წმინდა ბაბილა სიცილიელი და მისი მოწაფეები - ტიმოთე და აღაპი III საუკუნეში მოღვაწეობდნენ.
წმინდა ბაბილა აღმოსავლეთის დიდებულ ქალაქ ანტიოქიიდან გახლდათ. მისი მშობლები ცნობილი კეთილშობილი ადამიანები იყვენენ. ბაბილამ მშობლიურ ქალაქში მიიღო განათლება, იქვე გაეცნო უფლის მცნებებს და წმინდა წერილს. ჯერ კიდევ ახალგაზრდამ ისე შეიყვარა მაცხოვარი, რომ უარი თქვა ამსოფლიურ ცხოვრებაზე. მშობლების გარდაცვალების შემდეგ დატოვა სახლი, ქონება ღარიბებს, ქვრივობლებს დაურიგა და მთას შეაფარა თავი, ცხოვრობდა მარხვაში, ლოცვასა და მდუმარებაში. წმინდანთან ერთად მოღვაწეობდნენ მისი მოწაფეები: აღაპი და ტიმოთე.
მდუმარე ბაბილას მალე სამღვდელო წოდება მიენიჭა, მას დიდ პატივს სცემდნენ სასულიერო წრეებში. სასულიერო წოდების მიღების შემდეგ ბაბილა მოწაფეებთან ერთად ჩავიდა რომში. რომაელმა წარმართებმა, რომლებიც ქრისტიანებს დევნიდნენ, მოისურვეს წმინდანის ხელისუფლებისათვის გადაცემა. მოსაგრეებმა წარმართთა დევნის თავიდან ასაცილებლად კუნძულ სიცილიას მიაშურეს და აქ მრავალი უღმრთო მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.
წმინდა ბაბილას შესახებ შეიტყო სიცილიის მმართველმა და ბრძანა, შეეპყროთ მოწაფეებთან ერთად. მმართველი გააოცა წმინდანის გამბედაობამ, ბაბილამ იცოდა, რომ არ დაინდობდნენ და მაინც ხმამაღლა და მამაცურად აღიარებდა ქრისტეს, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მხსნელს. მმართველის ბრძანებით, მოძღვარი და მოწაფეები გაშოლტეს და დასისხლიანებულებს სიცილიის ქალაქები ფეხით მოატარეს. ხელისუფლებას ამით სურდა, მოსახლეობა დაეშინებიდა და თავისი დაუნდობლობა ეჩვენებინა. ბაბილა, აღაპი და ტიმოთე რწმენაში კიდევ უფრო გაძლიერდნენ, მათ იცოდნენ, რომ ამგვარი მსხვერპლით სამუდამო სასუფეველს მოიპოვებდნენ. ბოლოს, ჯალათებმა ისინი მახვილით განგმირეს, ცხედრები კი ცეცხლში ჩაყარეს. წმინდა მოწამეების სხეულებს ცეცხლი არ მოედო. ადგილობრივმა ქრისტიანებმა ბაბილას, ტიმოთესა და აღაპის ნაწილები პატივით მიაბარეს კუნძულ სიცილიის მიწას.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი