წმინდა ნიკიფორე II ფოკა (+969) - 11 (24) დეკემბერი
წმინდა ნიკიფორე II ფოკა (+969) - 11 (24) დეკემბერი
ნიკიფორე დაახლოებით 912 წელს დაიბადა და ეკუთვნოდა გამორჩეულ კაპადოკიელი ფოკების ოჯახს. ნიკიფორე სიყმაწვილიდან შეუერთდა ბიზანტიის არმიას. 945 წელს დაინიშნა ანატოლიკონის თემის მმართველად, იმპერატორ კონსტანტინე VII-ს იმპერატორობის ჟამს. როცა მამამისი, ბარდა ფოკა 953 წელს ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა, ნიკიფორე დააწინაურეს აღმოსავლეთის ფრონტის უმაღლეს მხედართმთავრად. აბასიანთა სახალიფოსთან 954 წელს ის მძიმედ დამარცხდა, რომელიც გამოასწორა მომდევნო წლებში, კერძოდ კი 957 წელს სირიაში გამარჯვებით. როდესაც 959 წელს რომანოზ II იმპერატორი გახდა, ნიკიფორეს და მის ძმას, ლეონს, დაეკისრათ შესაბამისად, აღმოსავლეთის და დასავლეთის საველე არმიების თაოსნობა. 960 წელს 27,000 მენიჩბეს და მეზღვაურს 308-გემიანი ფლოტით 50,000-იანი ლაშქარი უნდა გადაეყვანა. გავლენიანი პირის რჩევით, იმპერატორმა რომანოზ II-მ ნიკიფორეს ანდო სამხედრო ექსპედიციის თაოსნობა, რომელიც კრეტის საამიროს წინააღმდეგ მზადდებოდა. ნიკიფორემ 9-თვიანი ალყის შემდეგ აიღო სარკინოზების მიერ დაპყრობილი ქალაქი ჩანდაქსი (ჰერაკლიონი) და 961 წელს მთელი კუნძული წაართვა მუსლიმებს. მიუხედავად ამ ბრწყინვალე გამარჯვებისა, მას უარი უთხრეს ბიზანტიელთათვის ჩვეულ ტრიუმფზე და მხოლოდ იპოდრომზე ოვაციებით გამხნევების უფლება მისცეს. 962-963 წლის კამპანიებში გონება¬მახვილური სტრატეგიის შედეგად მან დაიპყრო კილიკიის ქალაქები და სირიაშიც შეიჭრა, სადაც აიღო და დაიმორჩილა ქალაქი ალეპო თავის დისწულთან, იოანე ციმისკესთან შეთანხმებით, თუმცა აქ ფეხი ვერ მოიკიდა და ხანგრძლივი დაპყრობები ვერ შეძლო. მიუხედევად ამისა, მხედართმთავრული ნიჭის წყალობით, რომელიც ამ კამპანიების დროს გამოიჩინა, მას შეარქვეს სარკინოზთა ფერმკრთალი სიკვდილი. ალეპოს აღების დროს, ქალაქის ამირას სასახლე გაძარცვეს. ბიზანტიის არმია დაეუფლა 390,000 ვერცხლის დინარს, 2,000 აქლემს, და 1,400 ჯორს. მან ძალიან ადრე ცოლად შეირთო სტეფანია, თუმცა ის გარდაიცვალა ნიკიფორეს სახელის მოხვეჭამდე. ცოლის გარდაცვალების შემდეგ ნიკიფორემ ფიცი დადო, რომ სხვას აღარავის შეირთავდა, რამაც ბოლოს პრობლემები შეუქმნა.

963 წლის 15 მარტს, იმპერატორი რომანოზ II მოულოდნელად დაიღუპა 26 წლისა. მისი სიკვდილის მიზეზი გაურკვეველია, თუმცა როგორც თანამედროვეებს, ასევე გვიანდელი ეპოქის ისტორიკოსებს მიაჩნდათ, რომ ახალგაზრდა იმპერატორმა საკუთარი თავი დააუძლურა სმითა და გადაჭარბებული სექსუალური ცხოვრებით, ან სჯეროდათ, რომ ის მეუღლემ, თეოფანიამ მოწამლა. თეოფანიას იმ დროისთვის ამბიციურ და ჭკვიან ქალად იცნობდნენ, და მოგვიანებით ამას საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოჩენილი დაუნდობლობა და ულმობლობაც შეემატა. რომანოზმა სიკვდილამდე ადრე თანაიმპერატორებად აკურთხა თავისი ვაჟები - ბასილი II და კონსტანტინე VIII. მამის გარდაცვალების დროს ბასილი 5-ის, ხოლო კონსტანტინე 3 წლის იყო და ისინი უძლურები იყვნენ, შეესრულებინათ ის მოვალეობები, რასაც მათ იმპერატორის ტიტული აკისრებდა. დროებით თეოფანია დაინიშნა მმართველად, თუმცა საიმპერატორო კარის დიდებული იოსებ ბრინგასი, რომელიც თავის დროზე რომანოზ II-ის მრჩეველი იყო, ცდილობდა მისი ძალაუფლების შეზღუდვას და უნდოდა, ხელისუფლებას თავად დაუფლებოდა. მან ასევე სცადა ნიკიფორეს ძალაუფლების შესუსტება. გამარჯვებული გენერალი ნიკიფორე ითვლებოდა არმიის რეალურ მეთაურად და ინარჩუნებდა მჭიდრო კავშირს არისტოკრატიასთან. იოსები შიშობდა, რომ ნიკიფორე როგორც არმიის, ასევე არისტოკრატიის მხარდაჭერას მოიპოვებდა. იოსების ინტრიგებმა შემდეგ თვეებში მას თეოფანიაც და ნიკიფორეც აუმხედრა. იოსებისგან მალულად, ნიკიფორეს დისწულმა იოანე ციმისკემ მას უბიძგა ტახტის დაკავებისკენ და მოლა-პარაკებები დაიწყო თეოფანიასთან. თეოფანიასა და პატრიარქის დახმარებით ნიკიფორემ მიიღო აღმოსავლეთის არმიის მხედართმთავრობა და მათ მიერ იმპერატორად შერაცხილმა კონსტანტინოპოლს მიაშურა, სადაც მის მომხრე პარტიზანებს უკვე დაემხოთ მისი მტრის, ბრინგასის მმართველობა. არმიაში მისი უაღრესი პოპულარობის გამო, ის იმპერატორად აკურთხეს რომანოზის მცირეწლოვანი ვაჟების გვერდით, 963 წლის 16 აგვისტოს და პატრიარქის წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ დედაზე, თეოფანიაზე დაქორწინდა.

მმართველობისას, ნიკიფორე არაერთხელ შეება მტრებს. 964–966 წლებში მან 40.000-იანი ლაშქრით საბოლოოდ დაიპყრო კილიკია, კვლავ შეუტია მესოპოტამიასა და სირიას, ხოლო ამასობაში დიდებულმა, სახელად ნიკეტამ, იმპერიას დაუბრუნა კვიპროსი. 968 წლისთვის მან დაასუსტა ციხესიმაგრეთა უმრავლესობა სირიაში და ანტიოქიისა და ალეპოს აღების შემდეგ, რომელიც მისმა ლეიტენანტებმა შეძლეს, მან ეს ტერიტორია შეუერთა იმპერიას, რაც დაა¬დასტურა კიდევაც სამშვიდობო ხელშეკრულებით. ნიკიფორე II ნაკლებად წარმატებული იყო დასავლეთით გაჩაღებულ ომებში. მას შემდეგ, რაც მან ფატიმიანთა სახალიფოს შეუწყვიტა ხარკი, სიცილიისკენ გაგზავნა ექსპედიცია ნიკეტას მეთაურობით 964-965 წლებში, თუმცა იძულებული გახდა, როგორც საზღვაო, ისევე სახმელეთო ბრძოლებში დამარცხების შემდეგ, მოეხდინა კუნძულის მთლიანი ევაკუაცია. 967 წელს მან დადო ზავი ქაირავანის ფატიმიანებთან, რათა თავი დაეცვა საერთო მტრის, ოტო I -გან, რომელმაც თავი დასავლეთის იმპერატორად გამოაცხადა და თავს დაესხა ბიზანტიის სამფლობელოს იტალიაში, მაგრამ საწყისი წარმატებების მიუხედავად, მისი გენერლები დამარცხდნენ და უკან, სამხრეთისკენ დაიხიეს. დაძაბულობა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რაც ნიკიფორეს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგი იყო.

რადგან ის მუდმივად იმპერიულ საქმეებში იყო ჩაფლული, მისმა ცოლმა თეოფანიამ დრო იხელთა და საყვარლად მისი დისწული იოანე ციმისკე გაიჩინა. მათ შეიმუშავეს ნიკიფორეს მოკვლის გეგმა. ერთ ღამეს შეთქმულები სასახლეში ქალებად გადაცმულები შეიპარნენ. ნიკიფორე გააფრთხილეს, რომ სასახლეში დაქირავებული მკვლელები იმყოფებოდნენ. მან ბრძანა, მთელი სასახლე გაეჩხრიკათ, თუმცა მცველებმა დედოფლის ოთახი შეუმოწმებლად დატოვეს და შეთქმულები ამგვარად გაექცნენ შეპყრობას. მოგვიანებით, როდესაც ნიკიფორეს იატაკზე ეძინა წმინდა ხატების წინ, ციმისკე და სხვები შეიპარნენ მის საძინებელში და შეშფოთდნენ, როცა საწოლი ცარიელი დახვდათ (ნიკიფორეს ხშირად ეძინა ხოლმე იატაკზე). ამ ხმაურით გაღვიძებული ნიკიფორე ზუსტად იმ დროს ადგა, როდესაც ერთ-ერთმა მკვლელმა ხმალი მოუქნია თავის მოსაკვეთად. ხმალი მას სახეში მოხვდა. წაათრიეს საწოლთან, სადაც იოანე ციმისკე იჯდა. ციმისკემ მას დაუყვირა: "მითხარი, ყველაზე უგუნურო და ავგულო ტირანო, ჩემი წყალობით მიაღწიე რომაული ძალის სიმაღლეს. ამიტომაც არ დამიფასე ასეთი კარგი სამსახური? როგორ შეძელი? როგორ, ბოროტებით და სიგიჟით დაბრმავებულმა, არც კი შეყოყმანდი, რომ მე, შენი დამხმარე, არმიის მეთაურობას ჩამომაცილე?.."

მას თავი მოჰკვეთეს, შუბს ჩამოაცვეს და საჯაროდ ჩამოატარეს, ტანი კი ფანჯრიდან გადააგდეს. ის დაკრძალეს წმინდა მოციქულთა ტაძარში, როდესაც იოანე ციმისკე იმპერატორი იოანე I ხდებოდა. წარწერა, რომელიც მისი საფლავის გვერდზეა ამოკვეთილი, იკითხება: "შენ ყველაფერი დაიპყარი, ქალის გარდა".

ისტორიკოსი ჯონ იულიუს ნორვიჩი ამბობს: "ეს პატიოსანი განსასვენებელი იყო მისთვის, მაგრამ ნიკიფორე ფოკა, სარკინოზების თეთრი სიკვდილი, სირიისა და კრეტის გმირი, წმინდანის მსგავსი და საშინელი, ბრწყინვალე და აუტანელი, უკეთეს აღსასრულს იმსახურებდა".
ეკლესიისა და სამშობლოსადმი გაწეული ღვაწლისთვის იმპერატორი ნიკიფორე საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat