1274 წელს, ლიონის კრებამ საეკლესიო უნია მიიღო. იმპერატორმა მიქაელ მერვემ, პალეოლოგოსმა, ათონზე მეომართა რაზმი მიავლინა იქაურ მამათათვის ამ აქტის ძალადობრივად თავს მოსახვევად.
მაშინ დიდი ლავრის და ქსეროპოტამის სავანის ზოგიერთი მონაზონი შიშით დამორჩილდა იმპერატორის ნებას, სხვებმა კი ამას სიკვდილი არჩიეს.ივერიის მონასტრიდან ტომით ქართველი მამების ნაწილი იტალიას გაამგზავრეს, ნაწილი კი ზღვაში ჩაახრჩვეს (ხსენება 13 მაისს).
ვათოპედის მონასტრის თორმეტი ბერი ჩამოახრჩვეს, იღუმენი, ექვთიმე კი - დაახრჩეს (ხსენება 4 იანვარს).
ზოგრაფის მონასტერში ოცდაექვსი მამა ცოცხლად დაწვეს (ხსენება 22 სექტემბერს).
შემდეგ კარიესში კი პროტოსი შეიპყრეს და სხვა უამრავ მამასთან ერთად განგმირეს, რის შემდეგაც ტაძარი და სამონასტრო ნაგებობანი დაწვეს და მიწასთან გაასწორეს.
მეომართა წასვლის შემდგომ მთებსა და ტყეებში მიმოფანტული მონაზვნები სავანეებს დაუბრუნდნენ, მარტვილთა ნეშტნი დაკრძალეს და პროტოსის სამარეზე საუკუნეთა მანილზე ჩაუქრობლად ენთო კანდელი.
1981 წლის 5 დეკემბერს პროტატის სამარე საზეიმოდ გაიხსნა და წმინდა კოზმას პატივად ღვთაებრივი ლიტურგია აღესრულა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი