წმინდა მოწამე პაპასი ლიკეონის მხარის ქალაქ ლარანდაში ცხოვრობდა იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს.
მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, რისთვისაც მმართველმა მაგნიუსმა ჯერ საკუთარ ქალაქში აწამა, შემდეგ დიოკესარიაში, ბოლოს კი ისავრის სელევკიაში. მმართველის ბრძანებით, წმინდა პაპასი სასტიკად გაამათრახეს, ყბის ძვლები შეუმუსრეს, შემდეგ კი ლურსმნებგაჩრილი რკინის ფეხსაცმელი ჩააცვეს. მმართველმა მაგნიუსმა აიძულა იგი, ერბინა და თვითონ ცხენებით მიჰყვებოდა, ასე ჩაიყვანა ლარანდიდან ისავრიის დიოკესარიაში, ხოლო იქიდან სელევკიაში. წმინდა პაპასი გზაში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ერთ გამხმარ ლეღვის ხესთან შეჩერდა და უკანასკნელად შეევედრა უფალს. წმინდანი იქვე დამარხეს. შემდგომში ამ ლეღვის ხემ უხვად გამოიღო ნაყოფი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი