მღვდელმოწამე აბდია ეპისკოპოსი და ბენიამენ დიაკონი V საუკუნის მოწამეები არიან. ისინი ცხოვრობდნენ იმპერატორ თეოდოსი II უმცროსის (408-450 წწ.) დროს.
წმინდა აბდია სპარსეთში მოღვაწეობდა. იგი ქალაქ სუზის ეპისკოპოსი გახლდათ. იმ დროისათვის სპარსეთს მართავდა მეფე ეზდიგერდ I (399-422 წწ.). მისი მმართველობის გარკვეულ წლებში სპარსეთში მცხოვრები ქრისტიანთა მდგომარეობა გაუმჯობესდა, რადგან ერთმა მესოპოტამიელმა ეპისკოპოსმა, წმინდა მარუთამ, ძლიერი ზეგავლენა მოიპოვა მეფეზე მას შემდეგ, რაც მძიმე სენისგან განკურნა. ეზდიგერდმა შეწყვიტა ქრისტიანების დევნა, მათ ტაძრების მშენებლობისა და ღვთისმსახურების თავისუფლად ჩატარების ნება დართო.
ერთხელ ეპისკოპოსმა აბდიამ გადაწვა მაზდეანური ბომონი. იეზდიგერდმა ქრისტიან მღვდელმთავარს ბომონის აღდგენა მოსთხოვა, რაზეც მან უარი განაცხადა. ღირსმა აბდიამ სიკვდილით დასჯა არჩია წარმართული ტაძრის განახლებას. განრისხებულმა მეფემ ქრისტიანული ტაძრების დანგრევა ბრძანა; ამას ქრისტიანთა დევნა მოჰყვა, რომელიც სპარსეთში ხანმოკლე შუალედებით მთელ ოცდაათ წელს გაგრძელდა. პირველი მსხვერპლი თვით აბდია იყო. ხანგრძლივი წამების შემდეგ, სპარსეთის ქალაქ სუზაში წმინდა აბდიას თავი მოჰკვეთეს. ერთი თვის მერე აწამეს სხვა ქრისტიანებიც, მათ შორის დიაკონი ბენიამენი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი