მღვდელმოწამე ნესტორი, მაგიდიელი ეპისკოპოსი (+250) - 28 თებერვალი (13 მარტი ან 12 მარტი - ნაკიან წელს)
მღვდელმოწამე ნესტორი, მაგიდიელი ეპისკოპოსი (+250) - 28 თებერვალი (13 მარტი ან 12 მარტი - ნაკიან წელს)
ნესტორი გახლდათ პაფილიის დედაქალაქ ბერგიიდან (მცირე აზია). იმპერატორ დეციუსის (249-251) დროინდელ დევნულობისას ნესტორი იყო მაგიდისის მღვდელმთავარი. ამ დევნას შეეწირა კიდეც 251 წელს.

გამეფებიდან მოკლე ხანში დეციუსმა იმპერიის ოლქებში ბრძანება გაგზავნა, რომლითაც ყველა ქრისტიანი, ვინც სარწმუნოებას არ უარყოფდა, სიკვდილით უნდა დასჯილიყო. დეციუსი ფიქრობდა, რომ ამ გზით ღმერთების წყალობას მოიპოვებდა და თავიდან აიცილებდა იმ უბედურებებს, რომლებიც იმპერიას ემუქრებოდა. ამ ბრძანებამ ქრისტიანები ააფორიაქა და შეაძრწუნა. უმრავლესობას მიწიერი სიამენი ღმერთზე მეტად შეჰყვარებოდა და უჭირდა მათი დათმობა, თან სიკვდილის ეშინოდა. ჭეშმარიტი მორწმუნეები კი ნაღვლიანად შესცქეროდნენ, თუ როგორ მიიჩქაროდნენ ქრისტიანები სამსჯავროსა და წარმართული ბომონებისკენ, რათა დაეგმოთ ქრისტე და შეეწირათ მსხვერპლი კერპებისთვის. ბევრი გამოძახებასაც არ უცდიდა და მანამდე მირბოდა. ერთხელ მსაჯულები იძულებულებიც კი გახდნენ, მეორე დღისთვის მოეხმოთ ისინი, რადგან ვეღარ ასწრებდნენ განდგომილთა მოსმენას. ზოგიერთი ქრისტიანი ყიდულობდა წერილობით მოწმობას, ვითომ წარმართული რიტუალი აღასრულა და ამ სულმოკლეობითა და თაღლითობით ინარჩუნებდა სიცოცხლეს.

იმპერატორის ბრძანებით პამფილიის მთავარმართებელმა დაიწყო ქრისტიანთა დევნა, მან მთელ პროვინციაში გამოაცხადა ქრისტიანთა ძებნა, რათა მათთვის ეიძულებინა მონაწილეობა საყოველთაო მსხვერპლშეწირვის რიტუალში. პოპლიმ იცოდა, რომ ეპარქიაში ქრისტიანებზე დიდი გავლენა ჰქონდა ნესტორს. ამიტომ მთავარმართებელმა მეომრებს უბრძანა: ვიდრე არ შეიპყრობთ ეპისკოპოსს, ვერაფერს გავაკეთებთ. "ქრისტიანთა საწინააღმდეგოდ." წმინდა მღვდელმთავარს გამოცხადებით ეუწყა თავისი მომავალი. მან მოახერხა და თავისი სამწყსო გახიზნა, თავად კი მშვიდად დაელოდა მის შესაპყრობად გამოგზავნილ მეომრებს. იგი საკუთარ სახლში შეიპყრეს ლოცვის დროს. შეპყრობილ მღვდელმთავარს მოსთხოვეს იმპერატორის ბრძანების შესრულება, რაზედაც მან უპასუხა: "მე ვასრულებ მხოლოდ უფალი იესო ქრისტეს ბრძანებას." ვერაფრით შეარყიეს ნესტორის რწმენა, ვერც მუქარით, ვერც წამებით. შემდეგ ქალაქ მაგიდისის მმართველმა პერგიაში გაგზავნა იგი სამსჯავროზე. პერგიაში წმინდა მღვდელმთავარმა დამაჯერებლად განაცხადა: "რამდენიც უნდა აწამოთ ჩემი სხეული, სანამ ვსუნთქავ, არასოდეს უარვყოფ ჩემს უფალ იესო ქრისტეს." სასტიკად აწამეს რკინის ჯაჭვებით, ამ დროს ის ფსალმუნებს გალობდა. წმინდა ნესტორი გამუდმებით იმეორებდა: "მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები უფალ იესო ქრისტესთან." ბოლოს მღვდელმთავარი ქალაქ ბერგიის მმართველის ბრძანებით ჯვარს აცვეს. როცა უფალს სული მიაბარა, მან წარმოთქვა სიტყვა: "ამინ!"

დეციუსის მიერ ქრისტიანთა უმოწყალო დევნა ორ წელიწადს გაგრძელდა, მაგრამ მეტისმეტად სასტიკი იყო, რის გამოც ზოგი ქრისტიანი განუდგა რწმენას, მაგრამ ბევრი მხნედ შეხვდა ტანჯვასა და სიკვდილს. მათი მაგალითი ხალხზე უდიდეს ზეგავლენას ახდენდა. უფალი საოცარი ნიშნებით ამხნევებდა და აძლიერებდა თავის ერთგულ მსახურებს - სასწაულებრივად კურნავდა, ზოგჯერ იარებით დაფარული მათი სხეული მოულოდნელად ჯანმრთელი და უვნებელი ხდებოდა. მარტვილებს განამტკიცებდა საოცარი ხილვები, რისი წყალობითაც გვემის დროს სახეები ზეციური აღმაფრენით უბრწყინავდათ. ეს ყოველივე განაცვიფრებდა წარმართებს, ბევრმა შეიცნო ღვთის ძალა და მოიქცა. ასე რომ, ეკლესია კვლავაც იზრდებოდა და ძლიერდებოდა, მიუხედავად მის წინააღმდეგ მიმართული ყველა ბოროტი მცდელობისა.

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მაქსიმე დაიბადა 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში. მისი მშობლები - იოანე და ანა, წარჩინებული და ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat