წმინდა მოწამენი პერპეტუა, სატირიოსი, რევოკატოსი, სატორნილე, სეკუნდუსი და ფილაციტატა (+202 - 203 წლები) - 01 (14) თებერვალი
წმინდა მოწამენი პერპეტუა, სატირიოსი, რევოკატოსი, სატორნილე, სეკუნდუსი და ფილაციტატა (+202 - 203 წლები) - 01 (14) თებერვალი
დაახლოებით 203 წელს, სეპტიმუს სევერუსის ჟამინდელმა ქრისტიანთა დევნამ რომის იმპერიის აფრიკულ პროვინციებამდეც მიაღწია.

ქალაქ ტუბურბოში (დღევანდელ - ტებურბა, რომელიც ლეგენდარული კართაგენიდან 50 კილომეტრში მდებარეობს) წარმართებმა შეიპყრეს ახალგაზრდა ქრისტიანი ქალი პერპეტუა და მისი მეგობარნი, - რევოკატოსი, ფილაციტატა, სეკუნდუსი და სატორნილე, კართაგენს გადაიყვანეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს.

სეკუნდუსს ტყვეობაშივე აღმოხდა სული, თავად პერპეტუას კი, ოცდაორი წლის კეთილშობილ ქალს, მამამისის დიდი მცდელობის მიუხედავად, სასჯელი არ ასცდა და ციხეში თავის ახალშობილ შვილთან ერთად გამოკეტეს.

პატიმრებით გამოტენილი, უჰაერო საპყრობილე ახალგაზრდა დედისთვის იმ სასახლედ იქცა, სადაც ქრისტეს მოელოდა.

უფალმა თავის რჩეულს გაუმხილა, თუ რა ელოდათ მას და მის მეგობართ, - პერპეტუამ იხილა სპილენძის ვიწრო კიბე, თავით ზეცას რომ მიბჯენოდა, ზედ ნაირ - ნაირი წამების იარაღები აესხათ, მის ძირში კი საზარელ გველეშაპს დაედო ბინა და კიბეზე ასვლის ყოველ მსურველს სიკვდილით ემუქრებოდა.

სატორნილე, მათი მასწავლებელი, მოწაფეებს საკუთარი ნებით რომ გაჰყვა, კიბეზე პირველი ავიდა და ზეცას რომ მიაღწია, იყვირა:

- პერპეტუა, გელოდები, მხოლოდ ამ ვეშაპის საზარელ პირს მოერიდე!

- ჩემი უფლის წყალობით, ეს საზარელი არსება ვერას მავნებს! - მიუგო ქალმა, გველეშაპს თავი წარკვეთა და კიბეს აუყვა, სადაც სასუფევლის კარნი განხმულიყო და მის მიღმა სპეტაკად მოსილი უამრავი მოწამე იდგა.

Pპროკურატორ ილარიონის სამსჯავროზე წარმდგარმა წმინდა მოწამეებმა, შეიტყვეს რა, რომ ველურ მხეცთა საგლეჯად ამზადებდნენ, სულით ფრიად განიხარეს, ზემოთხსენებულმა წმინდა გამოცხადებამ კი თითოეული მათგანი ძალზე განამხნევა და განამტკიცა.

აი, ის დღეც დადგა, როდესაც კეისრის პატივსაცემად წარმოდგენა გაიმართა, რომლის მსვლელობისასაც წმინდა პერპეტუამ ხმამაღლა ადიდა უფალი.

ფილაციტატა საიმდროოდ რვა თვის ორსული იყო, ამიტომ მისი სიკვდილით დასჯა გადადეს, რამაც ძალზე დაამწუხრა.

მაშინ ქალს, მოწამეთა ლოცვით, მშობიარობა დღესასწაულამდე სამი დღით ადრე დაეწყო, მისი ტკივილის მხილველმა დილეგის მცველმა კი დაცინვა უწყო და ჰპირდებოდა, - ეგ იმასთან შედარებით არაფერია, რაც წინ გელისო!

ფილაციტატამ მალე გოგონა გააჩინა, ახალშობილი აღსაზრდელად ერთ ქრისტიანს მიაბარა და უკანასკნელი ბრძოლისთვის მოიკრიბა ძალა.

დანიშნულ დღეს სიკვდილმისჯილნი ამფითეატრისკენ წაიყვანეს, მანამ კი წარმართული სამსხვერპლოს მსახურთაებრ შემოსვა უბრძანეს, რაზეც მათგან მტკიცე უარი მიიღეს.

წარმოდგენის დასაწყისში სატორნილესა და რევოკატზე ლეოპარდი მიუშვეს, შემდეგ კი ორივე მათგანი გამხეცებულმა დათვმა დაგლიჯა.

ქალები კი, პერპეტუა და ფილაციტატა, გავეშებულ ძროხასთან გამოკეტეს. პერპეტუამ, რომელიც პირუტყვმა ჰაერში მთელი ძალით ააგდო და მიწაზე ზურგით დასცა, უპირველესად, გახეული კაბა შეისწორა, რომ თავის წმინდა ფერხნი დაეფარა, შემდეგ კი - თმა შეისწორა და ფილაციტატას მისაშველებლად წამოდგა.

ქრისტეს ამ სასძლოთა მშვენებამ, კდემამოსილებამ და კეთილშობილებამ ბრბო ისე მოხიბლა, ერთხანს გაირინდა და დადუმდა, მოწამენი კი იქაურობას დროებით გაარიდეს.

ფილაციტატამ იკითხა, თუ როდის მისცემდნენ ახალ სატანჯველს. ბრბოს მალე ისე მოსწყურდა მოწამეთა სისხლი, მოითხოვდნენ, ორივე მოედნის ცენტრში მიეყვანათ და სიცოცხლისთვის იქ გამოესალმებინათ.

ნეტარი დედები თავად დადგნენ მითითებულ ადგილას, ერთურთს ეამბორნენ და გამოეთხოვნენ, თითქოს უკანასკნელი ლიტურგიისთვის ემზადებიანო და მტარვალთ თავები მდუმარედ დაუხარეს.

თუმცა, ჯალათს ხელმა უმტყუნა და პერპეტუას კისრის ნაცვლად მახვილი ნეკნებში უგმირა. ქალმა ჯერ წამოიყვირა, შემდეგ თავად მოჰკიდა ჯალათის აკანკალებულ ხელს ხელი და მახვილი ყელთან მიიბჯინა...

ეს ორი ღირსი დედა, ვითარცა ორი უცოდველი კრავი, ერთად მიიღო სასუფეველმა.

შეგვეწიოს მათი წმინდა ლოცვა!

........................................

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat