წმინდა ანტონი წარმოშობით ათენიდან, ღარიბ ქრისტიანთა ოჯახიდან იყო.
თორმეტი წლის იქნებოდა, მშობლებს მატერიალურად რომ შესწეოდა, ერთ მუსლიმან ალბანელს დაუდგა მოჯამაგირედ.
1770 წელს, პელოპონესზე ბერძენთა აჯანყების გამო დაწყებული დევნისას ალბანელმა იგი თურქებს მიჰყიდა.
დიდხანს ეცადნენ მის გაურჯულოებას ახალი მეპატრონენი, თუმცა, ამაოდ. ამის შემდგომ კიდევ ხუთგზის გაიყიდა და ყოველ ჯერზე უფროდაუფრო სასტიკი პატრონები ხვდებოდა.
ბოლოს, ერთი კონსტანტინოპოლელი ქრისტიანი მეთუნუქის ხელში აღმოჩნდა.
ერთ ღამეს ძილში ეუწყა, რომ მოწამებრივ გვირგვინს მიიღებდა. მეორე დღეს ქუჩაში ძველმა პატრონმა იცნო და აყვირდა, - ეს ახალგაზრდა ქრისტიანი - გაქცეული მსახურია, რომელმაც ისლამზე უარი თქვაო.
როდესაც გამხეცებულმა ბრბომ სასამართლოს წარუდგინა, ყმაწვილმა აღიარა, რომ მზად იყო, ქრისტესთვის ათასგზის დაეთმინა ტანჯვა და ათასგზის მომკვდარიყო:
- გარწმუნებ, შენ უფრო იოლად გაქრისტიანდები, ვიდრე მე გამაურჯულოებო!
ცრუ მოწმეთა გავლენით და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მსაჯულმა ანტონი დილეგში იმ იმედით გამოამწყვდია,
ახალგაზრდაა, ეგებ, გონს მოეგოს, ისლამი მიიღოს და სიცოცხლე შეინარჩუნოსო, მაგრამ ჭაბუკმა საპყრობილეშიც არ მოიშალა თავისი: - ქრისტიან პატიმრებს ანუგეშებდა, ღატაკთ რაც გააჩნდა, გაუნაწილა, შემდეგ თავის ქრისტიან პატრონს წერილი მისწერა:
- ყოველივესთვის მადლობელი ვარ და გთხოვ, ჩემი სახელით ყოველ ქრისტიანს შენდობა სთხოვე და წმინდა ეკლესიას კი ჩემი სულის საოხად ლოცვაო.
ვეზირი სასჯელის აღსრულებას აყოვნებდა, - ანტონი დიდად ენანებოდა, ბრალმდებლები კი სულტანს, აბდულ ქამიდს მიადგნენ, რომელმაც, ეშინოდა რა შფოთის, სასწრაფოდ ბრძანა, წმინდანისთვის თავი წარეკვეთათ.
16 წლის მოწამე სიხარულით გაემართა სასჯელის აღსრულების ადგილისაკენ. ჯალათმა, იმ იმედით, ეგებ, შიშმა და ტკივილმა გონს მოაგოს და მოჩვენიანდესო, სამჯერ მსუბუქად უგმირა კისერში მახვილი, მაგრამ რა იხილა მისი სიმტკიცე, წმინდა ჭაბუკს ისე გამოსჭრა ყელი, როგორც უმანკო კრავს.
ეს ამბავი 1774 წელს მოხდა კონსტანტინოპოლში.
...............................................
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი