29 ნოემბერს (ძვ. სტ.) იხსენიება წმინდა მოწამე პარამონი. უწმინდური მეფე დეციუსის დროს აღმოსავლეთის დიდებული აკვილა დევნიდა ქრისტიანებს.
ერთხელ მან 300 ქრისტიანი დაამწყვდია და ბალსატიის თბილ წყლებთან გაგზავნა კერპისთვის მსხვერპლის შესაწირავად. მიუხედავად ათასნაირი ხერხისა, ქრისტიანები ვერ მოდრიკა. ამ დროს შემთხვევით ჩაიარა ღვთისმოშიშმა ქრისტიანმა პარამონმა. როცა ამდენი სასიკვდილოდ გამზადებული ქრისტიანი დაინახა, დადგა ბომონის პირდაპირ და ხმამაღლა შესძახა:
- ჰოი, რამდენ მართალს მოკლავს უწმინდური აკვილა მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი თაყვანს არ სცემენ უსულო კერპებს.
ეს თქვა და გზა გააგრძელა. განრისხდა თავადი და თავის ხალხს პარამონის მოკვლა უბრძანა. აკვილას ხალხი დაეწია წმინდანს, შეიპყრო, პირიდან ენა ამოკვეთა, სხეული მახვილის ცემით დაუხვრიტა. ასე ჩააბარა სული თვისი უფალს წმინდა პარამონმა.
ის სამასი ზემოხსენებული მოწამე ქრისტეს რწმენისთვის პოსეიდონის კერპის მახვილით ამოხოცეს.
......................
აქვე ნახეთ:
წმიდა მოწამენი: პარამონი და სხვანი სამას სამოცდაათი მის თანა (+250) - 29 (12.12) ნოემბერი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი