წმინდა მოწამენი: მელასიპე, კასინია და ძე მათი ანტონინე იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363 წლები) ზეობისას, ეწამნენ ფრიგიის ანკვირიაში.
მელასიპე და მისი მეუღლე, კასინია მუხის ხეზე დაკიდეს, შემდეგ გაატყავეს და იარები გავარვარებული რკინით ამოუწვეს, მელასიპეს ფეხები წარკვეთეს მუხლებამდე, კასინიას კი - მკერდი, ბოლოს, ბოძზე გაკრულებმა შეჰვედრეს სული უფალს.
მათმა ძემ, ანტონინემ, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა მშობელთა წამება, ადიდა უფალი და მარტვილთა სიმტკიცე, ხოლო ოდეს დაკითხვაზე უხმეს, ჯალათთა სისასტიკით გულმოსულმა, იმპერატორს სახეშე შეანერწყვა.
რაღა თქმა უნდა, მაშინვე საზარელ ტანჯვას მისცეს: ჯერ მუხლები დაუმსხვრიეს, შემდეგ - ფეხებზე მძიმე ქვები გამოაბეს, რკინის გავარვარებულ ღუმელზე დასვეს, თმა გადაჰპარსეს, კისერზე ქვა დაჰკიდეს და ასე შემოატარეს ქალაქი.
ამ ყოველივეს მხილველმა ორმოცმა ჭაბუკმა ირწმუნა ქრისტე, რის შემდეგაც იქვე მოჰკვეთეს თავები, ანტონინე კი ჯერ ტანჯეს, შემდეგ კი - მასაც თავი წარკვეთეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი