casino siteleri 2023
მღვდელმოწამე ანდრონიკე, არქიეპისკოპოსი პერმისა და მასთან ერთად წამებულნი– 07 (20) ივნისი - კარიბჭე
მღვდელმოწამე ანდრონიკე, არქიეპისკოპოსი პერმისა და მასთან ერთად წამებულნი– 07 (20) ივნისი
მღვდელმოწამე ანდრონიკე, არქიეპისკოპოსი პერმისა და მასთან ერთად წამებულნი– 07 (20) ივნისი
07 (20) ივნისს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს მღვდელმოწამე ანდრონიკეს, პერმის არქიეპისკოპოსს და მასთან ერთად წამებულებს:

პრესვიტერებს ალექსანდრე მახეტოვს, ალექსი ბუდრინს, ალექსანდრე ოსეტროვს, ვალენტინ ბელოვს, ბენიამინ ლუკანინს, ვიქტორ ნიკიფოროვს, ალექსანდრე პრეობრაჟენსკის, პავლე ანიშკინს, ვლადიმირ ბელოზეროვს, ეგნატე იაკიმოვს, ლევ ერშოვს, მიხეილ დენისოვს, ნიკოლოზ ონიანოვს, პავლე სოკოლოვს, ალექსანდრე მალინოვსკის, ნიკოლოზ როჟდესტვენსკის, დიაკონ გრიგოლი სმირნოვს, და მოწამეებს, ერისკაცებს ათანასე ჟულანოვს და ალექსანდრე ზუევს (+1918)

წმინდა ანდრონიკე, ერში - ვლადიმერ ნიკოლსკი, 1870 წელს დაიბადა, 1893 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია დაასრულა, რის შემდგომაც შემონაზვნდა.

1895 წელს სამღვდელო პატივითაც შემოსეს და ორ წელიწადში იაპონიაში წარგზავნეს მისიონერად.

წმინდა მამამ სამოციქულო მოშურნეობა გამოამჟღავნა და 1906 წელს კიოტოს ეპისკოპოსად აკურთხეს, თუმცა, ორ წელიწადში ისე დასნეულდა, იძულებული შეიქნა, კვლავ სამშობლოს დაბრუნებოდა.

იქ ჯერ ნოვგოროდის ეპარქიაში განამწესეს, შემდეგ კი - ომსკს გადაიყვანეს, მოგვიანებით კი პერმის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.

ღვთის სიტყვის უებრო მქადაგებელმა სოფლებში უამრავი რამ მოაწესრიგა, უშურველად შეეწეოდა უპოვართ და ყოველმხრივ ცდილობდა, ძველმოწესენი ("სტაროობრიადელნი") წმინდა ეკლესიის წიაღში დაებრუნებინა.

1917 წლის ოქტომბრის წითელი რევოლუციის დასრულებისთანავე ბოლშევიკებმა მორწმუნეთა დევნა იწყეს.

როდესაც პერმის საკათედრო ტაძარში ამ მოვლენათა მგმობი საეკლესიო გზავნილი წაიკითხეს, მეუფე ანდრონიკემ არქიდიაკონს მდევნელთა ანათემას გადაცემა უბრძანა.

წმინდა მამა ეპისკოპოს თეოფანესთან ერთად დაუყოვნებლივ შეიპყრეს (1918 წლის 4 ივნისს) და მკაცრად დაჰკითხეს, თუმცა, სიტყვაც ვერ ათქმევინეს.

მაშინ ღვთისმგმობლებმა ტყეში წაიყვანეს და საკუთარი ხელით გაათხრევინეს სამარე, რის შემდეგაც თვალნი ზეცად აღაპყრო, ღვთის წინაშე ილოცა და თავადვე ჩაწვა საფლავში.

მტარვალებმა მიწის მიყრა უწყეს, ხოლო როდესაც ნახევრად დამარხეს, ტყვია ესროლეს და კვლავ მიწა მიაყარეს.

რაც შეეხება მეუფე თეოფანეს, იგი მდინარე კამაში ჩაახრჩვეს.

როგორც კი ეს ამბავი სინოდმა შეიტყო, ვითარების გასარკვევად პერმს საგანგებო კომისია წარგზავნა, თუმცა, ბოლშევიკებმა მატარებელი გააჩერეს და საეკლესიო კომისიის ყველა წევრი სიცოცხლეს გამოასალმეს.

ხოლო როდესაც ადგილობრივმა ქრისტიანებმა ახალმოწამეთა ცხედრები დამარხეს და შესაბამისი პატივიც მიაგეს, ხელისუფლებამ მათ ამოსათხრელად და დასაწვავად მაშინვე ხალხი გაგზავნა.

* * *
ხსენება მღვდელმოწამისა ნიკოლოზისა (კონიუხოვი) და პეტრესი (კუზნეცოვისა), პრესვიტერთა (+1919)
* * *
ხსენება წმინდისა მოწამისა ზინაიდასი, საკვირველმოქმედისა
* * *
ხსენება წმინდათა ესიასი და სოსანასი, წმინდა პანკრატი, ტავრომენიელი ეპისკოპოსის მოწაფეთა (I)
* * *
ხსენება წმინდათა მოწამეთა ტარასისა და იოვანესი, მახვილით განგმირულთა
* * *
ხსენება ღირსისა დედისა სებასტიანასი, საკვირველმოქმედისა, რომელმან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს
* * *
ხსენება ღირსთა სტეფანესი და ანთიმოზისა, მოშურნე მღვდელთა, მშვიდობით აღსრულებულთა


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
17.10.2023
ღვთის ეს რჩეული მცირე აზიის ქალაქ ატალიიდან (თანამედროვე ანტალია) გახლდათ, მშობელთა გარდაცვალების შემდგომ მთელი ქონება გლახაკთ დაურიგა,
17.10.2023

ეს წმინდა დედა, ზოგიერთი წყაროს მოწმობით, მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და არტემიდას ტაძრის ქურუმი იყო.

17.10.2023
ეს ღირსსაკვირველი მოღვაწე III საუკუნეში ცხოვრობდა და ორიგენეს მოწაფე გახლდათ, 231 წელს კი ალექსანდრიის სახელგანთქმულ სკოლას ჩაუდგა სათავეში.
17.10.2023
წმინდა ქალწული კილიკიაში დიოკლეტიანეს ზეობისას ცხოვრობდა და ერთ კაცს, სახელად კლავდიუსს ემსახურებოდა.
26.09.2023
ცოტა რამ ვიცით წმინდა თერაპონტეს ცხოვრების შესახებ. წმინდა ანდრია კრიტელს კონსტანტინოპოლში,
24.09.2023
წმინდა სილუანე წარმოშობით ღაზის გარეუბნიდან იყო და თავიდან მეომრად მსახურობდა. შემდეგ მიწიერი მეომრობა დაუტევა
24.09.2023
წმინდა ნაზარი რომში დაიბადა. მამა ებრაელი ჰყავდა, დედამისი, პერპენტუა, ქრისტიანი იყო: ის თვით პეტრე მოციქულმა მონათლა.
21.09.2023
წმინდა პაფნუტი ტომით ეგვიპტელი იყო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნისას განმგებელმა არიალემ ბრძანა,
14.09.2023
ეს ახოვანი მოღვაწე დაახლოებით 283 წელს, ნუმერიანეს ჟამს იშვა.
14.09.2023
ეს მოღვაწე სებასტიაში ლიცინიუსის მმართველობისას (307 - 324 წლები) ცხოვრობდა, ქრისტიანი გახლდათ,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ილარიონ ქართველი, საკვირველმოქმედი, მთელ ქრისტიანულ სამყაროში ცნობილი და პატივსაცემი პიროვნება იყო.
1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com hot air balloon cappadocia

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canl casino

casino siteleri