წმინდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი (+303) – 07 (20) ივნისი
წმინდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი (+303) – 07 (20) ივნისი
წმინდა თეოდოტე წარმოშობით გალატიის ქალაქ ანკვირიდან გახლდათ, იგი წმინდა ქალწულმოწამე ტეკუსამ (ხსენება 13 მარტს) აღზარდა.

თეოდოტე დაქორწინდა, ფლობდა სასტუმროს, თავს პატიოსანი შრომით ირჩენდა და ყოველ უპოვარს, - ქრისტიანს თუ წარმართს, გულუხვად შეეწეოდა, რის გამოც უფლისგან კურნების მადლი ებოძა.

303-301 წელს ქრისტიანთა საშინელი დევნისას ნეტარმა ხორბლის და ღვინის დიდი მარაგი შექმნა და თავისი სასტუმრო იმ ადგილად აქცია, სადაც ქრისტიანები საკვებს და თავშესაფარს პოვებდნენ, ხოლო იმ აღმსარებელთ, ვისაც წილად ტყვეობა ერგო, უშიშრად ნახულობდა საპყრობილეებში და სულიერად განამხნევებდა, გარდაცვლილ მოწამეებს კი აპატიოსნებდა და ქრისტიანულად კრძალავდა.

სწორედ ასე განამხნევებდა მეგობარსაც, სახელად - ვიქტორს, წარმართნი ქრისტეს უარყოფის სანაცვლოდ უხვ საბოძვარს და მიწიერ პატივს რომ ჰპირდებოდნენ. თუმცა, უკანასკნელ წუთებში შედრკა და მოწამებრივი გვირგვინი დაკარგა.

სხვა ქრისტიანმა, ვალენტიმ ბოლომდე დაითმინა ტანჯვა, თეოდოტემ მის სხეულს მდინარე გალისში მიაგნო და მიწას მალის (დღეს ამ ადგილს კალეჯიკი ჰქვია) ციხესიმაგრესთან მიაბარა.

იქვე შეხვდა ადრე მის მიერ საპყრობილეებიდან გამოხსნილ ქრისტიანებს, მისი ხილვით ძლიერ რომ განიხარეს და ერთად ტრაპეზი გადაწყვიტეს, თან მალიდან ერთი მღვდელი, ფრონტონიც მოიწვიეს.

თეოდოტემ ამ ადგილას, რომელიც მისი მყუდროების გამო ძლიერ ესათნოა, ფრონტონს საძვალის აგება შესთავაზა მოწამეთათვის და შეჰპირდა, - ტაძრისთვის წმინდა ნაწილებს თავად გამოგიგზავნიო!

ანკვირს დაბრუნებულს იქაურობა დიდ შფოთში დახვდა: - მისი დეიდა, ტეკუსა, ექვსი თანამოღვაწითურთ წარმართთ შეეპყროთ.

თეოდოტმა სხვა ქრისტიანებითურთ თავი უსაფრთხო ადგილს შეაფარა და უფალს მათ განმტკიცებას შეევედრა.

ოდეს შეიტყო, წმინდა დედებმა ქრისტეს უერთგულეს და ისე აღესრულნენ, განიხარა და იმაზე იწყო ფიქრი, თუ როგორ აღმოეყვანა მათი სხეულები ტბიდან, სადაც ჯალათებმა ჩაყარეს და წესისამებრ დაეკრძალა.

ლოცვისას წმინდა ტეკუსა გამოეცხადა და ურჩია, ეს ღვთივსათნო საქმე დაუყოვნებლივ და უშიშრად აღესრულებინა.

ღამეულ ბინდში მიადგნენ თეოდოტე და მისი თანმხლებნი ტბის სანაპიროს, საშინელი ქარბუქი რომ ატყდა, მალე კი ტალღებმა ნაპირზე გამორიყა მარტვილთა ცხედრები.

ტბის ნაპირას ჩამწკრივებულ საიმპერატორო დაცვას კი ჩირაღდნებიანი წმინდა მოწამე სოსანდრე გამოეცხადა, რამაც უკიდურესად შეაშინა ისინი და იქაურობა უკანმოუხედავად დატოვეს.

ქრისტიანებმა კი ქალწულმოწამეთა ნაწილნი აღმოიყვანეს და ტაძარში პატივით დაკრძალეს.

ამ ამბავმა მეორე დღეს მთელი ქალაქი აღაშფოთა, მმართველის ბრძანებით, მეომრებმა ყველა ქრისტიანი შეიპყრეს, მათ შორის, თეოდოტეს ერთ-ერთი მეგობარი, სახელად პოლიქრონიოსი, რომელმაც წამებას ვერ გაუძლო, მოწამეთა დაფლვის ადგილი გაამხილა და ისიც გაამჟღავნა, რომ სიწმინდენი ტბიდან თეოდოტემ აღმოიყვანა.

მმართველმა მყისვე ბრძანა, მარტვილნი საფლავებიდან ამოეთხარათ და ცეცხლისთვის მიეცათ, თეოდოტე კი შეეპყროთ.

ნეტარმა ყური არ ათხოვა მეგობართა თხოვნას, იქაურობას გასცლოდა და მტარვალს საკუთარი ფეხით ეახლა.

სასამართლოზე დამცინავად შეავლო თვალი საწამებელ იარაღებს და მისთვის განმზადებულ ცეცხლს, მტკიცედ უარყო უსჯულოს ლიქნით აღვსილი დანაპირები და არც იმ ღმერთთა დაცინვას მორიდებია, ქრისტეს ერთი მეომრის წინააღმდეგ ამდენი შეიარაღებული ჯარისკაცი რომ დასჭირდა.

მისმა სიტყვამ უაღრესად გააშლეგა მმართველი და მისი წარმართი ქურუმნი, გონწართმეულებმა თმა და სამოსი რომ შემოიგლიჯეს, არანაკლებ გაცოფებულმა ბრბომ კი მათი ღმერთების უარმყოფლის უმოწყალო დასჯა ითხოვა.

თეოდოტე საშინლად ტანჯეს, შემდეგ - მუხის ხეზე გააკრეს და სხეული რკინის კავებით დაუსერეს, ჭრილობებში ძმარი დაასხეს, ზედ კი ცეცხლმოდებული თივა დაადეს, მარტვილი კი იმეორებდა, - ამით კი არ გამტეხთ, უარესად მაძლიერებთ, რამეთუ უფალი ჩემი თავის მოყვარულთ არ დაუტევებს და თქვენთვის მიუწვდომელი ძალით განამტკიცებთო.

ჯალათებმა კბილები და ყბები ქვებით ჩაულეწეს, შემდეგ დაქანცულებმა თავი ანებეს და კვლავ საპყრობილეს მისცეს.

გავიდა ხუთი დღე და თეოდოტე კვლავ წარუდგა მსაჯულს, რომელმაც კვლავ სასტიკად ტანჯა მარტვილი, ბოლოს გავარვარებულ აგურებზე დააწვინეს, რომ ვერას გახდნენ, მმართველმა მისთვის თავის წარკვეთა და ცეცხლში შთაგდება ბრძანა.

სასჯელის აღსრულების ადგილს რომ მიუახლოვდნენ, თეოდოტმა მადლობა შესწირა უფალს და ეკლესიის მშვიდობა შესთხოვა, იქ მყოფი ქრისტიანნი კი ანუგეშა, პატიოსანი თავი მორჩილად დაუხარა ჯალათს და ასე მიიღო სიკვდილი.

ხოლო როდესაც მისი სხეულის დაწვა მოინდომეს, კოცონს იმგვარი ნათელი შემოერტყა, მტარვალებმა მიკარება და ცეცხლის შეგზნება ვეღარ შეძლეს და მარტვილის წმინდა ნაწილი დაწვას გადაურჩა.

იმავე დღეს მამა ფრონტონმა იმ ქალაქის სიახლოვეს ჩაიარა, დაღლილმა სახედარმა, ტვირთად ღვინო რომ მიჰქონდა, სწორედ იმ ადგილას შეისვენა, სადაც წმინდა მოწამის სხეული ესვენა და გარშემო მცველნი დახვეოდნენ.

მეომრებმა ღამის გასათევად მღვდელი თავისთან მიიწვიეს და თეოდოტეს მარტვილობის ამბავიც აუწყეს.

მაშინ ფრონტონმა თავისი ღვინის გასინჯვა შესთავაზა, ხოლო როდესაც შეზარხოშებულ მცველებს თავი ძილმა მოსტაცა, მარტვილის სხეული აიღო, სახედარზე მოათავსა, ამ უკანასკნელმა კი სწორედ იმ ადგილამდე მიიყვანა, სადაც თეოდოტემ ფრონტონს საძვალის და ტაძრის აგება სთხოვა.

ასე აღასრულა მოწამემ დადებული პირობა, - შენი ტაძრისთვის წმინდა ნაწილებს თავად გამოგიგზავნიო!

საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, წმინდა მამაო!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
17.09.2024
წმინდა სამი ახალმოწამე ვრახორიელი (აგრინიოელნი) იყვნენ პელოპონესელელები და ვაჭრობდნენ იოანინას მხარეში, სადაც ისწავლეს თურქულადაც საუბარი.
17.09.2024
ხსენების დღე 26 დეკემბერი (ბერძ.; რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ) და ათონის ღირსთა კრებულში, რუს მთაწმინდელ ღირს მამათა და კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ წამებულ ახალ მოწამეთა კრებულში (ბერძ.)
17.09.2024
ბევრი ინფორმაცია მისი ცხოვრების შესახებ არ გვაქვს. ეს დიდებული ახალმოწამე ქრისტიანული რწმენისა, ეწამა კონსტანტინოპოლში
17.09.2024
წმინდა საბა წარმოშობით იყო მცირე აზიის ნიგდედან და ეწამა ქრისტიანული რწმენისთვის კონსტანტინოპოლში, მას შემდეგ რაც თავი მოჰკვეთეს 1726 წლის 12 ნოემბერს,
16.09.2024
წმინდა არგირა დაიბადა 1688 წელს ბითვინიის ქალაქ პრუსაში, ღვთისმოსავი და კეთილშობილი მშობლებისგან, გიორგისა და სუსანასგან.
16.09.2024
წმინდა რომანოზის ხსენების დღეები: 6 იანვარი (ბერძნ.), ლაკონიის წმინდანთა კრებულში (ბერძნ.) და კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ წამებულ ახალმოწამეთა კრებულში (ბერძნ.)
15.09.2024
წმინდა ახალმოწამე გიორგი, მეტსახელად პაიზანოსი, გავრცელებული ტრადიციის თანახმად, დაიბადა სოფელ პლაგიაში, პლომარის რაიონში, კუნძულ ლესბოსზე.
15.09.2024
ნიკოლოზი იყო პატარა ქალაქ კარპენისიონის მკვიდრი. თხუთმეტი წლის ასაკში ის გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, რათა ემუშავა მამასთან ერთად, რომელსაც იქ პატარა დუქანი ჰქონდა.
15.09.2024
წმინდა ახალმოწამე პარასკევა იყო წარმოშობით ტრაპიზონიდან და იყო ერთ-ერთი გამოჩენილი პიროვნება ქალაქში.
15.09.2024
მღვდელმონაზონი ათანასე წარმოშობით პისიდიის (იგივე ატტალიის) სპარტიდან იყო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა იოანე ნათლისმცემელმა, როგორც შობით, მოწამებრივი სიკვდილითაც წინაუსწრო მაცხოვარს, ჩავიდა ჯოჯოხეთში და მართალთა სულებს მესიის მოსვლა ახარა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat