მღვდელმოწამე ელადიოს ეპისკოპოსი (VI-VII) - 28 მაისი (10 ივნისი)
09.06.2022
მღვდელმოწამე ელადიოს ეპისკოპოსი VI-VII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა. წმინდა მღვდელმთავრის მოწამებრივი აღსასრულის შესახებ ორი ვერსია არსებობს.
ერთის თანახმად, ქრისტიანთა დევნისას წმინდა მღვდელმთავარი ცეცხლში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად იქნა დაცული. იგი აღესრულა სასტიკი ცემისაგან. წმინდანისადმი მიძღვნილ კანონში ნათქვამია, რომ საპყრობილეში მას გამოეცხადა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და წყლულებისაგან განკურნა. მეორე ვერსიით, წმინდა ელადიოსი აწამეს სპარსელებმა რომის იმპერიაზე თავდასხმის დროს.