. წადი ჩემს დასთან, მოწამე გლიკერიასთან, და შეევედრე, ამ ახალაშენებულ ტაძარში ინებოს დავანება, მე კი ჯერჯერობით აქ ვიქნები, სანამ ჩემი უკან დაბრუნების ჟამი არ მოაწევსო". სხვა რა გზა ჰქონდა, დამორჩილდა ეპისკოპოსი წმინდანის სურვილს.

გავიდა ხანი, ლეონ ისავრიელი აღესრულა. ტახტზე ავიდა მისი ძე კონსტანტინე კომპრონიმოსი, რომელმაც მკრეხელობით მამას გადააჭარბა. ღვთის დაშვებით მანაც დიდხანს იმეფა, შემდგომ კი სამეფო თავის ძეს ლეონს დაუტოვა. ლეონიც ხატმებრძოლი იყო, მაგრამ არა თავისი მამისა და პაპის მსგავსი. მისი სიკვდილის შემდეგ ტახტზე ლეონის ძე კონსტანტინე და დედამისი ირინე ავიდნენ. ირინე დედოფლის ბრძანებით მოიწვიეს ეკლესიის მამათა VII მსოფლიო კრება, რომელმაც ხატთაყვანისცემა აღადგინა. დედოფლისავე ბრძანებით აღდგა წმინდა ეფემიას სახელობის ეკლესიაც კონსტანტინოპოლში, თვით წმინდა ეფემიას უხრწნელი სხეული კი ბევრი ეძებეს - ხალხს სწამდა, რომ სიწმინდე ზღვაში ჩააგდეს და ახლა სადღაც არის დავანებულიო. ეს ამბავი კი ამგვარად გამჟღავნდა: ვინმე ანასტასი კომიტმა (საზღვაო ოფიცერი, - კ.კ.), რომელსაც მემკვიდრეობით ხვდა ის მიწა, სადაც წმინდა ეფემია იყო დაკრძალული, ძველის მაგივრად ახალი დიდი ტაძარი ააშენა. მოხდა ისე, რომ ამ კაცს ცილი დასწამეს და კომიტობის პატივი აჰყარეს. ანასტასიმ საჩივლელად კონსტანტინოპოლს მიაშურა, მაგრამ არავინ მიიკარა. ბოლოს ვიღაცამ ურჩია, ქალკედონის მიტროპოლიტი თუ გიშველისო. მიტროპოლიტმა კი - ეს ჩემს ძალებს აღემატებაო.

სასოწარკვეთილი ანასტასი ქალკედონის ქუჩებში მიაბიჯებდა, როცა თვალი მოჰკრა დიდებულ ტაძარს, სადაც ღვთისმსახურება აღესრულებოდა და - ვისი სახელობისაა ეს ტაძარიო, - ჰკითხა ეკლესიის მსახურს. წმინდა ეფემიასიო, მიუგეს. ეს რომ გაიგო, ანასტასიმ სიხარულით შესძახა:

- ჰოი, წმინდაო ჩემო, ეფემია!

- რატომ ამბობ ასე? - ჰკითხა ეკლესიის მსახურმა.

- ჩემს ეზოში არის ტაძარი, სადაც წმინდა ეფემიას ნეშტი ასვენია, ამიტომაც ვეძახი ასე, - მიუგო ანასტასიმ. ეკლესიის მსახურმა ეს რომ გაიგო, მოჰკიდა ხელი და მიტროპოლიტთან მიიყვანა. მღვდელმთავარმა ყოველივე დაწვრილებით გამოჰკითხა და სასწრაფოდ პატრიარქისკენ გაეშურა, პატრიარქმა ტარასიმ კი ეს ამბავი იმპერატორს შეატყობინა. სასწრაფოდ შეკაზმეს ხომალდი, ანასტასის კომიტობა დაუბრუნეს და ღირს მამებთან ერთად კუნძულ ლემნოსზე გაამგზავრეს.

კუბოს თავსახურავი რომ ახადეს, წმინდანის სხეული ისევ უხრწნელი იყო და კეთილსურნელებას აფრქვევდა.

წმინდა ეფემიას ნეშტი დიდი პატივით ჩამოასვენეს კონსტანტინოპოლში და ერთხმად ადიდეს წმინდანთა შორის საყვარელი ყოვლადწმინდა სამება.

დაბოლოს, წმინდა ეფემიას ერთი თანამედროვე სასწაულის შესახებაც მოგითხრობთ:

წმინდა პაისი ათონელი წმინდა დიდმოწამე ეფემიას ევედრებოდა და ერთ რთულ საეკლესიო საკითხში გარკვევას სთხოვდა. წმინდანი გამოეცხადა და დიდხანს ისაუბრეს. ბოლოს, მამა პაისიმ ჰკითხა, როგორ ეწამეთ ქრისტესთვისო. წმინდანმა უპასუხა, - რომ მცოდნოდა, რა ნეტარებაში არიან ღმერთთან მყოფი სულნი, მზად ვიქნებოდი, ამისთვის მთელი სიცოცხლე მეტანჯა და დამეთმინა განსაცდელნი. მოწამეობა არაფერია იმასთან შედარებით, რაც ღმერთმა იმ ქვეყნად მიბოძაო.

კონდაკი

ღუაწლნი მოღუაწებასა შინა და ღუაწლნი სარწმუნოებასა შინა მხურვალედ აჩვენენ ქრისტესთვის, სიძისი შენისა, არამედ აწცა, ვითარცა წვალებანი, ეგრეთვე ზახებაი მტერთა ფერხთა ქუეშე მეფისა ჩუენისათა დამორჩილებად ითხოვე ღმრთისმშობელისა მიერ, რომელმან ექვსას ოცდა ათთა ღმრთისმშობელისათა მამათაგან საზღვარი სჯულისა მიიღე და დაიმარხე, ყოვლადქებულო.

.........................

აქვე წაიკითხეთ:

დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულის ცხოვრება და მარტვილობა (+304 წელი) -ხსენება 16 (29) სექტემბერს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ძველი სტილით 24 ნოემბერს (ახალი სტილით 7 დეკემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამისა ეკატერინეს,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat