წმინდა ანტონი-რაბაქი დამასკელი - 19 (01.02) იანვარი
წმინდა ანტონი-რაბაქი დამასკელი - 19 (01.02) იანვარი
წმინდა აბო ტფილელის დროს ქალაქ დამასკოში ცხოვრობდა მუსლიმანი, რომელიც ცნობილ არაბულ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. რაბაქს სძულდა ქრისტიანები. ის მუჰამედის - ყურეიშიტების ტომს მიეკუთვნებოდა. ცხოვრობდა დამასკოს ერთ-ერთ უბანში, ნაირაბში, წმინდა მოწამე თეოდორეს ეკლესიის ახლოს.

ერთხელ რაბაქი ქრისტიანული საიდუმლოებების დასაცინად ეკლესიაში შევიდა. დადგა წმინდა თეოდორეს ხატის წინ. უეცრად თვალი მოჰკრა თეთრ კრავს, რომელიც მღვდელმა წმინდა ტრაპეზზე დაკლა. გაბრწყინებული მტრედიც დაინახა, რომელიც კრავზე ჩამოეშვა. ნანახმა გააოცა, ღვთისმსახურების დასრულებას დაელოდა და მოძღვარს აუხსნა, რომ კრავი მხოლოდ მან დაინახა, ყველა დანარჩენმა კი პური და ღვინო. რაბაქმა ჩაილაპარაკა, - დიდება ღმერთს! ქრისტიანთა რელიგია, ჩვენს რელიგიაზე აღმატებულიაო და გაქრისტიანება მოინდომა. მღვდელმა უარი უთხრა: - თუ მართლა გსურს წმინდა ნათლისღების ღირსი გახდე, იერუსალიმში წადი პატრიარქთან და შესაძლოა, მან გცეს ნათელიო.

რაბაქი იერუსალიმში წავიდა და დიდი წვალების შემდეგ პატრიარქსაც შეხვდა. მუსლიმანთა შიშის გამო, პატრიარქმა ილიამ არაბის მონათვლა თვითონ ვერ გაბედა და მკვდარი ზღვის მეუდაბნოე მამებს გაუგზავნა. მათ ახალმოქცეულს ანტონი უწოდეს. ის ერთხანს მამებთან დარჩა და მათგან მრავალი სულიერი სიკეთე მიიღო. ექვსი წლის მერე, სულიერად გაძლიერებულმა, მამებისგან აიღო კურთხევა და თავის თანატოლებთან ქრისტიანობის საქადაგებლად დამასკოში დაბრუნდა. გამოეცხადა თავისიანებს და ამცნო: "მე ქრისტიანი ვარ, მწამს უფალი ჩემი, იესო ქრისტე". ცოტა ხანს შინ დარჩენის ნება მისცეს, იფიქრეს, ეს გატაცება გადაუვლისო. ანტონის გაქრისტიანების ამბავი მთელ დამასკოში გავრცელდა. როცა ეკითხებოდნენ, ეს მართალია თუ არაო, პასუხობდა, დიახ, ქრისტიანი ვარო.

მალევე დაიჭირეს ერთ-ერთი ქადაგებისას. რამდენიმე თვიანი ტანჯვის მერე დასაკითხად ხალიფას წარუდგინეს, ეს მოხდა 799 წლის 25 დეკემბერს. მან ხალიფასთანაც დაამოწმა: "მე ქრისტიანი ვარ, მწამს მამა, ძე და სულიწმიდა".

ხალიფას საამისო ცოდნა არ ეყო და რაც იცოდა, ისა ქნა. ცხარე კამათი გაიმართა რწმენაზე. ანტონი რაბაქყოფილს მისი ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. წმინდა მოწამე ანტონის ცხოვრების პირველი ნაწილი, რომელიც ავტობიოგრაფიას წარმოადგენს, შემორჩა არაბულ ენაზე, ასევე ქართულ (X საუკუნის ათონურ და სინურ ხელნაწერებში, ტექსტი გამოაქვეყნა ი. ყიფშიძემ 1913 წელს) და ეთიოპურ თარგმანებში. მაგრამ მისი ლიტურგიული მოხსენიება მხოლოდ ქართულ აგიოგრაფიულ ტექსტებშია დამოწმებული. ქართული წყაროებით ანტონი რაბაქი (რავახი) 18 და 19 იანვარს იხსენიება.

სურათზე ქალაქი დამასკო
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.03.2023
მოციქულთა მოწაფეებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა პოლიკარპე სმირნელს.
24.02.2023
1091 წელს ეგვიპტიდან მოსული არაბები შეიჭრნენ სინის უდაბნოში. ისინი შევიდნენ იუსტინიანე დიდის დაარსებულ მონასტერში და იქ დამალულ განძს დაუწყეს ძებნა.
24.02.2023
წმინდა ქრისტოსი XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და წარმოშობით ალბანელი იყო.
24.02.2023
1314 წლის 19 ოქტომბერს, სამშაბათს, დამასკოში აწამეს ქართველი წმინდანი ნიკოლოზ დვალი.
24.02.2023
წმინდა ლუკა პატიოსანი და წარჩინებული ქართული საგვარეულოს, მუხაისძეთა ოჯახის წევრი იყო.
24.02.2023
წმინდა გიორგი-პროხორეს ოჯახის შესახებ ძალზე ცოტა ცნობებია შემონახული. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მამამისს იოვანე ერქვა, დედას - რიანუში.
02.02.2023
წმინდა მაქსიმე დაიბადა 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში. მისი მშობლები - იოანე და ანა, წარჩინებული და ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ.
02.02.2023
მოწამე აგნია დაიბადა III ს-ში. წმინდანი სიყრმიდანვე მიენდო უფალს და გადაწყვიტა, უფლის სადიდებლად ქალწულობა დაემარხა.
02.02.2023
დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305 წწ.) მმართველობის დროს მხედარმთავარმა ლისიუსმა აწამა ევგენი, კანდიდი, ვალერიანე და აკვილა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბერ-მონაზონთა მეორე სახარება
"კლემაქსი" ანუ "კიბე" - მიწაზე არსებული სულიერი საუნჯე, რომელშიც დაუნჯებული და თავმოყრილია საღვთო ნიჭთა მშვენიერება და სისავსე.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri