თოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი, მოწყვეტილნი ჰეროდეს მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა (I) - 29 (11.01) დეკემბერი
თოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი, მოწყვეტილნი ჰეროდეს მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა (I) - 29 (11.01) დეკემბერი
წმინდა მათე მახარებელი წერს: "როცა იესო დაიბადა იუდეას ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მოვიდნენ ვარსკვლავთმრიცხველნი აღმოსავლეთიდან" (მთ. 2.1) ქრისტეს შობამდე ბეთლემის აღმოსავლეთით სასწაულებრივი ვარსკვლავი გამოჩნდა, რომელშიც ქალდეველმა მოგვებმა ჩვ. წ-მდე 1450 წელს წინასწარმეტყველ ბალაამის მიერ უწყებული იაკობის ვარსკვლავი იცნეს. ამ წინასწარმეტყველების გამო მთელ აღმოსავლეთში უძველესი დროიდან იყო გავრცელებული რწმენა, რომ იუდეაში იშობა დიდი მეფე, რომელიც მთელ ქვეყანაზე გაბატონდება და რომ მისი შობა არაჩვეულებრივი ვარსკვლავის გამოჩინებით იქნება ნაუწყები. როგორც კი ეს საოცარი ვარსკვლავი გამოჩნდა, რომელიც თავისი მოძრაობით ზეციურ მნათობთა საერთო კანონს არ ემორჩილებოდა, აღმოსავლელი ასტრონომები დანიელის წინასწარმეტყველებასთან შეპირისპირებით მიხვდნენ, რომ ის ღვთიური მეფის მოსალოდნელ შობაზე მიანიშნებდა. ეს ბრძენთაგან რჩეულნი იერუსალიმისაკენ გაემართნენ, რომ ეპოვათ ქვეყნიერების მეუფე და თაყვანი ეცათ მისთვის.

თავიანთი აყვავებული ქვეყნის, სპარსეთის დატოვების შემდეგ მოგვები დიდხანს მოგზაურობდნენ პალესტინის უდაბნოს ქვიშიან გზაზე; რადგან ისინი ბეთლემში ქრისტეს დაბადებიდან მოკლე დროში მოვიდნენ, ივარაუდება, რომ ვარსკვლავი მაცხოვრის შობამდე გაცილებით ადრე გამოჩნდა. როგორც წმინდა მამები მიიჩნევენ, ეს ზუსტად ხარების დღეს და საათს მოხდა. მთელი დროის განმავლობაში მათ წინ უძღოდათ გზის მაჩვენებელი ვარსკვლავი. ეს ჭეშმარიტად საოცარი ვარსკვლავი არ ემორჩილებოდა კანონს, რომელიც საერთოა ზეციური სხეულებისთვის. ის ყოველთვის წინ უძღოდა მათ ქარავანს, პირდაპირი ხაზით იერუსალიმისკენ მიდიოდა, აღმოსავლეთიდან - სამხრეთ-დასავლეთისაკენ. ამის გარდა, ის გამუდმებით ჰაერის ქვემო ფენებში მოძრაობდა და იმდენად დაბლა და ახლოს იყო, რომ უკან მიდევნება შეეძლოთ. დროდადრო ის ჩერდებოდა და ღრუბლებში იმალებოდა, თითქოს დროს აძლევდა შესვენებისთვის. გარეგნული შეხედულებისამებრ ერთნი კომეტას ადარებდნენ, სხვები კი ცეცხლოვან მეტეორს უწოდებდნენ. სინამდვილეში ამ ზეციურ მოვლენას უხილავი, გონიერი ძალა უნდა დაერქვას, რომელიც ქვეყნიერების განხორციელებულ მხსნელზე მიანიშნებდა.
სწორედ იერუსალიმში შესვლამდე გზის მაჩვენებელი ვარსკვლავი გაოცებული მოგვების თვალთაგან მიეფარა. ნიშნავს ეს იმას, რომ მათ მოგზაურობის მიზანს მიაღწიეს?! იმყოფება სამეუფო ყრმა იერუსალიმში?! მაგრამ ეს ვარსკვლავი რომ იერუსალიმში გაბრწყინებულიყო, მაშინ ხომ მთელი ხალხი ქრისტესკენ მას მოჰყვებოდა და თვით ჰეროდე შურიან წინამძღოლებთან ერთად მის სასწრაფოდ მოკვდინებას შეეცდებოდა?! ვარსკვლავი მიიმალა, მოგვები იერუსალიმში შევიდნენ და შეუდგნენ ქადაგებას და უწყებას გამოჩინებული ვარსკვლავის შესახებ, რომელიც დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მესიის მოვლინების მახარებელი იყო. მაგრამ ამ სასიხარულო ამბავმა იერუსალიმს საყოველთაო ბედნიერება როდი მოუტანა?! მოგვების კითხვაზე, თუ სად იშვა იუდეველთა მეფე, რომლის ვარსკვლავი აღმოსავლეთით იხილეს, შეძრწუნდა ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი.

შეცბა ჰეროდე და როგორ არ შეცბებოდა იგი?! ის მეფე არც ღვთის კურთხევით გამხდარა და არც ხალხის სურვილით. მეფობის უფლება მან რომაელ მმართველთა მაამებლობით მიიღო. ჰეროდე - ეროვნებით არა ებრაელი, არამედ იდუმეველი იყო. ისრაელიანთა სამეფო მაკაბელთა დინასტიამ იუდეველთა სამეფო ტახტი თანდათან დაკარგა. მაკაბელთა საოჯახო ინტრიგებმა ტახტისკენ გზა გაუკაფა ჰეროდეს მამას, ანტიპატრე იდუმიელს, გაქნილსა და ცბიერ კაცს, რომელსაც (რომაელთა წინააღმდეგ აჯანყებულ არისტობულ II-ის ვაჟების დამარცხების შემდეგ) იულიუს კეისარმა უწყალობა პროკურატორის წოდება. მისი ვაჟი - ჰეროდე რომაელებმა გალილეის პრეფექტად დანიშნეს. ხოლო როცა დაკნინებული მაკაბელთა შთამომავალი, არისტობულ II-ის უმცროსი ძე აჯანყდა და ტახტი დაიჭირა, რომმა ის მეამბოხედ გამოაცხადა, სამეფო ტახტზე უფლებები ჩამოართვა. ასე დასრულდა მაკაბელთა დინასტიის ასოცდაათწლიანი ბატონობა. მეფე ჰეროდე სძულდათ ებრაელ სასულიერო პირებსაც, რომელთა უფლებები და პრივილეგიები შეზღუდა. მთელი ძალით შეიძულა ის ხალხმა თავისი უცხოტომელობის, სისასტიკისა და საზიზღარი თვალთმაქცობის გამო. იმისათვის, რომ რომაელებისათვის ეამებინა, მათი კეისრის, ავგუსტუსისადმი მიძღვნილ წარმართულ ტაძრებში დადიოდა და იუდეველთა შორის მათი პოპულარობის გასაზრდელად, ამ ტაძრების შესამკობად განძეულობას არ იშურებდა.

იუდეას მეფე - ჰეროდე იმდენად ეჭვიანი იყო ტახტის კანონიერი მემკვიდრე დინასტიის, დავითის შთამომავლობის მიმართ, რომ არ დაინდო თვით თავისი მეუღლე მარიამი, დედამისი და საკუთარი შვილები, რომელთა ძარღვებშიც მაკაბელთა სისხლი ჩქეფდა.

ჰეროდემ პირველად როდი გაიგო მოახლოებული საფრთხის შესახებ: მოგვების გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე ფარისევლებმა მის ტახტს დაცემა უწინასწარმეტყველეს და ერთგულებაზე დაფიცება სიძულვილით უარყვეს. დიდი მეუფის საყოველთაო მოლოდინი აღმოსავლეთიდან, კერძოდ კი, იუდეიდან მით უფრო აშინებდა, რომ ჯერ კიდევ რომში ყოფნისას შეიტყო მეუფის მოსალოდნელი შობის შესახებ.

როდესაც მას იმ სახელგანთქმულ უცხოტომელთა მოსვლის ამბავი მოუტანეს, ყველას რომ ეკითხებოდნენ, თუ სად იშვა იუდეველთა მეფე, რომლის ვარსკვლავიც მათ აღმოსავლეთში იხილეს, ჰეროდე შეშინდა, მაგრამ არ სურდა, რომ ეს ხალხის წინაშე გამოემჟღავნებინა. მან მღვდელმთავრები და ფარისევლები დაიბარა და მათგან ვარსკვლავის გამოჩინების დრო გაარკვია. მის სულში უკვე ჩამოყალიბდა გეგმა, თუ როგორ მოეკლა ყრმა მეუფე, მაგრამ მოგვებს აუწყა, რომ აღთქმული მეუფე ბეთლემში უნდა დაბადებულიყო და სთხოვა, იქითკენ ესრაფათ, გულმოდგინედ მოეძებნათ ყრმა და როდესაც იპოვიდნენ, ჰეროდესთვისაც ეცნობებინათ ამის შესახებ, რომ მასაც თაყვანი ეცა მეფისთვის.

ჰეროდესთან საუბრის შემდეგ მოგვები იერუსალიმიდან მარცხნივ ბეთლემისაკენ მთიანი გზით წავიდნენ. უცებ ცაზე ხელახლა გაიბრწყინა ვარსკვლავმა, გზის საჩვენებლად მათკენ სწრაფად დაეშვა და წინ უძღოდა მანამდე, სანამ იმ ადგილს არ დაადგა თავს, სადაც ყრმა იმყოფებოდა. მოგვებმა ინახულეს უფალი იესო ქრისტე და თაყვანი სცეს მას. მოგზაურობის მიზნის მიღწევის შემდეგ მოგვები აპირებდნენ ბეთლემიდან კვლავ იერუსალიმში შეევლოთ და ჰეროდეს თხოვნისამებრ მისთვის აღთქმული მესიის სამყოფელი ეუწყებინათ, მაგრამ უფლის ანგელოზმა, რომელიც სიზმარში გამოეცხადათ, მათ ჰეროდეს ბოროტი განზრახვის შესახებ აუწყა და უბრძანა, სხვა გზით დაბრუნებულიყვნენ.

როდესაც მოგვებმა, ღვთის ნებით, ჰეროდეს დავალება არ შეასრულეს და ბეთლემიდან სხვა გზით წავიდნენ, ჰეროდემ ეს შეურაცხყოფად და დაცინვად მიიღო და საშინლად განრისხდა. ამის გარდა, მოაღწია ხმებმა სვიმეონის და ანას წინასწარმეტყველების შესახებ. ამან კიდევ უფრო გაამძაფრა მისი ეჭვი და შიში, რომ ახალშობილი ყრმა, როგორც კანონიერი მეფე, მას სკიპტრას წაართმევდა. ჰეროდე მთელი ძალით ეძებდა ყრმის შობის ადგილს, მაგრამ მისი მცდელობა ამაო იყო. შიშისა და ბოროტებისაგან გონებადაკარგულმა ბრძანა, ბეთლემსა და მის შემოგარენში დაეხოცათ მამრობითი სქესის ყველა ბავშვი, ახალშობილებიდან მოყოლებული, ვიდრე ორ წლამდე და დარწმუნებული იყო, რომ მათ შორის ახალშობილ მეუფესაც მოკლავდნენ. ათასი მახვილი გაშიშვლდა ყრმა იესოს მოსაკლავად და პატივ¬მოყვარე ბოროტმოქმედმა 14 ათასი ბავშვი იმსხვერპლა. ჰეროდე ისე დააბრმავა საკუთარმა უგუნურებამ, რომ იმედოვნებდა, ყოვლისშემძლე შემოქმედს სძლევდა და აღთქმულ მესიას გაანადგურებდა, მაგრამ ჰეროდე ღვთიური განზრახვის აღსრულების მხოლოდ ბრმა იარაღი იყო. ბეთლემის სისხლისღვრის გამოხმაურებამ კიდევ უფრო ფართოდ გაავრცელა ამბავი იმ მოვლენის შესახებ, რომელსაც დიდი ხანია ელოდნენ. ხოლო თვით ყრმები, რომელთაც სისხლში იღეს ნათელი, გახდნენ მომასწავებლები მაცხოვრის ვნებისა, რომელმაც თავისი სისხლით განწმინდა და განბანა მიწა - უსჯულოებით რომ იყო წაბილწული.

როცა ჰეროდემ ბეთლემელ ყმაწვილთა დახოცვა ბრძანა, წმინდა ოჯახი - იოსები, მარიამი და ჩვილი იესო, ანგელოზის მითითებით ეგვიპტისაკენ გაემგზავრნენ. მოგვთა თაყვანისცემის შემდეგ "ანგელოზი ეცხადება სიზმარში იოსებს და ეუბნება ადექი, წაიყვანე ყრმა და მისი დედა და გაიქეცი ეგვიპტეს და იყავი იქ ვიდრე მე გეტყოდე; ვინაიდან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი. იგი წამოდგა, ღამით წაიყვანა ყრმა და მისი დედა და წავიდა ეგვიპტეს. იქ იყო ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: ეგვიპტიდან მოვუხმე ძესა ჩემსა" (მათე, 2:14-15).
............................

14000-თა ჩვილთა მოწამეთა ტროპარ-კონდაკი

ტროპარი:

წყლულებანი იგი, უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი შენთვის თავს ისხნეს, მიიხვენ აწ მეოხებად ჩვენთვის და ყოველნივე სენნი ჩვენნი განკურნენ, კაცთმოყვარე, გევედრებით.

კონდაკი:

ვარსკვლავმან მოგვნი წარმოავლინნა ბეთლემს შობილისა თანა, ხოლო იროდი სიცრუით წარავლენს მხედართა და მოსწყვედს ჩვილთა ყოველთა, გონებდა უგუნური იგი შენსა მოწყვედასა, ქრისტე, ხოლო მათ გიხილეს მწოლარე ბაგასა და თაყვანი გცეს თვისსა უფალსა.
..............

ასევე ნახეთ:

ბეთლემელი ყრმანი







ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat