კუნძულ კადიაკის მკვიდრი ჭაბუკი პეტრე 1815 წელს რუსულ-ამერიკულმა კომპანიამ ექსპედიციაში მონადირედ დაიქირავა და სამხრეთით გაემგზავრნენ.
მგზავრები ერთ ადგილას შეჩერდნენ, სადაც თავს დაესხნენ მხედრები, დაატყვევეს და სან-პედროში გადაიყვანეს. იქ მათ კათოლიკობის მიღებას აიძულებდნენ. ალეუტები მათ პასუხობდნენ, მართლმადიდებლებად იყვნენ მონათლულები და რწმენას არ უღალატებდნენ. წმინდა პეტრე წამებისას შემოაკვდათ. ამბობენ, რომ იგი სიკვდილის წინ იმეორებდა: "მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ".
წმინდა პეტრესთან ერთად ამ დღეს იხსენიება ამერიკის მიწის პირველმოწამენი.