მეფე ჰეროდეს ბრძანებით მოწყვეტილ ბეთლემელ ყრმებს უძველესი დროიდან პატივს მიაგებენ როგორც მოწამეებს, როგორც ქრისტესთვის და ქრისტეს ნაცვლად ვნებულებს.
განრისხებულმა ჰეროდემ, რომელიც თავის ხელისუფლებას იცავდა, ბრძანა, ბეთლემსა და მის საზღვრებში ორი წლამდე ასაკის ყველა პატარა მოეკლათ. იმპერატორმა ავგუსტუსმა გაიგო, რომ დახოცილ ყრმათა შორის ჰეროდეს პატარა ვაჟი ანტიპატრეც იყო და თქვა: "სჯობს იყო ჰეროდეს ღორი, ვიდრე შვილიო". ნეტარი იერონიმე წერს, ბეთლემში "მრავალი ათასი" ყრმა ამოწყვიტესო. მართლმადიდებლური გარდამოცემით, მსხვერპლის რიცხვი 14000-ს შეადგენდა.
წმინდა ეპისკოპოსების - ლიონელის (202) და კვიპრიანე კართაგენელის (258) თხზულებიდან ჩანს, რომ მათ დროს ბეთლემელ ყრმებს უკვე წმინდანებად თვლიდნენ.
ბეთლემელ ყრმათა ნაწილნი ინახებოდა ბეთლემში ქრისტეშობის ბაზილიკის სამხრეთ ნაწილში, ყრმათა მღვიმეში. შემდეგ ისინი გადაასვენეს კონსტანტინოპოლში და ქალკოპრატის ღვთისმშობლის ეკლესიაში დაასვენეს. თუმცა XII საუკუნის II ნახევრიდან პილიგრიმთა ჩანაწერებში კვლავ ვხვდებით ბეთლემელ ყრმათა ნაწილებს. რამდენადაც ყრმათა მღვიმეში არა მხოლოდ ბავშვების, არამედ დიდების წმინდა ნაწილებიცაა, ვარაუდობენ, რომ ისინი ეკუთვნით 614 წელს სპარსელთაგან დახოცილ მოწამეებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- სამარხვო კერძები
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- წმინდა წერილი
- ლოცვანი