წმინდა პეტრე აბესალომიელი (+309-310) - 12 (25) იანვარი
წმინდა პეტრე აბესალომიელი (+309-310) - 12 (25) იანვარი
წმინდა პეტრე აბესალომიელად წოდებული, წარმოშობით პალესტინის ერთ პატარა ქალაქ ანეადან იყო, რომელიც ქალაქ ელევეროპოლოსის გვერდით მდებარეობდა. ქრისტიანების დევნისას (იგულისხმება 303 წელს დაწყებული დევნა, როცა იმპერიის აღმოსავლეთში დიოკლეტიანე მეფობდა, ხოლო დასავლეთში - მაქსიმიანე) იგი ქალაქ ავლონში შეიპყრეს და განსასჯელად პალესტინის გამგებელთან, სევერუსთან მიიყვანეს. მან ჰკითხა:

- რა გქვია?

პეტრემ უპასუხა:

- მამამ აბესალომიელი დამარქვა, ხოლო ჩემი სულიერი სახელი პეტრეა, რომელიც ნათლისღებისას მეწოდა.

- რა გვარის ხარ, - ჰკითხა მმართველმა.

- ქრისტიანი ვარ.

- რა წოდება გაქვს? - ჰკითხა სევერუსმა

- ქრისტიანის წოდებაზე აღმატებული სხვა რა უნდა მქონდეს, - უპასუხა პეტრემ.

- მშობლები თუ გყავს? - ჰკითხა მმართველმა.

- არა, - უპასუხა პეტრემ.

- ცრუობ, - შეეპასუხა მმართველი, - მითხრეს, რომ მშობლები გყავს.

- სახარებიდან მებრძანა, რომ ვიდრე უფლის სახელის დასამოწმებლად წავალ, ყველაფერზე უარი უნდა ვთქვა.

- მეფემ ბრძანება რომ გამოსცა, თუ იცი? - ჰკითხა სევერუსმა.

- მე ვიცი ის, რაც მიბრძანა ჩემმა მეფემ, ჭეშმარიტმა და საუკუნო მეფემ.

- ყოვლადმოწყალე მეფეებმა (იგულისხმება დიოკლეტიანე, და მისგანვე თანამმართველად იმპერიის არჩეული მაქსიმიანე ჰერკულესი, რომელიც იმპერიის დასავლეთ ნაწილს მეფობდა) ბრძანეს, რომ ყველა ქრისტიანმა მსხვერლი შესწიროს ღმერთებს, თუ არადა სხვადასხვა სახის სატანჯველის დათმენა მოუწევთ.

- ჭეშმარიტმა საუკუნო ღმერთმა კი გვამცნო, რომ ვინც მსხვერპლს შესწირავს კერპებს და არა ცოცხალ ღმერთს, სამუდამოდ დაიღუპება. ახლა კი სამართლიანად განსაჯე: შეიძლება ზეციური მეფის ამ მცნების დარღვევა?

- მისმინე, მსხვერპლი შესწირე ღმერთებს და ჩვენი მეფის ბრძანება აასრულე, - უთხრა მმართველმა.

პეტრემ უპასუხა:

- მე მსხვერპლს არ შევწირავ ადამიანის ხელით გაკეთებულ ხისა და ქვის ღმერთებს, რომელთაც თქვენ მიემსგავსეთ.

- ნუ შეურაცხგვყობ, ნუთუ არ იცი, რომ შენი მოკვლა შემიძლია?

- მე თქვენ კი არ შეურაცხგყოფთ, არამედ ვამბობ იმას, რაც ჩემი უფლის სჯულში წერია: "კერპნი წარმართთანი ოქროსანი და ვეცხლისანი ქმნულნი ჴელთა კაცთანი; პირ-ათქს და არა იტყჳან, თუალ-ასხენ და არა ხედვენ, ყურ-ასხენ და არა ესმის, ცხჳრ-ასხენ და არა იყნოსენ, ჴელ-ასხენ და არა განიხილვენ, ფერჴ-ასხენ და არა ვლენან, არცაღა ჴმობენ ჴორცითა მათითა. ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ" (ფს.113:12-16). თუ ეს უფლის სულმა ბრძანა წინასწარმეტყველის პირით, მაშ რატომ ამბობ, რომ თუ ღვთის ნათქვამს გავიმეორებ, ამით შეურაცხგყობ და თანაც მირჩევ, შენ მიგემსგავსო.

მმართველი ჯიუტად იმეორებდა:

- მისმინე, შეიბრალე თავი და მსხვერპლი შესწირე ღმერთებს.

- სწორედ მაშინ არ შევიბრალებ ჩემს თავს, თუ ჭეშმარიტებას განვუდგები და შენს ღმერთებს მსხვერპლს შევწირავ. მაგრამ რადგან ურწმუნო ხარ და არ გჯერა არც ჩემი და არც ღვთის სჯულისა, მაშ რაღას აყოვნებ? ბრძანებისამებრ მოიქეცი.

- მე კიდევ გელოდები, რომ გონს მოხვალ, მსხვერპლს შესწირავ ღმერთებს და ამით სატანჯველს თავს დააღწევ.

- ტყუილად ელოდები, - უპასუხა პეტრემ, - გააკეთე რაც განზრახული გაქვს, შეასრულე შენი მამის - ეშმაკის ნება, რამეთუ მე არ შევასრულებ შენს ნებას, და დაე ნუ დაუშვებს ამას უფალი ჩემი იესო ქრისტე, რომელსაც გულმხურვალედ ვემსახურები.

მმართველმა მისი ჩამოკიდება ბრძანა და შემდეგ უთხრა:

- აბა, რას იტყვი, პეტრე? ღმერთებს მსხვერპლს შესწირავ?

- რკინის ბრჭყალები მოიტანე და გამრანდე, რადგან უკვე არაერთხელ გითხარი, რომ ჩემი ღმერთის გარდა მსხვერპლს არავის შევწირავ.

მმართველმა სევერუსმა წმინდა პეტრეს წამება ბრძანა. ქრისტეს მხნე მეომარს კვნესაც კი არ დასცდენია, მხოლოდ გალობდა: - "ერთი ვითხოე უფლისაგან, ესევე ვითხოვო: დამკჳდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, ხილვად ჩემდა შუენიერებაჲ უფლისაჲ და მოხილვად ტაძარი მისი" (ფს.26.4). და კიდევ ამას გალობდა: "სასუმელი ცხორებისა მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო" (ფს.115.4).
წმინდანის ლოცვამ და ნათქვამმა, მმართველი უფრო მეტად გააბრაზა და სხვა ჯალათებსაც მოუხმო. სისხლი წყაროებად მოედინებოდა წმინდანის სხეულიდან. გარშემო შეკრებილ ხალხს ის შეეცოდათ და უთხრეს:

- შეიბრალე საკუთარი თავი, მსხვერპლი შესწირე ღმერთებს და თავი დააღწიე ამ საშინელ სატანჯველს.

- ეს სატანჯველი მე ტკივილს ვერ მომანიჭებს, მაგრამ თუ ჩემს ღმერთს ვუღალატებ, მაშინ მართლაც ჩავვარდები საშინელსა და საუკუნო სატანჯველში.

- რას ამბობ, პეტრე? მსხვერპლი შესწირე ღმერთებს, რომ მერე არ ინანო, როცა უკვე გვიან იქნება.

- მე არც შევინანებ და არც მსხვერპლს შევწირავ კერპებს, - უპასუხა პეტრემ.

- მოგკლავ პეტრე, - უთხრა მმართველმა.

- მეც სწორედ ეგ მინდა, რათა ჩემი ღმერთის გულისთვის მოვკვდე, - უპასუხა მას პეტრემ.

მაშინ მმართველმა წმინდანის მოკვლა ბრძანა:

- ჯვარს ეცვას პეტრე, რომელმაც თავისი ღმერთის კანონების გამო უძლეველი მეფეების ბრძანება არ შეასრულა.

ასე აღესრულა წმინდა პეტრე აბესალომიელი. ზოგიერთ სათვეო წიგნში წმინდა პეტრე აბესალომიელის ხსენება ორჯერაა აღნიშნული: 12 იანვარს როგორც პეტრე აბესალომიელისა და 13 იანვარს როგორც პეტრე ანეელისა, რადგან შეცდომით ფიქრობდნენ, რომ ეს ორი სხვადასხვა მოწამეა. წმინდა პეტრეს ხსენება არ არის ბიზანტიურ სვინაქსარში, იგი მხოლოდ კოპტურმა და ქართულმა ტრადიციამ შემოინახა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat