წმინდა აციკლუსი და ვიქტორია და-ძმანი იყვნენ, ქალაქ კორდუბიდან ან მისი გარეუბნიდან და ღვთივ სათნოდ ცხოვრობდნენ.
ზოგან მათი წამების თარიღად მითითებულია 204 წელი, ანუ იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის დრო, მაგრამ სავარაუდოდ, უფრო დიოკლეტიანეს დროს ეწამნენ. როცა ქრისტიანების დევნა დაიწყეს, და-ძმა შეიპყრეს და დიდმოხელე დიონის მიუყვანეს. ხანგრძლივი წამების მერე აციკლუსს თავი ქალაქის ამფითეატრში მოჰკვეთეს, ხოლო ვიქტორია ისრით განგმირეს. მათი წმინდა ნაწილები ქალაქიდან ერთმა დიდებულმა ქალბატონმა გაიტანა და თავის მამულში დაკრძალა, სადაც მათ საფლავზე შემდგომში ეკლესია აშენდა და XVIII საუკუნეში მონასტერი დაარსდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი