წმინდა ქალწულმოწამე კირანა დაიბადა სოფელში, თესალონიკის შორიახლოს. იგი XVIII საუკუნის მოწამე გახლავთ.
კირანა გამოირჩეოდა სილამაზით. ის წმინდად და ღვთივსათნო ცხოვრებით ცხოვრობდა. ერთხელ გადასახადების აკრეფისას იგი ერთმა იანიჩარმა შენიშნა. ურჯულო სამხედრო მოხიბლა ქალწულის გარეგნობამ და დანახვისთანავე შეუყვარდა. იანიჩარმა არ დაფარა თავისი გრძნობები. კირანამ მას გულგრილობით უპასუხა. შეურაცხყოფილმა სამხედრომ გოგონა ძალით წაიყვანა ქალაქის სამსჯავროზე და ცრუმოწმეებად სამხედროები გამოიყენა. მათ დაამოწმეს, რომ კირანა იანიჩარს ცოლობას და ისლამის მიღებას დაჰპირდა. კირანამ ყოველივე უარყო, მეტიც, მან განაცხადა: მე ქრისტიანი ვარ, ქალწულების აღთქმა მაქვს დადებული და მზად ვარ სისხლი დავღვარო ჩემი რწმენის გამო". გოგონას შეუპოვრობამ და სიმტკიცემ ქალაქის თავი განარისხა, მან ბრძანა კირანა საპყრობილეში ჩაეგდოთ. იანიჩარმა ქალაქის თავისგან მოიპოვა უფლება საპყრობილეში მოენახულებინა კირანა თავის მეგობარ სამხედროებთან ერთად. ისინი სიკვდილით ემუქრებოდნენ გოგონას, კირანას არ აშინებდა ურჯულო მეომრების მუქარა, ყურადღებასაც კი არ აქცევდა მათ. განრისხებული მეომრები ფიზიკურად გაუსწორდნენ გოგონას: ერთმა ჯოხი ჩაარტყა, მეორემ - მუშტი, მესამემ - წიხლი... როცა მეომრებმა საპატიმრო დატოვეს, ციხის დარაჯმა ხელებით დაკიდა ქრისტიანი ქალწული და გაამათრახა. პატიმრებს ძალიან ეცოდებოდათ ქალწული. კირანამ უარი განაცხადა ჭამაზე, ის არად აგდებდა ფიზიკურ ტკივილს.
პატიმრობის მეშვიდე დღეს, ციხის დარაჯმა იანიჩარი არ შეუშვა კირანას სანახავად, რაზედაც ურჯულო მეომარი ძალიან გაბრაზდა და ქალაქის თავთან დაასმინა. ქალაქის თავმა უსაყვედურა ციხის მცველს, ამ უკანასკნელმა კი მთელი აგრესია ქრისტიან გოგონაზე გადაიტანა: უმოწყალოდ სცემა და სისხლიანი, უგონოდ მყოფი დატოვა საკანში. მალე წმინდა კირანას სხეული ღვთიურმა ნათელმა მოიცვა, საკანში სასიამოვნო სურნელი დატრიალდა. ღვთიურმა სინათლემ მთელი საპატიმროც მოიცვა. წმინდა კირანა ეწამა 1751 წელს. მისი სხეული ქრისტიანებმა ჩუმად მიაბარეს მიწას ქალაქის გალავანთან.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი