წმინდა მოწამე თემისტოკლე ლუკიის ქალაქ მირონში ცხოვრობდა იმპერატორ დეციუსის (249-251) ზეობისას. თემისტოკლე უბრალო მწყემსი იყო.
იმ დროს რომის იმპერიის ოლქებში გავრცელდა იმპერატორის ბრძანება: სიკვდილით დაესაჯათ ყველა ქრისტიანი, ვინც არ განუდგებოდა თავის სარწმუნოებას! დეციუსს ეგონა, რომ ამით მოიგებდა ღმერთების გულს და თავიდან აიცილებდა განსაცდელს, რაც იმპერიას ემუქრებოდა. ამ ბრძანებამ ქრისტიანები ააფორიაქა და შეაძრწუნა. უმრავლესობას მიწიერი სიამენი ღმერთზე მეტად შეჰყვარებოდა და უჭირდა მათი დათმობა, თან სიკვდილისა ეშინოდა. ჭეშმარიტი მორწმუნეები კი ნაღვლიანად შესცქეროდნენ, თუ როგორ მიიჩქაროდნენ ქრისტიანები სამსჯავროსა და წარმართული ბომონებისკენ, რათა დაეგმოთ ქრისტე და შეეწირათ მსხვერპლი კერპებისთვის. ბევრი გამოძახებასაც არ უცდიდა და მანამდე მირბოდა.
იმპერატორის ბრძანების შესრულებას მაშინვე შეუდგა ლუკიის მმართველი ასკლეპიოსი. მის რისხვას ქალაქ მირონის მთებში გაექცა ერთი ქრისტიანი სახელად დიოსკორე, რომელიც მწყემსმა თემისტოკლემ შეიფარა. მმართველის მიერ გაგზავნილი მეომრები მთებში დაეძებდნენ ქრისტიანს, როცა შემთხვევით გადაეყარნენ მწყემს და ჰკითხეს, ხომ არაფერი იცოდა ქალაქიდან მთებში გაქცეული ქრისტიანი დიოსკორეს შესახებ. თემისტოკლემ უპასუხა:
- აქ არავინაა.
შემდეგ კი თავად წარუდგინა მეომრებს, როგორც დიოსკორე. წარმართებმა შეიპყრეს მწყემში და მმართველ ასკლეპიას წარუდგინეს. წარმართმა ჯალათებმა სასტიკად აწამეს თემისტოკლე, თუმცა მწყემსი სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ გამოტყდომია მათ რომ თავად არ იყო დიოსკორე. ეს მოხდა დაახლოებით 251 წელს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი