წმინდა ბასილი აღმსარებელი ცხოვრობდა ხატმებრძოლი იმპერატორის, ლეონ ისავრიელის (717-741) დროს.
ბასილიმ მიატოვა საერო ცხოვრება თავისი სიამეებით და ბერად შედგა მონასტერში, სადაც დაიწყო მძიმე ასკეტური მოღვაწეობა. ხატმებრძოლეობის დროს ბერი მამაცურად დაუპირისპირდა მწვალებლებს, რის გამოც შეიპყრეს და მრავალი ტანჯვა-წამებაც აგემეს. მიუხედავად ერეტიკოსების მცდელობისა, ბასილმა არ აღიარა ხატმებრძოლეობის მწვალებლური სწავლება, იგი თავის მოსაგრესთან, ღირს პროკოფისთან (ხს. 27 თებერვალს) ერთად აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. იქ იტანჯებოდნენ აღმსარებლები უსჯულო იმპერატორ ლეონის აღსასრულამდე (741წ). გათავისუფლებულმა მოსაგრეებმა ჩვეული ასკეტური ცხოვრება განაგრძეს. ბასილმა მრავალი შემცდარი ხატმებრძოლი შეაგონა თავისი ქადაგებით და დაათმობინა მწვალებლური სწავლება. რამდენიმეწლიანი ღვთივსათნო ცხოვრების შემდეგ, 750 წელს წმინდა ბასილი მშვიდობით მიიცვალა.
............................
ღირსი ბასილი აღმსარებლის კონდაკი
ზეგარდამო მოიღე საღმრთო გამოცხადებაი და ივლტოდი, ბრძენო, შფოთთაგან სოფლისათა, და ღირსად მარტოებით იყოფებოდი, და სასწაულმოქმედებაი მოიღე, და მადლი უძლურთა კურნებისა, ბასილი ყოვლადსანატრელო.
.................................
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი