წმინდა მღვდელმოწამე პროტერი, ალექსანდრიელი პატრიარქი (+457) - 28 თებერვალი (13 მარტი ან 12 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა მღვდელმოწამე პროტერი, ალექსანდრიელი პატრიარქი (+457) - 28 თებერვალი (13 მარტი ან 12 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა კირილეს გარდაცვალების შემდეგ ალექსანდრიის პატრიარქის ტახტი მონოფიზიტმა დიოსკორემ (444-451) დაიკავა. მან მთელ ეგვიპტეში გაავრცელა მონოფიზიტობის ერესი. ეს ცრუ სწავლება V საუკუნეში გამოჩნდა ქრისტიანულ ეკლესიაში. ეს იყო კონსტანტინოპოლელი არქიმანდრიტის, ევტიქიოსის მწვალებლური სწავლება იესო ქრისტეს ბუნების შესახებ. მისი მტკიცებით, იესო ქრისტეში იყო ერთი ღვთაებრივი ბუნება და ერთი ნებისყოფა, ხოლო კაცის ბუნება და ნებისყოფა ჩანთქმული იყო ღვთაებრივ ბუნებაში. ამრიგად, მონოფიზიტობის თანახმად, ძე ღვთისა ორ ბუნებიანად (ღვთაებრივი და ადამიანური) შეიძლება ვაღიაროთ მხოლოდ მის განხორციელებამდე. განხორციელების შემდეგ ღვთაებრივმა ბუნებამ იმდენად შთანთქა ადამიანური, რომ ამ უკანასკნელმა თავისი სუბსტანცია მთლიანად დაკარგა. ამის შემდეგ ძე ღვთისა მხოლოდ ერთბუნებიანია.

ამ დროს ალექსანდრიაში ცხოვრობდა მღვდელი პროტერი, რომელიც უშიშრად ამხელდა ერეტიკოსებს და გაბედულად აღიარებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. პროტერი გამოირჩეოდა ღვთივსულიერი გონებით, სიბრძნით და ცხოვრების წმინდა წესით. ის ხედავდა, რომ მრავალი ადამიანი აცდუნა პატრიარქმა დიოსკორემ თავისი ცრუ სწავლებით უფლის ერთი ბუნების შესახებ, ამიტომ აშკარად დაუპირისპირდა მწვალებელ პატრიარქს. დიოსკორე ცდილობდა პროსტერის გადაბირებას, საამისოდ მას პროტოპრესვიტერის წოდებაც მიანიჭა, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

451 წელს გამართულ ქალკედონის მსოფლიო კრებაზე წმინდა მამებმა დაგმეს ევტიქიოსის მწვალებლობა, მონოფიზიტობა და შეადგინეს სარწმუნოების მართლმადიდებლური განსაზღვრება. ეკლესიის მნათობთა ნააზრევის საფუძველზე კრებამ საბოლოოდ ჩამოაყალიბა დოგმატური სწავლება სამების მეორე ჰიპოსტასზე - სიტყვა ღმერთსა და მის განკაცებაზე. მის მიხედვით, იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცია, ერთარსი მამისა ღმრთეებით და ერთარსი ჩვენი კაცებით (ადამიანურობით), ჩვენივე მსგავსი გარდა ცოდვისა, ღმრთეებით მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ხოლო კაცობრივად ჩვენთვის და ჩვენივე ხსნისთვის შობილი ქალწულისგან მარიამისა. განხორციელების შემდეგ ის ერთი პირია, მაგრამ ორი ბუნების მქონე, რომლებიც მასში შეურწყმელად, უცვლელად, განუყოფლად და განუყრელადაა შეერთებული. ქალკედონის კრების განჩინება ამბობს: "წმინდა მამათა მიმდევარნი, ყველანი ერთხმად მივუთითებთ - აღიარებულ იქნას ერთი და იგივე ძე, უფალი იესო ქრისტე, როგორც სრული ღმერთი და სრული ადამიანი, ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანი - იმავე სხეულისა და გონიერი სულისაგან. მამისა თანაარსი ღვთაებრივად და ჩვენი - კაცობრივად. ჩვენი მსგავსია ყველაფრით, გარდა ცოდვისა. იგი იშვა უწინარეს საუკუნეთა მამისაგან ღვთაებრივად, ხოლო ბოლო ჟამს ჩვენთვის და ჩვენი გადარჩენისთვის იშვა კაცობრივად ქალწულ ღვთისმშობელ მარიამისგან. ვაღიარებთ ერთსა და იმავე ქრისტეს, ძეს, უფალს, მხოლოდშობილს, რომელშიც ორი ბუნება შეიცნობა შეურევნე¬ლად, უცვლელად, განუყოფელად და განუშორებლად"...

ქალკედონის კრებაზე დიოსკორეს ხარისხი აჰყარეს და განკვეთეს, ალექსანდრიის საპატრიარქო ტახტზე კი მკაცრი და კეთილმსახური ცხოვრებით განთქმული პროტერი აღასაყდრეს.

მწვალებელი პატრიარქის დიოსკორეს განდევნის შემდეგ ალექსანდრიაში დარჩა მისი ბევრი მიმდევარი, რომლებიც აღდგნენ ახალი პატრიარქის არჩევის წინააღმდეგ. ალექსანდრიის ეკლესია ორ ნაწილად გაიყო: ერთნი მხარს უჭერდნენ პროსტერს, მეორენი კი დიოსკორეს დაბრუნებას ითხოვდნენ, და გმობდნენ ქალკედონის კრების გადაწყვეტილებას. ბევრი განსაცდელი გადაიტანა პროსტერიმ დიოსკორეს მომხრეებისაგან. ერეტიკოსებისგან თავის დასაცავად ახალმა პატრიარქმა სამხედრო დაცვა მოითხოვა.

ამბოხებულებმა მათ დასაშოშმინებლად გამოგზავნილი მეომრები დაწვეს. კეთილმსახურმა იმპერატორმა მარკიანემ (450-457) გამხეცებულ ალექსანდრიელებს წაართვა ყოველგვარი პრივილეგიები, რომლებითაც ისინი სარგებლობდნენ და ქალაქში მეომართა ახალი, გაძლიერებული რაზმი გაგზავნა. მაშინ კი დაცხრნენ მეამბოხენი და თავად პატრიარქ პროტერის სთხოვეს, ეშუამდგომლა იმპერატორთან მათთვის ძველი პრივილეგიების დასაბრუნებლად. მშვიდმა და უბოროტო მწყემსმთავარმა დახმარება აღუთქვა ალექსანდრიელებს და შეუსრულა კიდეც დანაპირები.

მარკიანეს სიკვდილის შემდეგ ერეტიკოსებმა კვლავ წამოყვეს თავი. არეულობა ალექსანდრიელმა ხუცესმა ტიმოთე ელურმა წამოიწყო, რომელსაც მეტსახელად ცოფიანი ეწოდა. ტიმოთე პატრიარქობაზე აცხადებდა პრეტენზიას. მოტყუებით და ეშმაკობით ტიმოთემ პატრიარქის წინააღმდეგ განაწყო ეგვიპტის მონასტრების ბერ-მონაზვნობა და უდაბნოში დაყუდებული ზოგიერთი ბერიც. ბნელ უმთავარო ღამეს მან ჩაიცვა მუქი სამოსი, შეიპარა მონასტრის კელიებში და თითოეულ ბერს მიმართავდა სახელით. როდესაც ეკითხებოდნენ, თუ ვინ იყო და რა უნდოდა მათგან, ის პასუხობდა: "მე უფლის მიერ გამოგზავნილი ანგელოზი ვარ, რათა გაგაფრთხილოთ, რომ არ იქონიოთ საერთო პატრიარქ პროტერთან და არ აღიაროთ ქალკედონის კრებაზე მიღებული დოგმატი და გადაწყვეტილებები. ალექსანდრიის პატრიარქად უნდა დაადგინოთ ტიმოთე ელური." ბერებმა ტიმოთეს ტყუილი ჭეშმარიტებად მიიღეს, დაიჯერეს, ერთმანეთს უყვებოდნენ მოსმენილის და ნანახის შესახებ. მოტყუებული ბერ-მონაზვნობა ერთად შეიკრიბა და ალექსანდრიაში ჩავიდა. დაბრმავებული ბერ-მონაზვნობა ტიმოთეს მომხრეებს შეუერთდა, მათ მოისურვეს ძალით გაეგდოთ ეკლესიიდან პატრიარქი. ტიმოთემ ბევრი მომხრე შეიძინა, ზოგი აცდუნა, ზოგი მუქარით მიიმხრო, ზოგიც მოისყიდა. მან ისარგებლა ქალაქის თავის არყოფნით და სათავეში ჩაუდგა მოჯანყეებს. აჯანყებულებმა საეკლესიო კანონების იგნორირებით, ალექსანდრიის პატრიარქად ტიმოთე გამოაცხადეს.

წმინდა პროტერიმ გადაწყვიტა, დაეტოვებინა ალექსანდრია, მაგრამ იმ ღამით ძილში ეჩვენა წინასწარმეტყველი ესაია, რომელმაც უთხრა: "დაბრუნდი ქალაქში, მე იქ დაგელოდები!" ნეტარი მამა მიხვდა, რომ ეს ხილვა მისი მოწამებრივი აღსასრულის მოახლოებას მოასწავებდა, დაბრუნდა ალექსანდრიაში და სანათლავს შეაფარა თავი. ამბოხებულმა ერეტიკოსებმა მიაგნეს თავშესაფარს, შეცვივდნენ შიგ და პატრიარქი მისი ექვსი თანმხლები პირით სიცოცხლეს გამოასალმეს. უღმერთოები იმანაც კი ვერ შეაჩერა, რომ ბრწყინვალე აღდგომის წინა დღე - დიდი შაბათი იდგა. მათი გააფთრება იქამდე მივიდა, რომ მოკლული მღვდელმთავრის ცხედარს თოკი გამოაბეს, ქუჩაში გამოათრიეს, გვემეს, დაასახიჩრეს, ბოლოს კი დაწვეს და ფერფლი ქარს გაატანეს.

პროტერის მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ ალექსანდრიის პატრიარქად უკანონოდ გამოცხადებულმა ტიმოთემ სინოდის პირველივე სხდომაზე არა მხოლოდ ქალკედონის კრების მომხრე ეპისკოპოსები, არამედ მეფეცა და პატრიარქიც განკვეთილად გამოაცხადა, საეკლესიო დიპტიქებიდან მთავარეპისკოპოსი პროტერის სახელი ამოშალა და მის ნაცვლად დიოსკორესი შეიტანა. 457 წელს, იმპერატორი მარკიანეს გარდაცვალების შემდეგ, სამეფო ტახტზე სამხედრო პირი, წარმოშობით თრაკიელი ლეონი ავიდა, რომელიც ისტორიაში ლეონ I დიდის სახელითაა ცნობილი. ამ დროისათვის ერესის მძვინვარების გამო ქვეყანაში მეტისმეტად მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა შეიქმნა. იმპერატორ ლეონს დიდი გონიერების გამოჩენა მოუხდა იმპერიის პროვინციაში ერეტიკოსთა ამბოხების ჩასაწყნარებლად. მან ტიმოთე ელურზე გამოგზავნილი საჩივრები ყველა ეპისკოპოსს დაუგზავნა და ალექსანდრიაში შექმნილ ვითარებაზე აზრი ჰკითხა. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობამ ტიმოთე ელურის ქრისტიანისათვის სრულიად შეუფერებელი საქმეები დაგმო, გადაწყვეტილება უცბად მაინც არ მიუღია. იმპერატორმა ტიმოთე კონსტანტინოპოლში გამოიძახა და მხოლოდ რომის პაპის ლეონის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ იგი ხერსონესზე გადაასახლა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat