წმინდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე (IV) - 7 (20) მარტი
წმინდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე (IV) - 7 (20) მარტი
დიოკლეტიანეს მმართველობის მეჩვიდმეტე წელიწადს, 300 წელს, იერუსალიმის მთავარეპისკოპოსმა, ერმონმა, ვითარცა ახალი მოციქულნი, ღვთის სიტყვის საქადაგებლად მღვდელმთავარნი სხვადასხვა ქვეყანაში დაგზავნა.

მახარებლებმა ყირიმსა და სკვითთა მიწებამდე ჩააღწიეს.

წმინდა ბასილი ხერსონესში ჩავიდა და იქაურ წარმართთა მოსაქცევად ძალა არ დაუზოგავს. თუმცა, მისი მხილებით უკიდურესად გაღიზიანებული იქაურები ნეტარს ჯერ თავს დაესხნენ, შემდეგ კი - განდევნეს.

მაშინ წმინდა მამა ერთ გამოქვაბულს შეეფარა და უგუნურთათვის სულიერი თვალის აღსახელად ლოცვა იწყო.

აქ კი წმინდა ბასილის შესახებ თხრობას დროებით ვწყვეტთ და მცირეოდენ ისტორიულ ექსკურსს გთავაზობთ:

* * *

თავრიდის (ყირიმის) პირველი განმანათლებელი წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული (ხსენება 30 ნოემბერს) გახლავთ. ამ მიწის გაქრისტიანებას, რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, თავად მისივე მტრები უქმნიდნენ ნიადაგს - რომის იმპერატორები სწორედ ამ მხარეში გადაასახლებდნენ ხოლმე სახელმწიფო დამნაშავეებს, რომელთა რიცხვში I-III საუკუნეებში ქრისტიანებსაც მოიაზრებდნენ.

ტრაიანეს მმართველობის ჟამს (89-117 წლები) ინკერმანის ქვის სამტეხლოებში გადაასახლეს წმინდა კლიმენტი რომაელი (ხსენება 25 ნოემბერს), სადაც თავისი მოციქულბერივი ღვაწლი გააგრძელა და მოწამებრივი გვირგვინიც აქვე მიიღო.

IV საუკუნის დასაწყისში ხერსონესში დაარსდა საეპისკოპოსო კათედრა. როგორც ზემოთ ვთქვით, დიოკლეტიანეს ზეობის ჟამს, 300 წელს, იერუსალიმის პატრიარქმა სახარების საქადაგებლად მსოფლიოს ყველა მხარეში გაგზავნა ეპისკოპოსნი. ორი მათგანი, ეფრემი და ბასილი, ხერსონესში ჩამოვიდა. შემდგომ ეფრემმა დუნაისპირა მიწებზე გადაინაცვლა, სადაც ქრისტეს ქადაგებისათვის ბევრი ტანჯვა და დამცირება დაითმინა. დევნის დაწყებისთანავე წმინდა ეფრემს თავი მოჰკვეთეს (ზუსტად ცნობილია მხოლოდ მისი გარდაცვალების დღე - 7 მარტი).

წმინდა ბასილიმ მრავალი კერპთაყვანისმცემელი მოაქცია, რამაც წარმართთა გულისწყრომა გამოიწვია. წმინდა აღმსარებელი დაიჭირეს, უმოწყალოდ გაუსწორდნენ და ქალაქიდან გააძევეს.

როგორც გითხარით, ღირსი მამა მთაში მდებარე უკაცურ გამოქვაბულს შეეფარა და უძილო ლოცვას მიეცა.

გამოხდა ხანი და უფალმა ბასილი ამ სასწაულით ანუგეშა:

სწორედ იმ დროს ერთ წარჩინებულ ხერსონელს ერთადერთი შვილი გარდაეცვალა.

მგლოვიარე მშობლებს ღვთისგან იმავე ღამით სიზმრად ეუწყათ, რომ გარდაცვლილისთვის შესაწევნად სწორედ იმ კაცისთვის უნდა ეხმოთ, ქალაქიდან ძალით რომ განდევნეს.

როგორც კი ბასილიმ ლოცვა იწყო, ბიჭუნას სიცოცხლე დაუბრუნდა, სიხარულით თავზარდაცემული მშობლები კი მოინათლნენ.

ამ ამბავმა ყველაფერი შეცვალა: - წმინდანი პატივით დააბრუნეს ქალაქში, ბევრმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა.

თუმცა, მოკლე ხანში იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311 წლები) ბრძანებით, ქრისტიანთა დევნა განახლდა. ქრისტეს მტრები წმინდა ბასილის წინააღმდეგაც აღდგნენ.

309 წლის 7 მარტს, ღამით, წმინდა მამას სენაკში მიუვარდნენ, შებოჭეს და ქვებით ჩაქოლეს. წმინდანის გვამი ქალაქგარეთ დააგდეს ნადირთა და ფრინველთა საჯიჯგნად, მაგრამ კარგა ხნის მანძილზე წმინდა ნაწილებს არაფერი მიკარებია. შემდგომ ქრისტიანებმა იგი საიდუმლოდ დაფლეს გამოქვაბულში.

ერთი წლის შემდეგ წმინდა ბასილის თანამოღვაწეებმა - ეპისკოპოსებმა ევგენიმ, ელპიდიმ და აღათოდორემ მისი აღსასრულის ამბავი გაიგეს, დატოვეს ჰელესპონტის ქვეყანა, სადაც ქადაგებდნენ, ხერსონესში ჩამოვიდნენ, მრავალი იღვაწეს, ბოლოს კი წინამორბედთა ბედი გაიზიარეს: - 311 წლის 7 მარტს გაცოფებულმა წარმართებმა ისინი ქვით ჩაქოლეს.

რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე წმინდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის (ხსენება 21 მაისს) დროს, იერუსალიმიდან ხერსონესში ჩამოვიდა ეპისკოპოსი ეთერიოსი. თავიდან მასაც დიდი წინააღმდეგობები გადახდა წარმართთაგან, მაგრამ შემდეგ წმინდა იმპერატორმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც ხერსონელ ქრისტიანებს თავისუფლად შეეძლოთ ღვთისმსახურების ჩატარება. წმინდა ეთერიოსის ძალისხ¬მევით, ქალაქში ქრისტიანული ტაძარი აშენდა.

იმპერატორის წინაშე მადლიერების გამოსახატად წმინდა ეთერიოსი კონსტანტინოპოლს გაემგზავრა. უკან დაბრუნებისას შეუძლოდ შეიქნა და ბერძენთა ქვეყანაში, კურძულ ამოსზე, 7 მარტს აღესრულა.

წმინდა ეთერიოსის ნაცვლად იმპერატორმა ხერსონესში გამოგზავნა ეპისკოპოსი კაპიტონი. ქრისტიანები სიხარულით შეხვდნენ მას, წარმართებმა კი - სასწაულის აღსრულება მოსთხოვეს.

უფლის ნებას მინდობილი კაპიტონი მღვდელმთავრის შესამოსელში აგიზგიზებულ კოცონზე დადგა და დიდხანს ლოცულობდა, შემდეგ კი ფილონის კალთით გახურებული ნაკვერჩხლები გამოიტანა.

ამ სასწაულით გაოგნებულმა წარმართებმა ირწმუნეს უფლის ყოვლისშემძლეობა. ამ სასწაულსა და წმინდა კაპიტონის საკვირველი რწმენის და საქმეთა შესახებ ეუწყათ წმინდა კონსტანტინესა და ნიკეის I მსოფლიო კრების (325 წელი) მონაწილე მამებს. რამდენიმე წლის შემდეგ წმინდა კაპიტონი ეპარქიის საქმეებზე კონსტანტინოპოლს გაემგზავრა. ქარიშხალმა ხომალდი დუნაის ნაპირებზე გამორიყა. ადგილობრივმა წარმართებმა ხომალდი ხელთ იგდეს და ყველა მგზავრი ზღვას მისცეს, მათ შორის - წმინდა კაპიტონიც. ეს 21 დეკემბერს აღს-რულდა. წმინდა კაპიტონის ხსენება წმინდა ეკლესიამ 7 მარტს დააწესა, ისევე, როგორც სხვა წმინდა ხერსონელ მღვდელმთავართა ხსენება.

მღვდელმოწამეთა ღვაწლმა და ღვთისთვის დათხეულმა წმინდა სისხლმა ხერსონელნი რწმენაში განამტკიცა და შემდგომ სწორედ ეს ადგილი იქცა რუსთა სულიერ ცენტრად, საიდანაც ქრისტიანობა ჩრდილოეთში გავრცელდა.

987 წელს ხერსონესშივე მოინათლა წმინდა მოციქულთასწორი, რუსთა მთავარი ვლადიმერი.

შეიძლება ითქვას, ეს ქალაქი რუსეთს ქრისტიანობის აკვნად ექცა.

კონდაკი:
ნათლით შემოსილი დღე ბრწყინვალედ აღმობრწყინდა მწყემსთა ქერსონეს შინა მღვდელმთავრობით ცხორებულთა, რომელსა დღესასწაულსა უგალობთ, რამეთუ ივნის სამწყსოსათვის ქრისტესისა და ვედრებით უღაღადებთ: მღვდელმოწამენო, ევედრენით მწყემსმთავართა თავსა ქრისტესა, რაითა ჩუენთა მარჯვენთა ცხოვართა თანა დგომათ ღირს გუყვენეს, რაითა გიგალობდეთ თქუენ: გიხაროდენ მამნო, მღვდელმთავარნო, ქრისტესთვის სისხლთა თუენთა დამთხეველნო.


ხატის წყარო


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat