წმინდა ევფროსინემ სიყმაწვილე კარელიაში, ბალაამის მონასტრის სიახლოვეს გაატარა. მან მშობლები დატოვა და ბალაამის მონასტერში დასახლდა.
იქ საეკლესიო მსახურება შეისწავლა და მონასტრულ ცხოვრებას გაეცნო. თუმცა შემდგომ მონასტრიდან წამოვიდა, ნოვგოროდის მხარის ერთ სოფელში წიგნის მკითხველი გახდა. როცა სრულწლოვანების ასაკს მიაღწია, ტიხვინის მიძინების მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და მოსაგრეობისადმი დიდი მოსურნეობა გამოიჩინა. 1600 წელს იღუმენის კურთხევით განდეგილის ცხოვრებას შეუდგა. ქალაქ დიდი უსტიუგიდან 16 კილომეტრში, გაუვალ ტყეში, ერთ მყუდრო ადგილას დასახლდა. მკაცრად მოსაგრეობდა, დღედაღამ ლოცულობდა, მხოლოდ ტყის კენკრითა და სოკოთი საზრდოობდა. წმინდანის შესახებ შეიტყვეს იქაურებმა. ბევრმა ღვთისმოშიშმა ქრისტიანმა იწყო სიარული და მასთან დასახლება. წმინდანმა ხარების სახელობის ეკლესია ააშენა, დააარსა მონასტერი, რომელსაც თავისი დაფარულმცოდნელობის მადლით მართავდა. იმ არეულ დროს (1605-1622 წლებში) რუსეთი უმეფოდ დარჩა, შიდა ომები ანგრევდა ქვეყანას. ერთმანეთს დარეულ ძმებს პოლონელებმა შეუტიეს, სმოლენსკი აიღეს, მეორე მხრიდან შვედები მოადგნენ და ნოვგოროდი აიღეს. უსტიუგელთა უმეტესობამ თავი წმინდა ევფროსინეს მონასტერს შეაფარა. 1612 წლის 19 მარტს ერისკაცებმა წმინდა ევფროსინეს მოთხოვნით მონასტერი დატოვეს და გაიქცნენ, რადგან წმინდა ევფროსინეს ღვთისაგან ეუწყა, რომ სავანეს პოლონელები დაარბევდნენ. თვითონ კი მონასტერში დარჩა - მე აქ იმიტომ მოვედი, რომ ქრისტესთვის მოვკვდეო. გაამხნევა და მოწამეობისკენ მოუწოდა ბერ იონას, რომელიც გაქცევას აპირებდა. შემდეგ დიდ სქემაში შეიმოსა და ლოცვით დაელოდა სიკვდილს. დღე და ღამე ლოცულობდა, ვიდრე პოლონელებმა ალყაში არ მოაქციეს მონასტერი. ჯარისკაცებმა მონასტრის ქონება მოითხოვეს. მაგრამ რას მისცემდა, რაც არ ჰქონდა. არ დაიჯერეს, სავანე დაარბიეს და როცა ვერაფერი იპოვეს, წმინდა ევფროსინეს ცულით თავი გაუხეთქეს. მოწამებრივად აღესრულა ბერი იონაც. მხოლოდ 43 წლის შემდეგღა (1655 წ.) მოხერხდა წმინდა მოწამეების ნაწილთა ეკლესიაში გადასვენება, მათი კანონიზაცია კი 1915 წელს მოხდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში.
....................................
წმინდა მღვდელმოწამე ვასილი სოკოლოვი, დიაკვანი (1938)
მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.
.............................
წმინდა მოწამე როდიონი, წმინდა მოწამე აკილა ეპარქი, წმინდა მოწამე ემმანუელი
ამ სამ წმინდანს სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას ქრისტეს სიყვარულისთვის თავები მოჰკვეთეს.
წმინდა მოწამე ლოლიონი, კვერით მოკლული
ამ ოთხ წმინდანს ბიზანტიური სვინაქსარი მოიხსენიებს.
* * *
ამ დღეს მოიხსენიება დასავლეთ ეკლესიაში მოსაგრე წმინდა მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი წმინდა კუტბერტ ლინდისფარელი (+687 წ.)
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი