დიდმოწამე იაკობ სპარსი (+421) - 27 ნოემბერი (10 დეკემბერი)
დიდმოწამე იაკობ სპარსი (+421) - 27 ნოემბერი (10 დეკემბერი)
წმინდა მოწამე იაკობი სპარსეთში, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. ის სიმდიდრესა და პატივში ცხოვრობდა,
რადგან სპარსეთის მეფის, იბდიგერისა და მისი მემკვიდრის, ბარაჰრანის სიყვარულით სარგებლობდა - მან იგი თავისი სამეფო კარის უფროსად დაადგინა. იაკობი ამქვეყნიურმა პატივმა აცდუნა, განუდგა ქრისტიანულ ეკლესიას და მსხვერპლი შესწირა კერპებს. როცა ეს შეიტყვეს დედამ და ცოლმა, წერილი მისწერეს: - საცოდავო, ადამიანური პატივის გამო რატომ დაუტევე ზეციური მეუფე? წარმავალი მეფის სათნოყოფისთვის უცხო გახდი საუკუნო სიცოცხლისთვის. ჭეშმარიტებას სიცრუე არჩიე, რადგან დაუტევე ქრისტეს სარწმუნოება და ეცდუნე ეშმაკის ხიბლით. დაემორჩილე მოკვდავ მეფეს და უარყავ მსაჯული ცოცხალთა და მკვდართა. ამის გამო ვტირით და გევედრებით აცრემლებულნი: დაუბრუნდი ქრისტეს, რათა გაექცე ღვთის რისხვას. ჩვენი თხოვნა მსწრაფლ აღასრულე, ვიდრე გვიან არ არის, ვიდრე ღვთის რისხვა არ დაგტეხია თავს და მაშინ კი მწარედ ატირდები, საკუთარ თავს ჯოჯოხეთში რომ იხილავო.
ეს წერილი იაკობმა მეფესთან ქალაქგარეთ ყოფნისას მიიღო. წაიკითხა, გული შეემუსრა და გაიფიქრა: "თუ ქრისტეს უარყოფისთვის დედა და ცოლი უარმყოფენ, მაშინ რა მეშველება, როცა უფალი მოვა და ყველას სათანადოდ მიაგებს?" ატირდა:
- საბოლოოდ რომ არ დავიღუპო, განუწყვეტლივ ვაკაკუნებ უფლის გულმოწყალების კარზე. მწამს, გამიღებს, რადგან სახიერია, არ სურს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და სინანული.
ზოგიერთი წარმართი მიხვდა, რომ ის ქრისტიანი იყო და მეფეს აუწყეს. მეფემ იაკობი იხმო და ჰკითხა, - გვითხარი სიმართლე, ნაზარეველი ხარ?
იაკობმა დაუდასტურა.
- ესე იგი, ჯადოქარი ხარ.
- არა, მე მოგვი კი არა, ქრისტიანი ვარ.
მაშინ მეფემ უთხრა:
- უმადურო, მამაჩემისა და ჩემგან ხომ უამრავი წყალობა მიიღე.
იაკობმა უპასუხა:
- სად არის ახლა მამაშენი? სხეულით ის საფლავში იხრწნება, სული კი ჯოჯოხეთშია ჩავარდნილი.
ამის გაგონებაზე მეფე განრისხდა:
- ასე მიხდი მადლობას ჩემი სიყვარულისთვის? მე მეურჩები და მამაჩემზეც ავს ამბობ. იცოდე, საშინელი წამებით ამოგხდი სულს!
- რაც გინდა, ის ჰქენი, - უთხრა იაკობმა, - არ მაშინებს შენი სიტყვები, რომელიც მსგავსია ქარისა, კლდეს რომ უბერავს. ეს წამიერი სიკვდილი მსგავსია სიზმრისა, რამეთუ ყოველი კაცი აღდგება მკვდრეთით ქრისტეს მეორედ მოსვლისას.
- ნუ გაცდუნებს ნაზარეველი, სიკვდილს ძილს ეძახი და არ გეშინინ სიკვდილისა, რომლის წინაშეც ძრწიან თვით მეფენიც, - უთხრა მეფემ.
- მართალთათვის სიკვდილი განსვენებაა, ურწმუნოთა და ცოდვილთათვის კი საუკუნო წამების დასაწყისია, - უპასუხა წმინდანმა.
მეფემ მოუხმო თავის მრჩევლებს და მეგობრებს და მოეთათბირა, როგორ ეწამებინათ იაკობი. სხვა სპარსელთაც რომ არ გასჩენოდათ რწმენის ღალატის სურვილი, სასტიკი განაჩენი გამოუტანეს: იაკობი უნდა აეკუწათ.
დასჯის ადგილას უამრავი მოსეირე შეიკრიბა, მეომრები და დიდებულები.
წამების წინ წმინდა იაკობმა ჯალათებს შესთხოვა, მისთვის ლოცვის უფლება მიეცათ. თვალები ზეცად აღაპყრო და ღმერთს შესთხოვა:
- უფალო ღმერთო ჩემო! ისმინე მონისა შენისა, მომეცი ძალა, დავითმინო წამება და სისხლით გამოვისყიდო ჩემი შეცდომა...
ჯალათებმა გააშიშვლეს იაკობი, გაუშალეს ხელ-ფეხი და უთხრეს: - რა გირჩევნია, დაემორჩილო მეფის ნებას თუ სასტიკი სიკვდილით მოკვდეო. აცრემლებულმა მეგობრებმაც მეფის დამორჩილება ურჩიეს.
- ჩემზე კი არა, თქვენზე და თქვენს შვილებზე იტირეთ, რამეთუ მე საუკუნო განსასვენებელში მივდივარ, - დაამშვიდა ისინი წმინდა იაკობმა, - ჩემი სხეულის აკუწვით ზეცაში ნეტარების ადგილი გამემზადება.
ერთმა დიდებულმა ჯალათებს უთხრა: - რაღას ალაპარაკებთ, დაიწყეთ ბრძანების აღსრულებაო.
წმინდანს ჯალათმა შუათითი მოაჭრა. მეგობარმა უთხრა: - დაინდე შენი თავი, იაკობ. ხომ ხედავ, ყველას გვებრალები. ექიმები განგკურნავენ, ოღონდ ნუ დაიღუპავ თავსო.
ნეტარმა მიუგო:
- თუ ვაზს რტოებს მოაჭრიან, მზე გაათბობს, შეახორცებს გადანაჭერს და ნაყოფს გამოიღებს. ასეთი რამ შეემთხვევათ ღვთის ერთგულ შვილებს. ღვთის ვენახში დანერგილი ჭეშმარიტი ვენახის რტონი მოიკვეთებიან დროებით სიკვდილის მიერ და აღდგებიან მომავალ საუკუნეში, სადაც გამწვანებულნი და გამშვენებულნი უხრწნელი დიდებით მიიღებენ საუკუნო საზღაურის ნაყოფს.
როგორც კი წმინდანმა სათქმელი დაამთავრა, ჯალათმა მეორე თითი მოაჭრა. წმინდანმა დაითმინა და წამოიძახა:
- მიიღე, უფალო, მეორე რტო შენი ბაღისა, რომელიც დარგო მარჯვენამან შენმან.
სახე სიხარულით ჰქონდა გაბრწყინებული, თითქოს ტანჯვის მაგივრად სიტკბოებას განიცდიდა. მესამე თითიც წარკვეთეს. ის კი ყოვლადწმინდა სამების დიდებას აგრძელებდა. მეოთხე თითის მოკვეთის შემდეგ წამოიძახა:
- რომელმან მიიღე ქება ოთხი ცხოველისგან, მიიღე მსხვერპლი და ტანჯვა ჩემი მეოთხე თითის მოკვეთისგან, რომელიც მომჭრეს შენი წმინდა სახელის აღსარებისთვის.
წმინდა იაკობს მეხუთე თითიც მოჰკვეთეს და ხმამაღლა შესძახა:
- დგება სასიხარულო ჟამი, როგორც ბრძენი ქალწულებისა ღვთაებრივ სასიძოსთან ქორწილში.
სანამ მარცხენა ხელზე გადავიდოდნენ, მეგობრებმა კვლავ სთხოვეს, შეიბრალე შენი სულიო. წმინდანმა უპასუხა:
- მწყემსები ცხვარს მარჯვენა მხარეს რომ გაპარსავენ, განა მარცხენას ხელუხლებელს დატოვებენ? მე ვარ ცხვარი ქრისტეს სამწყსოსი. ჩემი უფლის გულისთვის თქვენს ხელთ მივანდობ ჩემს თავს, რათა მატყლივით გამკრიჭოთ ჩემთა ასოთაგან. მარჯვენა ხელი მომაჭერით, მარცხენას არ დავინდობ, რათა მოვიპოვო უხრწნელობა, - მერე კი თვალნი ზეცად აღაპყრო და უფალს შეწევნა სთხოვა.
წმინდა იაკობს სათითაოდ ჰკვეთდნენ თითებს, ის კი თითოეული მოკვეთისას საღვთო მოვლენებს იხსენებდა და იძლიერებდა სულს. მერე ფეხის თითებს მიადგნენ. იაკობი კი განადიდებდა უფალს...
უამრავი ხალხი განცვიფრებული იყო მისი მოთმინებით.
- რას დგახართ უქმად, მოჭერით ხე, რომელიც უკვე ტოტებისგან გასხიპეს, - მიმართა მათ მოწამემ.
ჯალათებმა მარჯვენა ფეხი რომ მოჰკვეთეს, წმინდანმა წამოიძახა: "ზეციურ მეუფეს მივართმევ ჩემს მარჯვენას, რამეთუ მისი სიყვარულით დავითმენ ამ წამებას, რათა ჩემი მოკვეთილი ფეხი იდგეს მის სასუფეველში".
წმინდა იაკობს მოჰკვეთეს მეორე ფეხიც, ხელები, მერე ფეხების დაჭრა დაიწყეს.
- უფალო ღმერთო ჩემო, რომელი შეეწევი შენს მოშიშსა და შენდამი მსასოებელს, შემეწიე მე, მონასა შენსა, რამეთუ საშინელი ტკივილი მომკლავს.
ეს რომ მოესმათ, ჯალათებმა უთხრეს:
- არ გეუბნებოდით, რომ საშინელი იქნებოდა და მტკივნეული ეს სატანჯველი? შენ კი არ დაგვიჯერე.
მხნე მოწამემ მათ უპასუხა:
- მე ვიტანჯები, რათა ცხადი გახდეს ჩემთვის, რომ ხორციელი ვარ; აქამდე ღვთის შეწევნით დავითმენდი ყველა სატანჯველს, როგორც უხორცო. ახლა კი ვიტანჯები, ვითარცა ხორცშესხმული. მაგრამ მალე უფალი შემმოსავს ახალ სხეულს, რომელსაც ვერ აწამებთ.
წმინდა იაკობის წამება დილიდან მეცხრე ჟამამდე გრძელდებოდა და ამ ხნის მანძილზე მისი ნაწამები სხეულიდან ძლიერი კეთილსურნელება იფრქვეოდა. ბოლოს, როცა ჯალათებმა შეწყვიტეს მისი ჭრა და კვეთა, წმინდა იაკობმა ძალა მოიკრიბა და ღმერთს შეჰღაღადა:
- წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, მამაო და ძეო და წმინდაო სულო, ქერუბიმთაგან ქებულო, სერაფიმთა და ყოველ ზეციურ ძალთა და ყოველთა ქმნილებათაგან განდიდებულო, ღმერთო ცოცხალთა და მკვდართაო. შემეწიე მე, ოდნავღა ცოცხალს, რამეთუ ჩემი სხეულის ნაწილები მიწაზე მკვდარივით აწყვია, მე კი ოდნავღა მიფეთქავს გული: არა მაქვს ფერხნი, რომელნიც შენ წინაშე წარდგებოდნენ, უფალო, არა მაქვს ხელნი, რომელნიც შენდამი ლოცვად აღიპყრობოდნენ, არა მაქვს მუხლნი, რომ მომეყარა და თაყვანი მეცა შენთვის.
შენ წინაშე ვდგავარ, ვითარცა დარღვეული ტაძარი, ანდა ვითარცა ტოტთაგან გასხეპილი ხე. ამიტომაც გევედრები, უფალო კაცთმოყვარეო, ნუ დამიტევებ, არამედ განაშორე საპყრობილეს სული ჩემი.
ლოცვისას ჯალათმა წმინდა იაკობს თავი მოჰკვეთა. ასე დამთავრდა წმინდა იაკობის საარაკო მარტვილობის ამბავი.
წმინდანის სხეულის ნაწილები ღამით მორწმუნეებმა მოაგროვეს და ერთად დაკრძალეს.
წმინდანი 421 წელს აღესრულა. როცა შემდგომში სპარსეთში ბრძანება გამოიცა და წმინდა მოწამეთა ნაწილების დაწვა დაიწყეს, ქრისტიანებმა წმინდანის სხეული იერუსალიმში გაგზავნეს, იქიდან კი ედესის ეპისკოპოსმა პეტრემ ეგვიპტეში, ტავენაში გადაასვენა. სხვა გადმოცემით, წმინდა ნაწილნი სპარსეთიდან იტალიაში გადაასვენეს. ვატიკანის ბაზილიკაში დღემდე ინახება წმინდა იაკობის პატიოსანი თავი. მისი წმინდა ნაწილები არის პორტუგალიაში, პრაღაში, სადაც მის გადასვენებას 22 მაისს დღესასწაულობენ.
...................

ტროპარი:
ტანჯვათა მათ უცხოთა და საკვირველთა მხნედ მოთმინებითა ყოველნი განაცვიფრენ, მრავალმოღუაწეო, და თითოეულთა ასოთა და ნაწევართა მოკვეთითა სამადლობელნი ვედრებანი უსაკვირველესად აღმოსთქუენ უფლისა მიმართ, ვინაიცა ღუაწლთა შინა შენთა გვირგვინი მოიღე და აღხედ ზეცათა შინა წინაშე საყდართა ქრისტეს ღმრთისათა, იაკობ, მას ევედრე ცხორებად სულთა ჩუენთა.
კონდაკი:
ერჩდი კეთილსა მეუღლესა, მტკიცეო, სულითა და საშინელისა სამსჯავროსა მოშიშმან სპარსთა ბრძანებაი და შიში განერწყვე, იაკობ, და გამოსჩნდი მოწამედ საკვირველად, ვითარცა ვაზი, ხორცითა დაჭრილი.
..................................
აქვე იხილეთ:

დიდმოწამე იაკობ სპარსი (+421) - 27 (10.12) ნოემბერი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat