წმინდა მოწამე ადრიანე (+251) ქრისტეს აღსარებისათვის დააპატიმრეს იმპერატორ დეციუსის (249-251) დროს.
ერთ წარმართულ დღესასწაულზე უღმრთოებმა ყველა ქრისტიანი გამოიყვანეს საპატიმროებიდან იმ პირობით, რომ მსხვერპლს შესწირავდნენ კერპებს. წმინდა მოწამესაც აიძულებდნენ სამსხვერპლოსთან მისულიყო და იქ ხელისგულზე ძალად დადებული შესაწირავი დაეყარა და ამით თითქოსდა კერპებს მსხვერპლს შესწირავდა. წმინდანი მხნედ, თამამად მივიდა სამსხვეპლოსთან, დაანგრია იგი, ზედ დადებული მსხვერპლი ცეცხლთან ერთად მიმოფანტა. ამ საქციელით მან მმართველი და იქ მყოფი წარმართები ისე განარისხა, რომ წმინდანი შეიპყრეს და უმოწყალოდ სცემეს. ზოგი ჯოხით სცემდა, ზოგიც რკინის წკეპლით, სხვებმა კი ქვებით კბილები ჩაუმსხვრიეს. ბოლოს კი დიდი ღუმელი გაახურეს და წმინდანი შიგ ჩააგდეს. წმინდა ადრიანე ხორცით ღუმელში დაიწვა, ხოლო სულით კი წარდგა უფლის წინაშე. ბასილის თვენის მიხედვით წმინდა მოწამე ადრიანე ლეონიდესა და ირინესთან ერთად ეწამა, რომელთა ხსენებაც 16 აპრილსაა.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი