მღდელმოწამე ბაგრატი (პანკრატი), ტავრომენიელი ეპისკოპოსი (I) - 09 (22) ივლისი
მღდელმოწამე ბაგრატი (პანკრატი), ტავრომენიელი ეპისკოპოსი (I) - 09 (22) ივლისი
წმინდა პანკრატი წარმოშობით ანტიოქიიდან იყო, იგი იმ დროს დაიბადა, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე "ქვეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა თანა იქცეოდა", იერუსალიმსა და გარშემო მყოფ ქვეყნებსა და ქალაქებში სასწაულებს ახდენდა.

პანკრატის მამა ანტიოქიაში ცხოვრობდა და როცა შეიტყო, იესო ქრისტეს მოხდენილ დიდებულ სასწაულებზე, ის თავის ვაჟთან, ახალგაზრდა პანკრატთან და ზოგიერთ მეგობართან ერთად იერუსალიმში უფლის სანახავად წავიდა.

მან იხილა, თუ როგორ მოძღვრავდა უფალი ხალხს და კურნავდა მათ ათასგვარი სნეულებისგან და უამრავ სასწაულს აღასრულებდა, ირწმუნა მისი როგორც ღმრთის ძისა და გაიცნო ქრისტეს წმინდა მოციქულები, უფრო მეტად წმინდა პეტრეს დაუახლოვდა. სწორედ იმ დროს გაიცნო წმინდა პეტრემ ახალგაზრდა პანკრატი.

საკმაოდ დიდხანს დაჰყვეს მათ იერუსალიმში, დატკბნენ იესო ქრისტეს სახის ჭვრეტით და მისი საუბრების მოსმენით, მერმე კი პანკრატის მამა და მეგობრები ანტიოქიაში დაბრუნდნენ.

უფლის ვნების, მკვდრეთით აღდგომისა და ამაღლების შემდეგ მისი ერთ-ერთი მოციქული ანტიოქიაში ჩავიდა. ეს მანამდე მოხდა, ვიდრე იქ წმინდა პეტრე მოციქული ჩავიდოდა. სწორედ მან მონათლა პანკრატის მშობლები და მთელი მათი სახლეული.

პანკრატის მშობლები გარდაიცვალნენ, მან კი უარი თქვა მამის დატოვებულ მემკვიდრეობაზე და პონტოს მთებში წავიდა.

აქ ერთ მღვიმეში განმარტოებული წმინდა პანკრატი მარხვას და ლოცვას მიეცა და ერთ მხოლო ღმერთს ეზრახებოდა. როცა იერუსალიმიდან წამოსულმა წმინდა პეტრემ ამ ქვეყანაშიც იქადაგა ქრისტე, პონტოში ის პანკრატს შეხვდა, იცნო და თან ანტიოქიაში წაიყვანა, შემდეგ მასთან ერთად წავიდა კილიკიაში, სადაც მოციქულ პავლეს შეხვდა.

აქ ორივე მოციქულმა, პეტრემ და პავლემ, ურთიერთშეთანხმებით ეპისკოპოსები დაადგინეს: კრისკენტი - გალატიაში, მარკიანე - სირაკუზში, პანკრატი კი - სიცილიის ქალაქ ტავრომენში.

თავის ეპარქიაში მიმავალი ნეტარი პანკრატი სიცილიისკენ მიმავალ ხომალდს გაჰყვა. გემს ორი ხელმძღვანელი ჰყავდა, - ლიკაონიდე და რომილე, წმინდანმა მათაც უქადაგა ღვთის სიტყვა, მოაქცია და მონათლა კიდეც.

ოდეს ქალაქ ტავრომინეში მივიდნენ, აქაურ ძველისძველ კერპებში მოთავსებული ეშმაკები აღელდნენ, კერპები მიწაზე დაენარცხნენ და ხმაურით დაიმსხვრნენ.

მათ შორის იყვნენ ბერძენთა შორის პატივცემული ღმერთები, რომელთა სახელზეც ზღვის პირას ბორცვის თავზე ეკლესია აეგოთ.

როგორც კი წმინდა პანკრატი ამ ტაძარს მიუახლოვდა, შენობა დასკდა და თითქოს მიწისძვრისაგან შერყეული კერპებთან ერთად ზღვაში ჩაიქცა.

ამან ხალხი ძალიან ააღელვა.

მივიდა იქ ქალაქის მმართველი ბონიფანტე, რომელმაც იხილა წმინდა პანკრატი, მოისმინა მისი ქადაგება, ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. მისი ღვაწლით, ერთ თვეში ტაძარი აშენდა, სადაც ღვთის მღვდელმთავარი მსახურებდა, ასწავლიდა იქ შეკრებილ ხალხს, რომელთაც თან სნეულები მოჰყავდათ: წმინდანი თავის ქადაგებას ნიშ-სასწაულებით განამტკიცებდა, ყოველგვარ სნეულებათაგან განკურნავდა და ეშმაკებს განდევნიდა.

როცა დღითი დღე მორწმუნეთა რიცხვი გამრავლდა და უკვე ქალაქი და მთელი ის ქვეყანა ქრისტეს რწმენით განათლდა, ეშმაკმა ქრისტიანთა წინააღმდეგ ვინმე უწმინდური მტარვალი აკვილინე აღძრა.

ქრისტეს რწმენასა და ქრისტიანებს მწარედ გადამტერებული მათ ამოსაჟლეტად და ქალაქის დასანგრევად დიდი რაზმით წავიდა ტავრომინეში.

ქალაქის მკვიდრნი შეაძრწუნა ამ ამბავმა, წმინდა მღვდელმთავარმა ისინი ანუგეშა, რომ მტერი ვერაფერს ავნებდა და როცა აკვილინეს რაზმი ქალაქს მიუახლოვდა, მათ წინააღმდეგ სულიერი მხედარი, წმინდა პანკრატი სამღვდელოებასთან ერთად გამოვიდა.

მათ თან ჰქონდათ უძლეველი იარაღი, - ქრისტეს პატიოსანი ჯვარი და წმინდა ხატნი, - მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისა.

მაშინვე შიშის ზარი დაეცა მტერს და თითქოს ბნელმა მოიცვა, ღვთის ძალით აირივნენ, და გონებადაბნელებულებმა ერთმანეთს უწყეს ხოცვა, ზოგიერთი საკუთარ თავსაც კი ისერავდა მახვილით

შემდეგ კი, ოდეს გონს მოვიდნენ და დაინახეს, რომ ერთმანეთს დარეოდნენ, მიხვდნენ, რომ ქრისტიანებზე გალაშქრების გამო ზეგარდამო სასჯელი მიიღეს.

ამ ძმათამკვლელი ომის შემდეგ ცოცხლად დარჩენილებმა იარაღი დაყარეს და მივიდნენ ქრისტეს უძლეველსა და უშიშარ მხედართან, წმინდა პანკრატესთან, დაემხნენ მის ფერხთით, შენდობა სთხოვეს და შეევედრნენ, რომ მოენათლა.

ორმაგი იყო ტავრომინელთა სიხარული - დარბევასაც გადაურჩნენ და მტერიც ქრისტესმიერ მეგობრად ექცათ, რის გამოც ნეტარი მამის სიტყვას უფრო მეტი პატივისცემით ისმენდნენ და მის ყველა კურთხევას აღასრულებდნენ.

მალე არა მხოლოდ ეს ქალაქი, ირგვლივ არსებული ქალაქები ქრისტეს რწმენით განათლდნენ.

გავიდა მრავალი წელი, რაც წმინდა პანკრატი ტავრომინელებს სულიერად წინამძღვრობდა. ქალაქში დარჩენილმა წარმართებმა არტაგასტომის მეთაურობით, დრო იხელთეს, ჩუმად დაესხნენ ღვთის წმინდანს და ქვებით ჩაქოლეს.

ასე მოწამებრივად დაასრულა სიცოცხლე ქრისტეს თვითმხილველმა, მოციქულთაგან დამოძღვრილმა წმინდა პანკრატიმ და წმინდა მოციქულებთან ერთად ახლა პირისპირ სჭვრეტს ქრისტსეს.

წმინდა პანკრატის სხეული ახლა რომის გარეუბანში, მის სახელზევე აშენებულ ტაძარშია დასვენებული.

ტროპარი

საქმით მიემსგავსე მოციქულთა, და საყდარსა მათსა ღირს იქმენ, საქმე მოიგე, ნეტარო, აღმყვანებელი ხედვად, ამისთუისცა სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა მართლიად აღმოიტყოდი, და სარწმუნოებით იღუაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, წმინდაო მღდელმთავარო ბაგრატ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათუის.

კონდაკი

მნათობად ღმრთივბრწყინვალედ აღმოუბრწყინდი შენ ტავრომენელთა, ბაგრატ, და მღდელმოწამედ გამოსჩნდი ქრისტეს ღმრთისათუის, რომლისაცა წინაშე სდგა შენ აწ კადნიერად, ევედრემას პატივისმცემელთა შენთათუის, ნეტარო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ჩვენ კაცთა ბუნების წესია მოლოდინი საუკეთესო მერმისისა: უსათუოდ ხვალინდელი დღისაგან მოველით რასმე კარგს: ეს გვასულდგმულებს, გვამხნევებს, ძალას გვმატებს, ყოველდღიურ ვარამს გვინელებს გულში და სიცოცხლესაც გვაყვარებს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat