წმინდა მოწამე აშოტ კურაპალატი, არტანუჯის ტაძარში წამებული (+829) - 29 (11.02) იანვარი
წმინდა მოწამე აშოტ კურაპალატი, არტანუჯის ტაძარში წამებული (+829) - 29 (11.02) იანვარი
ლეგენდა ბაგრატიონთა წარმომავლობის შესახებ სათავეს ბიბლიური გადმოცემიდან იღებს. თქმულება მოგვითხრობს, რომ სოლომონ დავითის ძის შვიდ ვაჟს, "ფილისტიმელთა ქვეყნიდან" (პალესტინიდან) დევნილთ, კავკასიამდე ჩამოუღწევია. სამმა მათგანმა, რომლებიც სომხეთში დარჩნენ, შემდგომში სომეხ ბაგრატუნთა სამეფო დინასტიას დაუდო დასაბამი, დანარჩენი ოთხი კი ტაო-კლარჯეთში, სპერში, დასახლდა. მათმა შთამომავლებმა თანდათან დიდი გავლენა მოიპოვეს, ხოლო VI საუკუნეში მათი ჩამომავალი გუარამ ბაგრატიონი უტახტოდ დარჩენილი ქართლის პირველი ერისმთავარი გახდა. სწორედ მისგან იღებს სათავეს ქართველ ბაგრატიონთა საგვარეულო, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი სამეფო დინასტია.

რწმენა ბაგრატიონთა ბიბლიური წარმომავლობისა, ისე შეეზარდა ქართველი ერის ცნობიერებას, რომ არასოდეს, უმძიმესი გასაჭირის ჟამსაც კი, სამეფო დინასტიის შეცვლაზე სიტყვაც არავის დასცდენია. ბაგრატიონთა ხელმწიფობაში ღვთაებრივი ნების გაცხადებას ხედავდა ქართული ეკლესიაც.


აშოტ I ბაგრატიონიც თავდაპირველად ქართლის ერისმთავარი ყოფილა. "სახლად მისა იყო ბარდავი და ტფილისი, და ჰქონდა მას ქუეყანა, რომელ არს გარემოს მისსა". ამ დროს უკვე "მოუძლურებულ იყვნენ სარკინოზნი", თუმცა თბილისის ამირა ქართლის ერისმთავრის ძლიერ მეტოქედ რჩებოდა. არაბი მმართველები ყოველთვის ეჭვით უყურებდნენ წარჩინებულ და პირადი ღირსებებით გამორჩეულ ქრისტიანებს და მათ გადაბირებას ან მოსპობას ყოველი გზით ცდილობდნენ. ასეთ შევიწროებას განიცდიდა აშოტ ბაგრატიონიც, რადგან თანამედროვეთა შორის გამორჩეულმა, მამაცმა და მოქნილმა პოლიტიკოსმა დაქუცმაცებული ქვეყნის გაერთიანებისათვის დაიწყო ბრძოლა და რამდენიმე გამარჯვებასაც მიაღწია. იგი ქართლში არაბთა წინააღმდეგ მომხდარი აჯანყების სულისჩამდგმელი იყო. ამიტომ არაბებმა "იწყეს ძიება აშოტ კურაპალატისა. და ვერა უძლო წინააღდგომად მათდა აშოტ და ივლტოდა მათგან და წარემართა, რათა წარვიდეს საბერძნეთად".

ბიზანტიისაკენ მიმავალ გზაზე ერისმთავარი ოჯახითა და მხლებლებითურთ ღამის გასათევად ფარავნის ტბასთან შეჩერდა. როცა გრძელი გზით დაღლილებს რული მოერიათ, თავს მოულოდნელად არაბთა მარბიელი ლაშქარი დაესხათ. უთანასწორო ბრძოლა გაუმართეს ქართველებმა მომხდურებს. "მაშინ შეეწია აშოტს ღმერთი და მცირედითა სპითა მოსწყვიდნეს სარკინოზნი ურიცხვნი და წარიოტნა ყოველნი". ღრმად მორწმუნე აშოტ ბაგრატიონმა ამ გამარჯვებაში უფლის ნება და მხარდაჭერა დაინახა და სამშობლოს დატოვება გადაიფიქრა. იგი ბიზანტიის ნაცვლად ტაო-კლარჯეთში, არტანუჯში ბაგრატიონთა საგვარეულოში, დაემკვიდრა.

ამ პერიოდში წმინდა გრიგოლ ხანძთელს უკვე დაწყებული ჰქონდა ტაო-კლარჯეთში სამონასტრო კოლონიზაცია, რამაც აშოტის დამკვიდრების შემდეგ უფრო ფართო ხასიათი მიიღო. მურვან-ყრუს მიერ აოხრებული ტაო-კლარჯეთის მკვიდრნი "მოეგებნენ აშოტსა და შეიყუარეს ფრიად".

სამხრეთ საქართველოში აღმშენებლობა დაიწყო. აშოტმა უწინარეს ყოვლისა ნანგრევებად ქცეული არტანუჯი "აღაშენა ეგრეთვე ციხედ და წინა კერძო მისსა, ქუშეთ აღაშენა ქალაქი". ზოგი სოფელი იყიდა, ზოგი ახლად დააფუძნა, ზოგი ბრძოლით წაართვა სარკინოზებს; შეაკეთა და გაამაგრა სამხრეთ საქართველოს ციხესიმაგრეები.

არტანუჯის მშენებლობა, ჯუანშერის თანახმად, როგორც აღინიშნა, ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება: "და წარმოვიდა ვახტანგ გზასა კლარჯეთისასა და ვითარცა წარმოვიდა თუხარისიდან, იხილა კლდე შუა კლარჯეთსა, რომელსა სოფელსა ერქუა არტანუჯი. და მოუწოდა არტავაზს, და უბრძანა, რათა ააგოს ციხე არტანუჯისა". ამასვე ადასტურებს როგორც გიორგი მერჩულე, ისე სუმბატ დავითის ძე: "და პოვა (აშოტმან) კლარჯეთს ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელი პირველ გორგასალს ვახტანგს ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი, და აოხრებულ იყო (მურვანისა) მის ყრუობისაგან, იგი განაახლა აშოტ და აღაშენა ეგრეთვე ციხედ, და კერძო მისსა ქუეშეთ აღაშენა ქალაქი... და დაემკვიდრა ციხესა მას შინა ცხოვრებად" (პავლე ინგოროყვა. "გიორგი მერჩულე", თბ., 1954. გვ. 48). აქვე აშენებს აშოტი პეტრე-პავლეს ეკლესიასაც.

აშოტ კურაპალატმა შექმნა "ქართველთა სამეფო". აშოტ I-ს მიიჩნევენ ქრისტიან ხალხთა გამაერთიანებლად და კავკასიაში ანტიარაბული ფრონტის შემქმნელად. სომეხთა ისტორიკოსის - ვარდან დიდის ცნობით, აშოტ I ერეოდა სომხეთის საქმეებშიც და როდესაც მუსლიმანმა მფლობელმა ჯამასპმა დაიკავა სომხეთის დედაქალაქი დვინი, აშოტმა სომხებისათვის დახმარება სთხოვა ბიზანტიის იმპერატორს ლეონ V-ს. აშოტ I-ის დროს უკვე არსებული სამი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს (დასავლეთ საქართველოს, კახეთისა და ჰერეთის) გვერდით შეიქმნა მეოთხე ქართული სახელმწიფო საქართველოს იმ ნაწილში, სადაც უფრო მეტხანს იყვნენ გამაგრებულები არაბები და სადაც არაბთა მფლობელობამ გასტანა საუკუნე-ნახევარზე მეტი.

აშოტ I-ის დროს განახლებული "ქართველთა სამეფო" მნიშვნელოვან მისიას შეასრულებს ქართველი ხალხის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის განმტკიცებისათვის ბრძოლაში ადრეულ შუა საუკუნეებში.

აშოტ I-ის ზეობაში ბრძოლა არაბებთან არ დასრულებულა, იგი არანაკლები სიმწვავით გაგრძელდა შემდეგაც, მაგრამ აშოტ I-ის დროს განახლებული "ქართველთა სამეფო" უძღვებოდა ამ ბრძოლას და ბოლომდე შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, ვიდრე იმ დრომდე, როდესაც ქართული ფეოდალური სახელმწიფოები გაერთიანდნენ ერთ მთლიან ფეოდალურ მონარქიად. X-XI სს-ის საზღვარზე შეიქმნა ეს ახალი მთლიანი საქართველოს სახელმწიფო. მთავარი წვლილი გაერთიანების საქმეში "ქართველთა სამეფოს" მოღვაწეებმა შეიტანეს. გაერთიანებულ საქართველოს სათავეში ჩაუდგა იგივე დინასტია, რომელიც მანამდე, აშოტ I-ის დროიდან მოყოლებული, "ქართველთა სამეფოს" მეთაურობდა. "სწორედ სამხრეთ საქართველოს პროვინციის - სპერის (ისპირი) მფლობელებმა, ბაგრატიონებმა, რომელთა საკუთარი მამული მდინარე ჭოროხის ზემო წელში, ქალაქ ბაიბურთის რაიონში იყო, საფუძველი დაუდეს საერთო-ეროვნულ დინასტიას, რომლის წარმომადგენლებიც ჯერ მხოლოდ საქართველოს ერთი ნაწილის - ტაო-კლარჯეთის მმართველები იყვნენ, მათ ბრძოლით დაიბრუნეს სამხრეთ საქართველოს მიწა-წყლის მნიშვნელოვანი ნაწილი.

მაგალითად, მეფე დავით III-მ 979 წელს აიძულა ბიზანტიის იმპერატორი ბასილი, დაეთმო საქართველოსათვის წინათ წართმეული მისი ოლქები: კარინი (ქალაქ არზრუმის ოლქი), ჰარქი და აპაჰუნიქი (იმ დროს უკვე სომხებით დასახლებული, ვანის ტბის ჩრდილო-დასავლეთით), უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრე ხალდოი არიჭი (რაც ნიშნავს ხალდთა სოფელს) და კლისური (ზეკარი) არზრუმიდან ტრაპეზუნდს მიმავალ მაგისტარლურ გზაზე, ჩორმაირი მდინარე ჭოროხის ზემო წელში და სხვა.

80-იან წლებში დავითმა საზღვრები გააფართოვა უფრო შორს სამხრეთ-დასავლეთით, დაიბრუნა ოლქები: დერჯანი (ამჟამად ტერჯანი) და ტარონი, ხოლო 997 წელს მან აიღო ქალაქი მანასკერტი (მელიაზგერდი). ამრიგად, საქართველოს სამხრეთი საზღვრის ხაზი გადაჭიმულ იქნა ვანის ტბიდან ერზინჯანამდე" (ჯ. სამუშია. "ერთი იდეოლოგიური კამპანიის ისტორიიდან". თბ., 2003, გვ. 26-27).


არტანუჯს მას შემდეგაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა, რაც აშოტის სახლი ორად - კლარჯეთისა და ტაოს სამეფოებად გაიყო. IX საუკუნეში ის რჩება "ქართველთა სამეფოს" დედაქალაქად. აქ არის რეზიდენცია როგორც აშოტ I-ისა, ისე მის მემკვიდრეთა. ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე პორფიროგენეტე არტანუჯის შესახებ წერს: "არტანუჯის ციხე დიდად გამაგრებულია და აქვს დიდი "რაბათი", როგორც მხარის მთავარ ქალაქს შეშვენის. აქ თავს იყრის საქონელი ტრაპეზუნდიდან, იბერიიდან, აბაზგიიდან (დასავლეთ საქართველოდან), სომხეთიდან და სირიის ყველა ქვეყნიდან და ქალაქს დიდი ვაჭრობა აქვს. არტანუჯის მხარე, ესე იგი არზენი, დიდია და მდიდარი, იგი არის გასაღები იბერიისა, აბაზგიისა და მესხეთისა".

ქალაქის ტერიტორიაზე შემორჩენილია ძველი გუმბათიანი ეკლესიის ნაშთები, რომელსაც ვახუშტიც მოიხსენიებს. ეკლესია შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყო, როდესაც ის ნ. მარმა აღწერა. გეგმით "ჩახაზული ჯვრის" ტიპის ვარიაციაა; ნაგებია დიდი ზომის ქვის ბლოკებით. ტაძარი IX ს-ის I ნახევრით თარიღდება.

IX საუკუნის II ნახევარში იმავე ჭოროხის ხეობაში, ამიერ ტაოს პროვინციაში დაარსდა მეორე სახელმწიფოებრივი ცენტრი "ქართველთა სამეფოსი" - ბანა. უფრო გვიან, ბაგრატ III-ის დროიდან, გაერთიანებული საქართველოს ცენტრი ხდება ქუთაისი, ხოლო დავით აღმაშენებლის მიერ საქართველოს სახელმწიფოს მეტროპოლია ისევ თბილისში იქნა გადმოტანილი. აშოტ I-მა დიდი მშენებლობა ჩაატარა ოპიზაში, კლარჯეთის მხარის ამ უძველესსა და უმნიშვნელოვანეს სავანეში - მეორედ აღაშენა მთავარი ტაძარი და მთელი წყება სამონასტრო ნაგებობათა. აშოტ I-ს 809-813 წლებში მიუღია მეფის ტიტული, ხოლო მოგვიანებით, არა უადრეს 818 წლისა - კურაპალატისა.

როგორც ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავს: "აშოტ დიდის და მისი მრავალრიცხოვანი შთამომავლების დროს ტაო-კლარჯეთი აღივსო ეკლესია-მონასტრებით, რომელნიც იმავე დროს შეადგენდნენ კერას ქართული განათლებისა.

უძველესი ქართული მწერლობის ძეგლები ტაო-კლარჯეთმა შემოგვინახა. ყოველ მონასტერში იყო სკოლა, სემინარია, ბიბლიოთეკა, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საღმთო სჯულს, ფილოსოფიას, ბერძნულს და სხვა ენებს, გალობას, კალიგრაფიას, მხატვრობას, ოქრომჭედლობას და სხვა. აქედან გამოდიოდნენ მღვდელ-მოძღვარნი, მთარგმნელები და გადამწერნი წიგნებისა, მინიატიურისტები და ოქრომჭედელნი" (ექ. თაყაიშვილი, "სამუსლიმანო საქართველო", "დაბრუნება". ტ. I. თბ., 1991. გვ. 207).

უძველესი ხელნაწერები, რომელთაც ჩვენამდე მოუღწევიათ და გადაწერილია საქართველოს ყოფილ საზღვრებში და არა უცხოეთის ქართულ კერებში (სინას მთაზე, პალესტინაში, ათონზე და სხვა), ყველა ეკუთვნის ტაო-კლარჯეთის მონასტრებს.

არაბებმა ცხადად დაინახეს საფრთხე, რომელიც სამხრეთ საქართველოდან ელოდათ. და აი, 825 წელს "მოვიდა ხალიდ იაზიდის ძე არაბი" და ტაო-კლარჯეთში დიდი ლაშქრობა განიზრახა. წარუმატებლობის შიშით არაბებმა ნაცად ხერხს მიმართეს - აშოტ კურაპალატს მოსყიდული მოღალატეები მიუგზავნეს. 826 წლის 29 იანვარს ქალაქიდან მცირე ამალით გამოსულ მეფეს მკვლელები დაესხნენ თავს. აშოტ კურაპალატმა ბრძოლით გაიკაფა გზა არტანუჯისკენ, მაგრამ ციხეში შესვლა ვეღარ მოასწრო. როცა მდევრები წამოეწივნენ, მეფემ თავი ეკლესიას შეაფარა, მაგრამ მოღალატეები ფეხდაფეხ მიჰყვნენ და ტაძარში, საკურთხეველთან, მოკლეს.

როგორც მემატიანე იტყვის, "სისხლი მისი, რომელი მაშინ დაითხა, აწცა იხილვების, ვითარცა ახალი".

"ჰოი, მეფეო ჩემო, ძლიერო და დიდებულო, სიმტკიცეო ეკლესიათაო და ზღუდეო ქრისტეანეთაო!" - ასე გამოეთხოვა თურმე წმინდა გრიგოლ ხანძთელი ღვთისმოსავ ხელმწიფეს. აშოტ კურაპალატი არტანუჯის ტაძარში დაკრძალეს.

ქართულმა ეკლესიამ მოწამებრივად აღსრულებული მეფე წმინდანად შერაცხა და ხსენება მისი მოკვდინების დღეს, 29 იანვარს (ახალი სტილით - 11 თებერვალს), დააწესა.
......................................

სურათზე: წმინდა აშოტ დიდი. ოპიზის ბარილიეფი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat