წმინდა თეოსტერიქტე VIII საუკუნეში დაიბადა ბითინიის ქალაქ ტრიგლიაში. ჯერ კიდევ ახალგაზრდა მონაზვნად აღიკვეცა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის პელიკიტის მონასტერში.
შემდგომში ის ამ სავანის იღუმენად აირჩიეს.
იმპერატორ ნიკოლოზ კომპრონიმოსის ბრძანებით, მცირე აზიაში თრაკიის თემის მმართველმა მიქაელ ლახანოდრაკონმა ხატთაყვანისმცემელთა დევნა დაიწყო. თავს დაესხა მონასტერს საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობის დროს, ოცდათვრამეტი გამორჩეული მონაზონი შეიპყრო და აწამა, შემდეგ კი ეფესოში, გაუქმებულ აბანოში შეყარა და კარი ამოუქოლა. ზოგიერთი მათგანი იქ დაიხოცა შიმშილისა და ჭრილობებისგან. სხვა მონაზვნებს მისი ბრძანებით ცხვირები დააჭრეს, ფისი წაუსვეს და წვერი დაუწვეს, ხოლო ცეცხლს მისცა მონასტრის ეკლესია და სხვა შენობები.
იღუმენ თეოსტერიქტესაც წააჭრა ცხვირი და წვერი დაუწვა, მერე კონსტანტინოპოლში გააგზავნა, სადაც წმინდანი პრეტორიის ციხეში ჩაამწყვდიეს წმინდა სტეფანე ახალთან და სხვა ორმოცდაათ აღმსარებელთან ერთად. როცა დევნა შეწყდა, წმინდანი დაბრუნდა თავის იავარქმნილ მონასტერში და თავისი მეგობრისა და სულიერი მამის წმინდა ნიკიტა მიდიკიელის (ხს. 3 აპრილს) დახმარებით აღადგინა. შემდგომში "წმინდა ნიკიტას ცხოვრება" დაწერა.
წმინდა თეოსტერიქტე ხანდაზმული გარდაიცვალა და შეიმკო ჭეშმარიტი რწმენის აღმსარებელის გვირგვინით.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი