წმინდა ფოტინე და ძენი მისნი, ბიქტორი და იოსია და დედანი: ანატოლია, ფოტო, ფოტიდა, პარასკევა, კირიკია, დომნინა და მოწამე სებასტიანე (+დაახლ. 66) - ხს. 02 (20.03) აპრილი და ბერძნული ტრადიციით 26 თებერვალი (11 მარტი ან 10 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა ფოტინე და ძენი მისნი, ბიქტორი და იოსია და დედანი: ანატოლია, ფოტო, ფოტიდა, პარასკევა, კირიკია, დომნინა და მოწამე სებასტიანე (+დაახლ. 66) - ხს. 02 (20.03) აპრილი და ბერძნული ტრადიციით 26 თებერვალი (11 მარტი ან 10 მარტი - ნაკიან წელს)
ძველი სტილით 26 თებერვალს, ბერძნული ტრადიციით, ეკლესია აღასრულებს ხსენებას წმინდა ფოტინესი და მისი ძენის, ბიქტორის, ფოტინის და იოსიასი და მათ თანა წამებული დედების: ანატოლიასი, ფოტოსი, ფოტიდასი, პარასკევასი, კირიკიასი, დომნინასი და მოწამე სებასტიანესი (დაახლ. 66). სლავური ტრადიციით მათი ხსენება 20 მარტსაა.

წმინდა ფოტინე იყო სწორედ ის სამარიტელი დედაკაცი, რომელსაც გაესაუბრა მაცხოვარი იაკობის ჭასთან (სახარება იოანესი, თავი 4, 5-42). სამარია ისრაელის მეზობლად მდებარეობდა. ებრაელების აღთქმულ მიწაზე დასახლების შემდეგ, სამარიტელებმა იუდაიზმის ზოგიერთი სწავლება მიიღეს, მაგრამ არსებითად, ისევ წარმართები რჩებოდნენ. ამიტომ იყო, რომ ებრაელები ყოველნაირად ერიდებოდნენ მათთან ურთიერთობას. თუმცა სამარიტელებს სწამდათ, რომ მოვიდოდა მესია. ეს რწმენა წმინდა ფოტინემაც აჩვენა ქრისტესთან საუბარში. მაშინ უფალმა გაუმჟღავნა მას, რომ იგია მესია, მოსული სოფლად. აღ-ფრთოვანებული დედაკაცი მაშინვე გაიქცა თავის ქალაქში, რომ ყველასთვის ეხარებინა ის, რაც ქრისტესგან მოისმინა. მართლაც, მისმა მხურვალე ქადაგებამ ბევრი სამარიტელი დააინტერესა და მათი თხოვნით, უფალი იმ ქალაქში ორი დღე გაჩერდა. გონივრული იყო მისი საქციელი, როდესაც იგი ქალაქში შევიდა ხალხისთვის არ უთქვამს, რომ იქ, ჭასთან ქრისტე ვნახე, მას ვესაუბრე და ახლა წამოდით თქვენც იხილეთო, რადგან მას არავინ ენდობოდა, თავისი ცოდვიანი ცხოვრების გამო (მანამდე მას 5 ქმარი ჰყავდა), არამედ უთხრა, - "მიდით და იხილეთ კაცი, რომელმაც მითხრა ყველაფერი, რაც კი მიქნია; ქრისტე ხომ არ არის იგი? ამ დედაკაცმა უკვე შეიცნო და ირწმუნა ქრისტე, ამ კითხვით კი მათში ინტერესი აღძრა, რადგან მოლოდინი მესიისა ჰქონდა ხალხს. მას შედეგ, რაც ხალხმა თავად იხილა ქრისტე, მრავალმა ირწმუნა და ეუბნებოდნენ წმინდა ფოტინეს, ახლა შენი სიტყვების გამო კი აღარ გვწამს, არამედ იმის გამო, რომ თვითონ ვიხილეთ ღვთიური მოძღვარი და მოვისმინეთ მისი ქადაგებაო. წმინდა ფოტინეს არც ამის შემდეგ შეუწყვეტია ქრისტიანობის მქადაგებლობა. მან მოაქცია თავისი სამი ვაჟი - ვიქტორი, ფოტინი და იოსია, თავისი დები და მრავალი ადამიანი.

იმპერატორ ნერონის დროს (54-68) წმინდა ფოტინე ცხოვრობდა კართაგენში უმცროს ვაჟთან, იოსიასთან ერთად და უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას. უფროსი ვაჟი ბიქტორი რომაელთა ლაშქარში იბრძოდა ბარბაროსთა წინააღმდეგ. განსაკუთრებული სიმამაცისათვის ბიქტორი მხედარმთავრად დანიშნეს ქალაქ ატალიაში (მცირე აზია), როცა ქალაქის მმართველმა სებასტიანემ შეიტყო, რომ წმინდა ბიქტორი ქრისტიანი იყო, ურჩია მას, იმპერატორის ნებას დამორჩილებოდა, დედასა და ძმას კი საჯაროდ ქადაგება შეეწყვიტათ.

იტალიის მმართველმა სებასტიანემ სცადა, გადაერწმუნებინა ბიქტორი, რათა შეესრულებინა იმპერატორის განკარგულება: - დიდო მხედართმთავარო, ვიცი, რომ შენ, როგორც დედა შენი და ძმა შენი იოსია, ქრისტიანები ხართ. თქვენ ყველანი მისდევთ მოციქულ პეტრეს. მაგრამ, გირჩევ, შეასრულო მეფის ბრძანება და დასაჯო ქრისტიანნი, რათა საფრთხეში არ ჩააგდო შენი სიცოცხლე.

- მე ზეციური და უკვდავი მეფისა და ჭეშმარიტი ღმერთის, ქრისტეს ნებას ვასრულებ, ხოლო ნერონის განკარგულება დავსაჯო ქრისტიანები, არათუ არ შევასრულებ, არამედ გაგონებაც კი არ მსურს მისი, - მიუგო ბიქტორმა.

- როგორც ჭეშმარიტ მეგობარს, შენდა სასიკეთოდ გირჩევ გააკეთო ის, რასაც იმპერატორი გიბრძანებს, - ისევ მიმართა სებასტიანემ თავის მხედართმთავარს. თუ დაჯდები სამსჯავროზე და იპოვი ქრისტიანთ, და როცა იპოვი, დასჯი, მეფის გულსაც მოიგებ და მემკვიდრეობად მის ქონებასაც მიიღებ. გარდა ამისა, გირჩევ გააფრთხილო შენი დედა და ძმა, რათა ასეთი კადნიერებით ნუ ჰქადაგებენ ქრისტეს და ნუ ასწავლიან ელინთ თავიანთი მამაპაპური სარწმუნოების უარყოფას, რათა მათ გამო შენც საფრთხეში არ შთავარდე.

- ნუმც იყოფინ, ვაკეთებდე იმას, რასაც მირჩევ: დავსაჯო ქრისტიანნი, ან წავართვა მათ რამე, ან კიდევ ვურჩევდე საკუთარ დედას და ძმას არ იქადაგონ, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია. დედისა და ძმის კვალობაზე მეც ვიქადაგებ ქრისტეს ჭშმარიტებას და მაშინ ვნახოთ როგორ იქნება, - შეეპასუხა ქრისტესმოყვარე მხედარი.

- ძმაო, მე გირჩევ იმას, რაც შენთვის სასიკეთოა, შენ კი თავად გადაწყვიტე რა აკეთო. შეაგონა: "ამის გამო უბედურება მოგელისო"

მაგრამ ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მწვავე ტკივილმა დაუარა თვალებში, სახე შეეცვალა და დამუნჯდა. სამი დღე იწვა ქალაქის თავი დაბრმავებული და დამუნჯებული. მეოთხე დღეს ხმამაღლა დაიყვირა და წარმოთქვა: "ერთია ღმერთი, - ღმერთი ქრისტიანეთა, მხოლოდ ქრისტეს რწმენაა ჭეშმარიტი".

- ასე უეცრად რატომ შეიცვალე შეხედულება, სებასტიანე? - ჰკითხა მას სანახავად მისულმა ბიქტორმა.

- იმიტომ, რომ ქრისტემ მომიწოდა, ქრისტე მიხმობს, ჩემო უტკბილესო ბიქტორ, - მიუგო იტალიაში იმპერატორის ადგილნაცვალმა, რის შემდეგაც, ბიქტორის მიერ დამოძღვრილი, მოინათლა. როდესაც ემბაზიდან ამოვიდა, კვლავ აეხილა თვალნი და ღმერთი ადიდა. ამ სასწაულმა იმდენად შეაძრწუნა სებასტიანეს წარმართი მსახურები, რომ იმის შიშით, ჩვენი ურწმუნოებისთვის ჩვენც არ დავისაჯოთო, ბიქტორთან მიირბინეს, ქრისტიანულ სარწმუნოებაში დამოძღვრა სთხოვეს და მოინათლნენ.

გავიდა მცირე დრო და ნერონამდეც მივიდა ხმა, რომ მხედართმთავარი და მმართველი იტალიაში პეტრეს, პავლეს და სხვა მოციქულთა სწავლებას ავრცელებენ; რომ მათ მრავალი ელინი მოაქციეს ქრისტიანული სარწმუნოებისკენ და, რომ მხედართმთავრის დედა, ფოტინე, თავის მეორე შვილ იოსიასთან ერთად, ჯვარცმულს კართაგენში ჰქადაგებდა.

ამის გამგონი ნერონი ძლიერ განრისხდა და იტალიაში გააგზავნა მეომარნი, რათა რომში ჩამოეყვანათ ყველა, ვინც კი ქრისტიანულ სწავლებას ავრცელებდა. მაშინ თვით მაცხოვარი გამოეცხადა აღმსარებლებს და უთხრა: "მე ვიქნები თქვენთან და ნერონიც და მისი მსახურნიც ძლეულნი იქმნებიან", შემდეგ წმინდა ბიქტორს მიმართა: "დღეიდან შენი სახელია ფოტინი - ნათელსხივოსანი (ფოტინი - სახელის მამრობითი ფორმაა), შენ მიერ განათლდებიან მრავალნი და მირწმუნებენ." წმინდა სებასტიანეც გაამხნევა მაცხოვრის სიტყვებმა: "ნეტარ არს, რომელმან დაითმინოს სრულიად".

მოსალოდნელი საფრთხე ფოტინესაც ეუწყა და, რათა აღმსარებლებს შეერთებოდა, ქრისტიანებთან ერთად კართაგენიდან რომში გაემგზავრა, სადაც არაჩვეულებრივი გამბედაობით დაიწყო ქრისტეს ქადაგება. დიდი იმპერიის ყველა მცხოვრები შეშფოთებული ამბობდა: "ვინ არის ეს დედაკაცი, ქრისტიანთა ესოდენი სიმრავლით რომ გამოცხადდა?" ამავე დროს იტალიის მმართველ სებასტიანესთან ერთად რომში ფოტინეს შვილი, ფოტინიც (ბიქტორი) ჩამოიყვანეს და ყველანი ერთად წარუდგინეს იმპერატორს, რომელიც მასთან მიყვანილ ქრისტიანთა დაკითხვას პირადად აწარმოებდა. იმპერატორმა თავისთან მოიხმო წმინდანები და დაკითხა. თავიდან იმპერატორი დაშინებისა და წამების გარეშე, დაყვავებით ცდილობდა ეიძულებინა აღმსარებელნი უარეყოთ თავიანთი სარწმუნოება:

- უარჰყავით ქრისტე ან საშინელი სიკვდილით მოკვდებით, - დაემუქრა ქრისტიანთა სიმტკიცით განრისხებული იმპერატორი შეპყრობილთ.

- ნუმც იყოფინ, ქრისტე ღმერთო, შენ უარგყოფდეთ და განვშორდებოდეთ შენს რწმენასა და სიყვარულს, - ლოცულობდნენ აღმსარებელნი, რომელთა შორის იყვნენ ფოტინეს დები: ანატოლია, ფოტო, ფოტისა, პარასკევა, კირიკია და ვაჟიშვილები: ფოტინი და იოსია. ყველანი სიხარულით ელოდნენ სიკვდილს ქრისტესათვის და სულის ცხონებას ევედრებოდნენ ჯვარცმულს. ყველა აღმსარებელმა უარი განაცხადა ქრისტეს უარყოფაზე.

მაშინ ტირანმა ბრძანა, რკინის ბურთულებით სახსრები დაემტვრიათ მათთვის. ნერონის მსახურებმა შეიპყრეს წმინდანები, სასჯელის ადგილზე მიიყვანეს და ხელები გრდემლზე დაადებინეს. დაიწყო წმინდანთა წამება. სამი საათიდან ექვს საათამდე სამჯერ შეიცვალნენ ჯალათნი, მოწამენი კი ტკივილს საერთოდ არ გრძნობდნენ, ფოტინეს და მათი ხელები არც კი შეიმუსრა. ამ უცნაურმა სასწაულმა შეაშფოთა ნერონი და გასცა განკარგულება ხელები მოეკვეთათ მოწამეთათვის. ფოტინე იმწამსვე შეიპყრეს, ხელები შეუკრეს და მახვილიც მრავალგზის დასცეს ხელზე, თუმცა ვერაფერი გააწყვეს. მეტიც, უეცრად თვით ჯალათები მოწყდნენ და მიწაზე უსულოდ დაენარცხნენ, მოწამე კი უვნებელი დარჩა და ღმერთს მადლობდა: "უფალი ჩემთან არის შემწედ და მე ვიხილავ ჩემს მტრებს" (ფსალმ. 117:7).

შემდეგ, ნერონის ბრძანებით, სებასტიანეს, ფოტინეს და იოსიას თვალები დათხარეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმინდა ფოტინე დებთან: ანატოლიასთან, ფოტოსთან, ფოტიდასთან, პარასკევასთან და კირიაკიასთან ერთად იმპერატორის სასახლეში გაგზავნეს ნერონის ასულის, დომნინას მეთვალყურეობის ქვეშ. წმინდა ფოტინემ ქრისტეს სჯულზე მოაქცია დომნინა და მისი მხევლები, მოაქცია აგრეთვე მოგვი, რომელმაც მოწამლული ღვინო მოუტანა აღმსარებლებს.

გავიდა სამი წელი. ნერონმა მსახური გაგზავნა სატუსაღოში და შეიტყო, რომ მის მიერ დაბრმავებული წმინდანები, აწ უკვე სასაწაულებრივად თვალახელილნი, ისევ უშიშრად ქადაგებდნენ ქრისტეს, ხალხიც ბლომად მიდიოდა მათთან და საპყრობილე ლამის მონასტრად ქცეულიყო.

იმპერატორმა დაიწყო ფიქრი, როგორ დაემარცხებინა ეს ქრისტიანები და დაერწმუნებინა ისინი უარეყოთ თავიანთი სარწმუნოება. გასცა განკარგულება მამაკაცები საპყრობილეში დაემწყვდიათ, წმინდა დედა ფოტინე კი მის ხუთ დასთან ერთად მისთვის ოქროს დარბაზში მიეგვარათ იმის იმედით, რომ ფუფუნებითა და სატყუარებით შეძლებდა წმინდა დედათა სარწმუნოების შეცვლას. შემდეგ, თავის ქალიშვილს, დომნინას უბრძანა, შემოსულიყო ამ დარბაზში მოახლეებთან ერთად და დარჩენილიყო წმინდანებთან. ქრისტეს უარყოფის შემთხვევაში ნერონი მოწამეებს ჰპირდებოდა, რომ არა მარტო აჩუქებდა ყოველივეს, რაც კი ამ მდიდრულად მორთულ ოთახში ჰქონდა, არამედ არნახულ პატივსა და დიდებასაც უბოძებდა. მაგრამ არ უწყოდა უგუნურმა, რომ ზეციურზე მეოცნებე დედები არად მიიჩნევდნენ ამსოფლიურ სიკეთესა და ამაოებასა და მათი დანახვაც კი არ უნდოდათ.

წარმართული ცნობიერებისთვის გაუგებარმა ქრისტიანულმა მსოფლმხედველობამ დიდად გააკვირვა იმპერატორის ქალიშვილი. ეს რომ შენიშნა, ფოტინემ მას ასეთი სიტყვებით მიმართა:

- გიხაროდენ, ჩემი უფლის პატარძალო!

- შენც გიხაროდენ, ჩემო დედოფალო, ლამპარო ქრისტესო, - მიუგო დომნინამ. იმპერატორის ქალიშვილმა ქრისტე რომ ახსენა, ფოტინემ ფრიად გაიხარა, ადიდა უფალი და დომნინას ეამბორა. შემდეგ კი ქრისტიანობაში დამოძღვრა და იმპერატორის ქალიშვილი მის მოახლეებთან ერთად მონათლა. ამ უდიდესი საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, რომლის დროსაც დომნინას სახელად ანთისა ეწოდა, მეფის ქალიშვილმა თავის უფროს მოახლეს, სტეფანიდას უბრძანა, ოქროს სამკაულები და ფული, რომელიც ამ ოქროს დარბაზში იყო, უპოვართათვის დაერიგებინა.

ეს რომ შეიტყო, ნერონმა განკარგულება გასცა დაენთოთ ღუმელი და ჩაეგდოთ ფოტინე თავის მეგობრებთან ერთად. სამი დღე დაჰყვეს ცეცხლის ამ სახმილში მოწამეებმა და უვნებლად გამოვიდნენ მისგან. როდესაც ამ სასწაულის შესახებ ესმათ რომის მოქალაქეებს და ცეცხლიდან უვნებლად გამოსული მოწამენი იხილეს, ჯერ გაიკვირვეს, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო, შემდეგ კი ქრისტიანთა კვალად ღმერთი ადიდეს.

მაშინ ტირანმა ბრძანა, ყველა აღმსარებლისთვის მიეცათ მომაკვდინებელი საწამლავი, რომელიც ამ საქმეში დახელოვნებულ მოგვ ლამპადიუსს მოამზადებინეს და პირველად წმინდა ფოტინეს შეასვეს; ფოტინემ შხამით სავსე კათხა ხელში აიღო და თქვა: "არ უნდა აგვეღო ეს საწამლავი და შეგვესვა იგი, რადგან შენ თვითონ უწმინდური ხარ. მაგრამ იმისთვის, რათა შენ, მეფეო, და ამ მოგვმა იხილოთ ძალი ქრისტესი, ყველაზე უწინარეს, ჩემი უფლისა და ღმერთის, იესო ქრისტეს სახელით, მე შევსვამ ამ კათხას, შემდეგ კი მას დალევს ყველა, ვინც კი ჩემთანაა". ასეც მოხდა და ყველამ იხილა, რომ ვერც საწამლავმა ავნო წმინდა მოწამეებს.

ეს რომ იხილა, მოგვი განცვიფრდა და წმინდანებს შეჰღაღადა: "მე მაქვს სხვა, ამაზე უფრო ძლიერი საწამლავი. და თუ თქვენ მასაც დალევთ და არაფერი შეგემთხვევათ, იმწამსვე ვირწმუნებ თქვენს ღმერთს და მოვინათლები". როდესაც ახალი საწამლავი მოიტანეს, მოწამეებმა შესვეს ის და კვლავ არაფერი ევნო. მოგვი კი უფრო მეტად განცვიფრდა, შეკრიბა ყველა თავისი ჯადოქრული წიგნი და ცეცხლს მისცა. აღთქმისამებრ, ირწმუნა ქრისტე და თეოკლიტეს სახელით მოინათლა. მეფემ რომ ეს შეიტყო, უბრძანა თავის ჯარისკაცებს, შეეპყროთ ყოფილი მოგვი და ქალაქის კედელს მიღმა თავი მოეკვეთათ. აი ასე, ყველაზე უწინარეს მიიღო ნეტარმა თეოკლიტემ მოწამებრივი გვირგვინი.

ამის შემდეგ უსჯულო ნერონმა ბრძანა, დაუმორჩილებელი ქრისტიანებისთვის ძარღვები გადაეჭრათ. ჯარისკაცებმა აღასრულეს ეს ბრძანება, მოწამეები კი დასცინოდნენ მეფისა და მისი "ღმერთების" უძლურებას და მათ მიერ მოფიქრებულ სატანჯველებს არად აგდებდნენ. მაშინ იმპერატორმა გასცა ბრძანება გაედნოთ ტყვია და პირში ჩაესხათ წმინდა ფოტინესთვის, სხვებისთვის კი ზურგზე გადაესხათ. მიუხედავად ამისა, წმინდა მოწამეები აგრძელებდნენ თავიანთი ღმრთისა და შემოქმედის დიდებას: "გმადლობთ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელმან ჩვენი გულმხურვალებით აღძრული შენდამი წყურვილი, ადუღებული ტყვიით განაგრილე".

თუმცა, ნერონი ვერც ამან შეაჩერა და სხვა სატანჯველი მოიფიქრა. წმინდანები დაკიდეს და უმოწყალოდ აწამეს, რკინის იარაღებით ფხეკდნენ სხეულს, წვავდნენ ცეცხლით, მაგრამ რაც უფრო მეტ ტკივილს აყენებდნენ მეფის მსახურნი ქრისტიანებს, მით უფრო ძლიერდებოდნენ ისინი ღმრთის მადლით და ღმერთს ადიდებდნენ. მაშინ, საცოდავმა და ამაოებით შეპყრობილმა ნერონმა მათი სიმტკიცის გატეხვა სხვაგვარი ტანჯვით გადაწყვიტა: წმინდანებს ნესტოებში ცხარე ძმრით შეზავებული ფერფლი ჩაასხეს. თუმცა, რაიმე შედეგი ვერც ამ ღონისძიებამ მოიტანა. წმინდანები კვლავ ადიდებდნენ უფალს და ამბობდნენ, რომ ეს ჯოჯოხეთური ნარევი "ოქროსა და ბაჯაღლოზე მეტად სასურველია და თაფლსა და გოლეულზე უტკბესია" (ფსალმ. 18:11).

ასეთმა საქციელმა ტირანი მთლად გადარია. მან გასცა განკარგულება, დაებრმავებინათ აღმსარებელნი, შემდეგ კი სამი წლით შხამიანი გველებით სავსე და აყროლებულ საპყრობილეში ჩაემწყვდიათ. თავისი მყოფობითა და გამუდმებული ლოცვებით, წმინდანებმა აკურთხეს ეს საშინელი ადგილი: მოკვდა ყველა შხამიანი ქვეწარმავალი, რომელიც საპყრობილეში ბუდობდა, სიმყრალე საოცარი კეთილსურნელებით შეიცვალა, ბნელი საპყრობილე კი ღმრთის ნათლით განათდა. დადგა მათ შორის ჩვენი უფალი იესო ქრისტე და მიესალმა: "მშვიდობა თქვენდა" (იოანე 20:19). შემდეგ, მოჰკიდა ხელი ფოტინეს, ასწია იგი და უთხრა: "მარადის იხარებდით", რადგან, აჰა, "მე სოფლის აღსასრულამდე თქვენთან ვარ" (მათე 28:20). ამ დროს, მოწამეებს დაუბრუნდათ მხედველობა და ღმერთი რომ იხილეს, თაყვანი სცეს მას. აკურთხა რა მოსაგრენი, ქრისტემ ისინი გაამხნევა და ზეცად ამაღლდა. წმინდანთა სხეულებს ქერცლივით მოსცილდა ნაფხეკი ხორცი, განახლდნენ, სრულიად გამოჯანმრთელდნენ და ისეთნი გახდნენ, როგორებიც ადრე იყვნენ.

ერთი წლის შემდეგ მეფემ ბრძანა, მოეყვანათ ერთ-ერთი მისი მსახურთაგანი, წმინდანებთან ერთად დამწყვდეული. როდესაც საპყრობილეს მიუახლოვდნენ, მეფის მალემსრბოლებმა იხილეს, რომ მოწამეები ჯანმრთელად არიან და ხარობენ: ბრმა გალილეველნი თვალხილულნი არიან, საპყრობილე ნათლითაა სავსე, ირგვლივ კი საოცარი კეთილსურნელება იფრქვევა. საპყრობილეს ხალხი მიაწყდა, აღიარებდნენ მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს და ინათლებოდნენ.

ამგვარი ცნობის შემდეგ ნერონი გაცოფდა და კვლავ მოუწოდა მოწამეებს დასაკითხად. უსაყვედურა რა, რომ არ ისმენენ მის ბრძანებებს და აგრძელებენ ქრისტეს სახელის აღიარებას, მან გადაწყვიტა, ახალი სატანჯველებისთვის დაექვემდებარებინა ქრისტიანები მისი მითითების დარღვევისთვის. ჯერ თავდაყირა გააკვრევინა ჯვარზე ყველა მათგანი, შემდეგ კი სამი დღის განმავლობაში მათ ტყავს ფხეკდა, სანამ მყესები მთლიანად არ გააცალა. ამის შემდეგ, გამხეცებულმა მსახურებმა ოთხი დღე ასე, თავქვედაკიდებულად მიატოვეს წმინდანები და ოთხი დღის შემდეგ რომ მიაკითხეს რათა გაეგოთ ცოცხალნი იყვნენ თუ არა, მყის დაბრმავდნენ. ზუსტად ამ დროს გარდამოვიდა ანგელოზი უფლისა ციდან, გაათავისუფლა წმინდანნი, ეამბორა მათ და წყლულებანი განუკურნა. წმინდა ფოტინე სიბრალულით აღივსო დაბრმავებული მსახურებისადმი, მათი თავი შეავედრა უფალს და სიბრმავისგან განკურნა, რომლის შემდეგ, მათაც ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ.

ნერონს მორიგი სასწაულის შესახებ რომ მოახსენეს, გააფთრებულმა ფოტინეს შეპყრობა და მისთვის ტყავის გაძრობა ბრძანა. ამ წამების დროს, წმინდანი დავითის ფსალმუნს გალობდა: "გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი" (ფსალმ. 25:2). ფოტინეს ტყავი მდინარეში გადააგდეს, წმინდანი კი ამომშრალ ჭაში ჩააგდეს. შემდეგ, სებასტიანეს, ფოტინეს და იოსიას ჯერ სასქესო ასონი მოაჭრეს და ძაღლებს მიუყარეს საჭმელად, შემდეგ კი ტყავი გააძრეს, მდინარეში ჩაყარეს და ძველ აბანოში ჩაამწყვდიეს. ფოტინეს ხუთივე დას მკერდი მოაჭრეს და ტყავი გააძრეს. როდესაც წმინდა ფოტიდას ჯერი დადგა, მან არ ისურვა შეპყრობილ ყოფილიყო წამების დროს და თავისი ტყავი თვითონ ისე გაიძრო, რომ მისი მოთმინება ტირანსაც კი გაუკვირდა. მიუხედავად ამისა მტარვალი არც ამას დასჯერდა და ახალი, საშინელი სატანჯველი მოიფიქრა: ნერონის ბაღში მოთხარეს ორი ხე, მიაბეს მათ ნეტარი ფოტიდა და აუშვეს. წმინდანი ორად გაიხლიჩა და სული თვისი უფალს მიაბარა. მაშინ ინება ბილწმა ნერონმა თავი მოეკვეთათ დანარჩენი მოწამეებისთვის, ნეტარი ფოტინე კი, ჭიდან ამოეყვანათ და საპყრობილეში ჩაემწყვდიათ.

რადგან ფოტინე მარტო დარჩა და ჯერ კიდევ არ მიეღო მოწამეობის გვირგვინი სხვებთან ერთად, დამწუხრდა და ღმერთს შეევედრა, რომელიც გამოეცხადა წმინდანს, პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრით სამჯერ ჯვარი გადაწერა და ყოველი სნეულებისა და ჭრილობისაგან განკურნა. რამდენიმე დღის შემდეგ, ღმრთის მადიდებელი ფოტინე, მშვიდობით მიებარა უფალს. მის ხსენებას ეკლესია აღასრულებს 20 მარტს/2 აპრილს.

აი, ასე მიეახლნენ სანატრელ და სანუკვარ ღმერთს და მიიღეს მისი ზეციური სასუფეველი, ნეტარმა ფოტინემ და მასთან ერთად წამებულებმა.

სამარიელი დედაკაცის სვინაქსარში ვკითხულობთ: "მოვიდა დედაკაცი ვინმე, იცნა რა იგი იესო ხმითა და სამოსლითა, ამცნებდა მას სულიერისა წყლისა მიღებასა, რომელიცა უჩვენებს განსაწმედელად სულისა, წყლისა და ცეცხლისა მსგავსად მარადის. ხოლო ქრისტე არა გამოუცხადებდა თავსა თვისსა უფროის ყოფად იაკობისსა, რაჲთა არა შეორგულდეს დედაკაცი იგი, არამედ ეტყოდა წყლისა მისთვის, რაჲთა მიიღოს ამიერითგან ყოვლადვე, რომელმან სვან კეთილისა მისგან წყაროსა, არა სწყუროდის უკუნისამდე.

ხუთთა უკვე ქმართა სამარიტელისათა იტყვიან ხუთთა წიგნთა მათ მოსესთა, ხოლო მე-6 სიტყვისამებრ ქრისტესა, ვიდრე ყოფამდე ამისსა, ვითარმედ არა მიეფინოს მადლი. და სხვანი იტყვიან ხუთთა მათ შჯულთა მიერ მოცემულთა პირველი, რომელი იგი ადამს სამოთხესა შინა და შემდგომად განდევნისა ამცნო მოსეს, ხოლო მეექვსე სახარება ესე რომელი არა ჰქონდათ.

ხოლო სამარიტელსა ამას შემდგომად ეწოდა ქრისტეს მიერ ფოტინე, რომელმან მიიღო მოწამეობისა გვირგვინი ნერონ კეისრის მიერ, მრავალფერნი ტანჯვანი თავს ისხნა, ხვეტანი (იგი ცხენს გამოაბეს და ათრიეს), დაჭრანი ძუძუთანი, შემუსვრანი ხელთანი (ხელებისგან ხორცი ააჭრეს), და წვრილთა ლერწამთა ფრჩხილთა აყრანი, ტყვიათა შთასხმა (პირში ასხამდნენ ადუღებულ ტყვიას), ხვადასხვა სატანჯველი ფრიადნი და შემდგომად ორთა ფინიკთა ზედა განძავეს და ესრეთ დაგლიჯეს და აღესრულა ღვთისა მიერ. ხოლო მეფემან იუსტინიანე წარიღვნა დიდითა პატივითა და სიტყვისა ღვთისა ქრისტეს დედისა ეკლესიისა წმინდასა სოფიასა (კონსტანტინოპოლი) დასდვა და ლოდიცა იგი რომელსა ზედა იჯდა ქრისტე და ეტყოდა სამარიტელსა, იგიცა წარიღო და ჰგიან აქამომდე დადებულნი ორნივე წინავეს ლაპარტისა აღმოსავლეთით კერძო ეკლესია შესავალსა, მარცხენასა კერძო და ჰკურნებს ყოველთა უძლურებათა და უმეტესს, რომელიცა მხურვალედა შეეხებიან განაქარვებს მაცხოვართა მთხოვართა და განსდევნის. მოწამისა შენისა ფოტინეს მეოხებითა ქრისტე ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ.
..........................................


წმინდა მოწამე ფოტინეს

ტროპარი

მოწამემან შენმან, უფალო, ფოტინე, ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი. ამინ.

კონდაკი
ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო ფოტინე სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომლად ჩუენ ყოველთათვის. ამინ.
.................................

წმინდა მოწამენი - სებასტიანე და ქრისტოდულე (I)


წმინდა მოწამე სებასტიანე და ქრისტოდულე წმინდა ფოტინეს რაზმის მეომრები იყვნენ. ისინი მახვილით აღესრულნენ იმპერატორ ნერონის (54-68) დროს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat